პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის ადგილები, სადაც ჩვენი გამოჩენა იკრძალება" - როგორია ქართველი სუმოისტის იაპონური ცხოვრება?
"არის ადგილები, სადაც ჩვენი გამოჩენა იკრძალება" - როგორია ქართველი სუმოისტის იაპონური ცხოვრება?

ალ­ბათ, ია­პო­ნე­ლე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად ტრა­დი­ცი­უ­ლი ერია მთელ მსოფ­ლი­ო­ში. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში­ აყა­ლი­ბებ­დნენ­ ტრა­დი­ცი­ებს, რო­მელ­თაც დღემ­დე ერ­თგუ­ლად იცა­ვენ. ია­პო­ნუ­რი ყო­ფის ნა­წი­ლია ორ­თაბ­რძ­ოლა სუმო. წლე­ბია, ია­პო­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და ას­პა­რე­ზობს სამი ქარ­თვე­ლი სუ­მო­ის­ტი: ლე­ვან ცა­გუ­რია, ლე­ვან გორ­გა­ძე და თე­მურ ჯუ­ღე­ლი, იგი­ვე კო­კაი, ტო­ჩი­ნო­ში­ნი და გა­გა­მა­რუ. ჩვენს რეს­პონ­დენტს თე­მურ­ ჯუ­ღელს­ ია­პო­ნი­ა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.­

- მა­მას სურ­და, ჩემ­თვის თე­მუ­რი და­ერ­ქმია, დედა კი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. ამი­ტომ, სა­ბუ­თე­ბით თე­მუ­რი­ ვარ, ოჯახ­ში კი ყვე­ლა გა­გას მე­ძახ­და. ია­პო­ნე­ლებ­საც უფრო გა­უ­ად­ვილ­დათ, ჩემ­თვის ამ სა­ხე­ლით მო­ე­მარ­თათ და ასე გავ­ხდი გა­გა­მა­რუ.

იმ­ხა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში სუმო ნაკ­ლე­ბად­ ცნო­ბი­ლი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა იყო. 2005 წელს ია­პო­ნი­ა­ში სუ­მოს მოყ­ვა­რულ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ტარ­და ჭა­ბუ­კებს შო­რის და რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე გაგვგზავ­ნეს. მა­შინ 18 წლის გახ­ლდით. სა­დაც მე დავ­ბი­ნავ­დი­, იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტმა და­უ­რე­კა ჩემი ახ­ლან­დე­ლი კლუ­ბის პრე­ზი­დენტს, კარ­გი ბი­ჭია ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­და­ნო... მან მნა­ხა, შე­მი­მოწ­მა სი­მაღ­ლე,­ წონა და თქვა: თუ ჩვენს პი­რო­ბებს გა­უძ­ლებს, და­ვი­ტო­ვე­ბო.

სუმო მხო­ლოდ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა არ არის, ის ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია. სუ­მოს კა­ნო­ნე­ბი და წე­სე­ბი არ­ცთუ ად­ვი­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია. ჩვენ ბევ­რი რამ გვეკ­რძა­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, არ შე­იძ­ლე­ბა გვყავ­დეს მან­ქა­ნა. არ უნდა ვი­ა­როთ კი­კი­ნის ან კი­მო­ნოს გა­რე­შე.

- კვე­ბის რე­ჟი­მიც გა­მორ­ჩე­უ­ლი გაქვთ?

- დი­ლის 6 სა­ათ­ზე ვდგე­ბით, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ვარ­ჯი­ში გვე­წყე­ბა. სულ ორ­ჯე­რა­დი კვე­ბა გვაქვს: დღის 12 სა­ათ­სა და სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე. ჩვე­ნი საკ­ვე­ბი კლუბ­ში მზად­დე­ბა.­ თავ­და­პირ­ვე­ლად მეც ვამ­ზა­დებ­დი, მაგ­რამ რაც უფრო მა­ღალ რან­გში გა­და­დი­ხარ, სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და სხვა საქ­მეს შორ­დე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ნიუ არ გვაქვს. ვცხოვ­რობთ რე­ჟი­მით - დი­ლის ვარ­ჯი­შის შემ­დეგ კვე­ბა, შუ­ა­დღის ძილი, შემ­დეგ ისევ კვე­ბა და ისევ ძილი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, პრო­ტე­ი­ნებს ან სხვა წო­ნა­ში მო­სა­მა­ტე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბას თუ გაძ­ლე­ვე­ნო, არა, მსგავსს არა­ფერს ვი­ღებთ.

- წო­ნის რა­ი­მე სტან­დარ­ტი თუ არის?

- არა, მთა­ვა­რია, რა წო­ნა­ში გრძნობ თავს კარ­გად. რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე დაკ­ლე­ბა, მაგ­რამ ამის შემ­დეგ ჭი­და­ო­ბა გა­მი­ჭირ­და. სუ­მო­ში წო­ნის ან ასა­კის მი­ხედ­ვით არ ხდე­ბა შებ­რძო­ლე­ბა, ერ­თმა­ნეთს მხო­ლოდ ერ­თნა­ი­რი რან­გის სუ­მო­ის­ტე­ბი ებ­რძო­ლე­ბი­ან. სულ 6 სა­ფე­ხუ­რია. პირ­ვე­ლი 4 და­ბალ­ სა­ფე­ხუ­რად ით­ვლე­ბა, მე-5 სა­შუ­ა­ლოა, მე-6 კი უმაღ­ლე­სი, სა­იმ­პე­რა­ტო­რო... ია­პო­ნი­ა­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­სა­კუთ­რე­ბულ­მა წეს­რიგ­მა გა­მა­ო­ცა. მერე ია­პო­ნურ­მა საკ­ვებ­მა - უმმა საჭ­მე­ლებ­მა. დღეს მიყ­ვარს ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო, მა­შინ კი მხო­ლოდ კარ­ტო­ფილს ვჭამ­დი, შემ­წვარს, მო­ხარ­შულს, პი­უ­რეს... ელი­ტა­ში გა­და­სულ სუ­მო­ისტს (მე-5, მე-6 რან­გი) ენიშ­ნე­ბა ცკი­პი­ტო, ანუ დამ­ხმა­რე. მე სამი დამ­ხმა­რე მყავს, რომ­ლე­ბიც მეხ­მა­რე­ბი­ან ოთა­ხის და­სუფ­თა­ვე­ბა­ში, რე­ცხვა­სა და და­ლა­გე­ბა­ში. პირ­ვე­ლი უცხო­ე­ლი სუ­მო­ის­ტი ბრა­ზი­ლი­ე­ლი იყო... დღეს ია­პო­ნი­ა­ში სულ 45 სუმ­ოს კლუ­ბია. ადრე თითო კლუბ­ში­ 2-3 უცხო­ე­ლი ჰყავ­დათ, ახლა კი მათი რაოდ­ენო­ბა­ შე­ზღუ­დეს - თითო კლუბ­ში­ მხო­ლოდ ერთ უცხო­ელს თუ შეხ­ვდე­ბით. სუმო ოდით­გან იმ­პე­რა­ტო­რე­ბის გა­სარ­თობ სა­ნა­ხა­ო­ბად მი­იჩ­ნე­ო­და. დღე­საც ფი­ნა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბებს არას­დროს გა­მო­ტო­ვებს ია­პო­ნი­ის იმ­პე­რა­ტო­რი.

- რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს სუ­მო­ის­ტი?

- ჩვენს ვარ­ცხნი­ლო­ბას ჩო­მა­გე ჰქვია.­ კლუბ­ში ჩვე­ნი

და­ლა­ქი გვყავს. ვა­ტა­რებთ კი­მო­ნოს სრუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით. სხვა­ნა­ი­რად შე­მო­სი­ლი რომ გნა­ხონ, ეს სუ­მო­დან წას­ვლას ნიშ­ნავს. ამას­თან, არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ჩვე­ნი გა­მო­ჩე­ნა იკ­რძა­ლე­ბა.

- სუ­მო­ის­ტე­ბი ქორ­წინ­დე­ბი­ან?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"არის ადგილები, სადაც ჩვენი გამოჩენა იკრძალება" - როგორია ქართველი სუმოისტის იაპონური ცხოვრება?

"არის ადგილები, სადაც ჩვენი გამოჩენა იკრძალება" - როგორია ქართველი სუმოისტის იაპონური ცხოვრება?

ალბათ, იაპონელები გამორჩეულად ტრადიციული ერია მთელ მსოფ­ლიოში. საუკუნეების განმავლობაში­ აყალიბებდნენ­ ტრადიციებს, რომელ­თაც დღემდე ერთგულად იცავენ. იაპონური ყოფის ნაწილია ორთაბრძ­ოლა სუმო. წლებია, იაპონიაში ცხოვრობს და ასპარეზობს სამი ქართველი სუმოისტი: ლევან ცაგურია, ლევან გორგაძე და თემურ ჯუღელი, იგივე კოკაი, ტოჩინოშინი და გაგამარუ. ჩვენს რესპონდენტს თემურ­ ჯუღელს­ იაპონიაში დავუკავშირდით.­

- მამას სურდა, ჩემთვის თემური დაერქმია, დედა კი ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ, საბუთებით თემური­ ვარ, ოჯახში კი ყველა გაგას მეძახდა. იაპონელებსაც უფრო გაუადვილდათ, ჩემთვის ამ სახელით მოემართათ და ასე გავხდი გაგამარუ.

იმხანად საქართველოში სუმო ნაკლებად­ ცნობილი სპორტის სახეობა იყო. 2005 წელს იაპონიაში სუმოს მოყვარულთა მსოფ­ლიო ჩემპიონატი ჩატარდა ჭაბუკებს შორის და რამდენიმე მონაწილე გაგვგზავნეს. მაშინ 18 წლის გახლდით. სადაც მე დავბინავდი­, იმ უნივერსიტეტის კლუბის პრეზიდენტმა დაურეკა ჩემი ახლანდელი კლუბის პრეზიდენტს, კარგი ბიჭია ჩამოსული საქარ­თველოდანო... მან მნახა, შემიმოწმა სიმაღლე,­ წონა და თქვა: თუ ჩვენს პირობებს გაუძლებს, დავიტოვებო.

სუმო მხოლოდ სპორტის სახეობა არ არის, ის იაპონური კულტურის ნაწილია. სუმოს კანონები და წესები არცთუ ადვილი შესასრულებელია. ჩვენ ბევრი რამ გვეკრძალება, მაგალითად, არ შეიძლება გვყავდეს მანქანა. არ უნდა ვიაროთ კიკინის ან კიმონოს გარეშე.

- კვების რეჟიმიც გამორჩეული გაქვთ?

- დილის 6 საათზე ვდგებით, ნახევარ საათში ვარჯიში გვეწყება. სულ ორჯერადი კვება გვაქვს: დღის 12 საათსა და საღამოს 6 საათზე. ჩვენი საკვები კლუბში მზადდება.­ თავდაპირველად მეც ვამზადებდი, მაგრამ რაც უფრო მაღალ რანგში გადადიხარ, სამზარეულოსა და სხვა საქმეს შორდები. განსაკუთრებული მენიუ არ გვაქვს. ვცხოვრობთ რეჟიმით - დილის ვარჯიშის შემდეგ კვება, შუადღის ძილი, შემდეგ ისევ კვება და ისევ ძილი. საქართველოში ხშირად მეკითხებიან, პროტეინებს ან სხვა წონაში მოსამატებელ საშუალებას თუ გაძლევენო, არა, მსგავსს არაფერს ვიღებთ.

- წონის რაიმე სტანდარტი თუ არის?

- არა, მთავარია, რა წონაში გრძნობ თავს კარგად. რამდენჯერმე ვცადე დაკლება, მაგრამ ამის შემდეგ ჭიდაობა გამიჭირდა. სუმოში წონის ან ასაკის მიხედვით არ ხდება შებრძოლება, ერთმანეთს მხოლოდ ერთნაირი რანგის სუმოისტები ებრძოლებიან. სულ 6 საფეხურია. პირველი 4 დაბალ­ საფეხურად ითვლება, მე-5 საშუალოა, მე-6 კი უმაღლესი, საიმპერატორო... იაპონიაში რომ ჩამოვედი, ყველაზე მეტად განსაკუთრებულმა წესრიგმა გამაოცა. მერე იაპონურმა საკვებმა - უმმა საჭმელებმა. დღეს მიყვარს იაპონური სამზარეულო, მაშინ კი მხოლოდ კარტოფილს ვჭამდი, შემწვარს, მოხარშულს, პიურეს... ელიტაში გადასულ სუმოისტს (მე-5, მე-6 რანგი) ენიშნება ცკიპიტო, ანუ დამხმარე. მე სამი დამხმარე მყავს, რომლებიც მეხმარებიან ოთახის დასუფთავებაში, რეცხვასა და დალაგებაში. პირველი უცხოელი სუმოისტი ბრაზი­ლიელი იყო... დღეს იაპონიაში სულ 45 სუმ­ოს კლუბია. ადრე თითო კლუბში­ 2-3 უცხოელი ჰყავდათ, ახლა კი მათი რაოდ­ენობა­ შეზღუდეს - თითო კლუბში­ მხოლოდ ერთ უცხოელს თუ შეხვდებით. სუმო ოდითგან იმპერატორების გასართობ სანახაობად მიიჩნეოდა. დღესაც ფინალურ შეჯიბრებებს არასდროს გამოტოვებს იაპონიის იმპერატორი.

- როგორ უნდა გამოიყურებოდეს სუმოისტი?

- ჩვენს ვარცხნილობას ჩომაგე ჰქვია.­ კლუბში ჩვენი

დალაქი გვყავს. ვატარებთ კიმონოს სრული აღჭურვილობით. სხვანაირად შემოსილი რომ გნახონ, ეს სუმოდან წასვლას ნიშნავს. ამასთან, არის ადგილები, სადაც ჩვენი გამოჩენა იკრძალება.

- სუმოისტები ქორწინდებიან?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია