საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრეს, შენს ქმარზე აფხაზები კბილებს ილესავენო" - რას ჰყვება დრანდის ციხეში გამომწყვდეული პატიმრის მეუღლე
"მითხრეს, შენს ქმარზე აფხაზები კბილებს ილესავენო" - რას ჰყვება დრანდის ციხეში გამომწყვდეული პატიმრის მეუღლე

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 10 მარტს ენ­გუ­რის ხიდ­ზე ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 4 პირ­ზე აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის ცი­ხე­ებ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს 13 მო­ქა­ლა­ქე გა­იც­ვა­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, დრან­დის ცი­ხე­ში დარ­ჩა გი­ორ­გი ლუ­კა­ვა, რო­მე­ლიც გა­საც­ვლელ პა­ტი­მარ­თა შო­რის უნდა ყო­ფი­ლი­ყო. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის მტკი­ცე­ბით, ლუ­კა­ვა მან­ქა­ნამ­დე მი­იყ­ვა­ნეს და მერე ისევ უკან მი­აბ­რუ­ნეს. შე­რი­გე­ბის სა­კი­თხებ­ში მი­ნის­ტრი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს ლუ­კა­ვას ცი­ხი­დან და­სახ­სნე­ლად, მო­ლა­პა­რა­კე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ პა­ტიმ­რის ოჯა­ხის მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა ივ­სე­ბა, ოჯა­ხი პრე­ტენ­ზი­ას უცხა­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პა­ტიმ­რის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

ლალი ბა­სა­რია, გი­ორ­გი ლუ­კა­ვას მე­უღ­ლე: - პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილს შევ­ხვდი, მაგ­რამ მის­გან კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი ვერ მივი­ღე.­ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე მე­უბ­ნე­ბა, ეს საქ­მე­ თუ არ მი­ვიყ­ვა­ნე ბო­ლომ­დე, სა­სა­მარ­თლო­ში­ მი­ჩივ­ლეთ ან თავი მომ­ჭე­რი­თო, მაგ­რამ არ მე­უბ­ნე­ბა, რა ვა­და­ში შეძ­ლებს გი­ორ­გის­ და­ხსნას.

ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა შე­მო­მით­ვა­ლა, თუ აქ­ცი­ებს გა­მარ­თავ, თავს და­ვა­ნე­ბებ მის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა­სო. თუ გავ­ჩუმ­დე­ბი, და­მეხ­მა­რე­ბა? ლო­დი­ნი­სა და გა­ჩუ­მე­ბის დრო არა მაქვს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ და­იც­ვა რუზ­გენ გო­გო­ხია, რო­მე­ლიც მე­ო­რედ ჩა­ვარ­და ტყვედ. იგი ერთხელ, 1996 წელს, ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს, მე­ო­რედ 2006 წელს და იქვე ჩა­ცხრი­ლეს. მე­ში­ნია ჩემს მე­უღ­ლე­საც იგი­ვე არ და­მარ­თონ. რვა შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე, სამი გარ­და­მეც­ვა­ლა:­ ორი ახალ­შო­ბი­ლი გუ­ლის მან­კით და­ი­ღუ­პა,­ სამი წლის ხდე­ბო­და, როცა აფხა­ზე­ბი­ შინ შე­მოგ­ვიც­ვივ­დნენ. ჩემი მე­უღ­ლის აყ­ვა­ნა­ სურ­დათ, ჩემს შე­სა­ში­ნებ­ლად ავ­ტო­მა­ტი მო­იქ­ნი­ეს, აკ­ვან­ში მწო­ლი­ა­რე ბავ­შვს კონ­და­ხი თავ­ში მოხ­ვდა და...

ომის დროს სო­ხუმ­ში ვცხოვ­რობ­დით, ჩემი მე­უღ­ლე სო­ხუ­მის სამ­ხედ­რო კო­მენ­დატ­ურა­ში ჩა­ი­რი­ცხა, სო­ხუ­მის და­ცე­მამ­დე იქ ვი­ყა­ვით, ბოლო გემს გა­მოვ­ყე­ვით ბა­თუმ­ში.­

გი­ორ­გი ფეხ­ში იყო დაჭ­რი­ლი, მაგ­რამ გამ­ოგ­ვა­ცი­ლა. პორ­ტში პო­ლი­ცი­ამ და­აკა­ვა,­ რად­გან ია­რა­ღი ჰქონ­დათ მას და მის მეგო­ბა­რ ომარ ქო­ბა­ლი­ას. ხმა­უ­რი­ ატყდა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც მიც­ვივ­დნენ.­ გი­ორ­გიმ უთხრა, შვი­ლე­ბი გად­მო­ვიყ­ვა­ნე და უკან უნდა დავ­ბრუნ­დე სა­ომ­რა­დო. დარ­ეკეს სო­ხუმ­ში, გა­არ­კვი­ეს, რომ ასე იყო და გამ­ოუშ­ვეს. ამ დროს გალ­ში სიმ­შვი­დე იყო და მე­უღ­ლემ ზემო ბარ­ღებ­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა... მალე ვი­თა­რე­ბა­ გალ­შიც აი­რია და იქი­და­ნაც­ გა­ვი­ქე­ცით. დევ­ნი­ლე­ბის რიგი იდგა ენ­გუ­რის ხიდ­თან, ქარ­თვე­ლე­ბი არ ატა­რებ­დნენ ხალ­ხს. ჩემი მე­უღ­ლე ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი გა­და­უდ­გა­ წინ და ჩა­კე­ტი­ლი გზა გა­ახ­სნე­ვი­ნა, თო­რემ იქაც ჩა­ხო­ცავ­დნენ ხალ­ხს...

მერე ზუგ­დიდ­ში სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია გა­იხ­სნა, იქ მსა­ხუ­რობ­და. დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ხურ­ჩის დაბ­რუ­ნე­ბა­ში. 1994 წელს გი­ორ­გიმ 14 აფხა­ზი გად­მო­იყ­ვა­ნა და მაშ­ინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­ა­ბა­რა - ტყვე ქარ­თვე­ლებ­ში უნდა გაც­ვლი­ლიყ­ვნენ...

1996 წელს სე­პა­რა­ტის­ტებ­მა ჩემი მე­უღ­ლე, რო­გორც­ პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის წევ­რი, და­ა­კა­ვეს და

გა­ლის მე­ო­რე ომის და­წყე­ბამ­დე,­ 1998 წლამ­დე, ცი­ხე­ში იჯდა. მა­შინ ჩას­ვეს გა­საც­ვლელ ტყვე­თა სი­ა­ში, გაც­ვლას ავ­თანდ­ილ იო­სე­ლი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. პირ­ველ რიგ­ში, გი­ორ­გი ლუ­კა­ვა უნდა გად­მო­ეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ ჩემი ქმრის ნაც­ვლად ვინ­მე ვაჟა ლუ­კა­ვა გად­მო­იყ­ვა­ნეს. ამის შემ­დეგ გაც­ვლის პრო­ცე­სი შე­ჩერ­და.

1998 წელს, როცა გალ­ში­ ვი­თა­რე­ბა ისევ და­ი­ძა­ბა, გავ­რცელ­და ინფო­რმა­ცია, თით­ქოს­ გი­ორ­გი მკვდა­რი იყო. და­ვუ­კავ­შირ­დით აფხა­ზებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ მხა­რეს­თან­ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი.­ მა­შინ­ გვი­თხრეს, გი­ორ­გი ლუ­კა­ვა მძი­მე მდგო­მა­რე­ობა­შია და თუ შე­უძ­ლია მის მე­უღ­ლეს, გად­მო­ვი­დეს, დავ­ხვდე­ბით და და­ვეხ­მა­რე­ბით მას­თან შეხ­ვედ­რა­შიო...

იმ დროს ერთ აფხაზს ეძებ­და ოჯა­ხი, თუ მათ შვილ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ვი­ძი­ებ­დი,­ დამ­პირ­დნენ, რომ ჩა­მიყ­ვან­დნენ სო­ხუმ­ში მე­უღ­ლის­ სა­ნა­ხა­ვად. გა­ვარ­კვიე, ეს აფხა­ზი ბიჭი რუს­თა­ვის მე­ო­რე და­წე­სე­ბულ­ება­ში იხ­დი­და სას­ჯელს... მა­შინ გან­სახ­ლე­ბის მინი­სტრი ნინო თო­დუა იყო, მისი სიძე, თე­მურ­ ში­კირ­ბა კი დრან­დის ცი­ხის უფ­რო­სი­ გახ­ლდათ. ნინო თო­დუ­ას მო­ვუ­ყე­ვი ჩემი გა­სა­ჭი­რი. მან გა­მა­ტა­ნა წე­რი­ლი ში­კირ­ბას­თან, მო­უს­მი­ნე გუ­ლის­ყუ­რით და და­ეხ­მა­რეო.

შევ­ხვდი ში­კირ­ბას (მა­საც თურ­მე­ შვი­ლი ჰყო­ლია გარ­დაც­ვლი­ლი), გულ­თან მი­ი­ტა­ნა ჩემი ტკი­ვი­ლი და შემა­ხ­ვე­დრა მე­უღ­ლეს. მი­თხრა, თუ მო­ა­ხერ­ხებ ფუ­ლის მოგ­რო­ვე­ბას, იქ­ნებ გი­ორ­გი გა­მო­ვაშ­ვე­ბი­ნოო.

- რა თან­ხას გთხოვ­დნენ?

- მი­ლი­ონ რუ­სულ რუბლს. დავ­ბრუნ­დი­ სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდი წვა­ლე­ბით მო­ვაგრ­ოვე ეს თან­ხა, მე და ჩემი უფ­რო­სი ბიჭი (მა­შინ­ 12 წლის იყო) წა­ვე­დით დრან­და­ში და ფული ში­კირ­ბას მი­ვუ­ტა­ნეთ. 3 დღე ვე­ლო­დით მის პა­სუხს. მო­ვი­და და უარი გვი­თხრა, გა­ე­როს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჰყავს გი­ორ­გი ლუ­კა­ვა, აქე­დან რომ გაქ­რეს, დიდი ამ­ბა­ვი ატყდე­ბა, მე ჩა­მაგ­დე­ბენ ცი­ხე­შიო.

იხი­ლეთ ვი­დეო

"მითხრეს, შენს ქმარზე აფხაზები კბილებს ილესავენო" - რას ჰყვება დრანდის ციხეში გამომწყვდეული პატიმრის მეუღლე

"მითხრეს, შენს ქმარზე აფხაზები კბილებს ილესავენო" - რას ჰყვება დრანდის ციხეში გამომწყვდეული პატიმრის მეუღლე

როგორც ცნობილია, 10 მარტს ენგურის ხიდზე ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ 4 პირზე აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე გაიცვალა. სამწუხაროდ, დრანდის ციხეში დარჩა გიორგი ლუკავა, რომელიც გასაცვლელ პატიმართა შორის უნდა ყოფილიყო. გათავისუფლებული პატიმრების მტკიცებით, ლუკავა მანქანამდე მიიყვანეს და მერე ისევ უკან მიაბრუნეს. შერიგების საკითხებში მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთებს ლუკავას ციხიდან დასახსნელად, მოლაპარაკება გაგრძელდება, მაგრამ პატიმრის ოჯახის მოთმინების ფიალა ივსება, ოჯახი პრეტენზიას უცხადებს ხელისუფლებას და პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაში დახმარებას ითხოვს.

ლალი ბასარია, გიორგი ლუკავას მეუღლე: - პაატა ზაქარეიშვილს შევხვდი, მაგრამ მისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივი­ღე.­ სახელმწიფო მოხელე მეუბნება, ეს საქმე­ თუ არ მივიყვანე ბოლომდე, სასამართლოში­ მიჩივლეთ ან თავი მომჭერითო, მაგრამ არ მეუბნება, რა ვადაში შეძლებს გიორგის­ და­ხსნას.

ზაქარეიშვილმა შემომითვალა, თუ აქციებს გამართავ, თავს დავანებებ მის გასათავისუფლებლად მუშაობასო. თუ გავჩუმდები, დამეხმარება? ლოდინისა და გაჩუმების დრო არა მაქვს. ხელისუფლებამ ვერ დაიცვა რუზგენ გოგოხია, რომელიც მეორედ ჩავარდა ტყვედ. იგი ერთხელ, 1996 წელს, ჩემს მეუღლესთან ერთად დააკავეს, მეორედ 2006 წელს და იქვე ჩაცხრილეს. მეშინია ჩემს მეუღლესაც იგივე არ დამართონ. რვა შვილი გავაჩინე, სამი გარდამეცვალა:­ ორი ახალშობილი გულის მანკით დაიღუპა,­ სამი წლის ხდებოდა, როცა აფხაზები­ შინ შემოგვიცვივდნენ. ჩემი მეუღლის აყვანა­ სურდათ, ჩემს შესაშინებლად ავტომატი მოიქნიეს, აკვანში მწოლიარე ბავშვს კონდახი თავში მოხვდა და...

ომის დროს სოხუმში ვცხოვრობდით, ჩემი მეუღლე სოხუმის სამხედრო კომენდატ­ურაში ჩაირიცხა, სოხუმის დაცემამდე იქ ვიყავით, ბოლო გემს გამოვყევით ბათუმში.­

გიორგი ფეხში იყო დაჭრილი, მაგ­რამ გამ­ოგვაცილა. პორტში პოლიციამ და­აკავა,­ რადგან იარაღი ჰქონდათ მას და მის მეგო­ბა­რ ომარ ქობალიას. ხმაური­ ატყდა, ჟურნალისტებიც მიცვივდნენ.­ გიორგიმ უთხრა, შვილები გადმოვიყვანე და უკან უნდა დავბრუნდე საომრადო. დარ­ეკეს სოხუმში, გაარკვიეს, რომ ასე იყო და გამ­ოუშვეს. ამ დროს გალში სიმშვიდე იყო და მეუღლემ ზემო ბარღებში წაგვიყვანა... მალე ვითარება­ გალშიც აირია და იქიდანაც­ გავიქეცით. დევნილების რიგი იდგა ენგურის ხიდთან, ქართველები არ ატარებდნენ ხალხს. ჩემი მეუღლე ცხენზე ამხედრებული გადაუდგა­ წინ და ჩაკეტილი გზა გაახსნევინა, თორემ იქაც ჩახოცავდნენ ხალხს...

მერე ზუგდიდში სამხედრო პოლიცია გაიხსნა, იქ მსახურობდა. დიდი წვლილი შეიტანა ხურჩის დაბრუნებაში. 1994 წელს გიორგიმ 14 აფხაზი გადმოიყვანა და მაშ­ინდელ ხელისუფლებას ჩააბარა - ტყვე ქართველებში უნდა გაცვლილიყვნენ...

1996 წელს სეპარატისტებმა ჩემი მეუღლე, როგორც­ პარტიზანული მოძრაობის წევრი, დააკავეს და

გალის მეორე ომის დაწყებამდე,­ 1998 წლამდე, ციხეში იჯდა. მაშინ ჩასვეს გასაცვლელ ტყვეთა სიაში, გაცვლას ავთანდ­ილ იოსელიანი ხელმძღვანელობდა. პირველ რიგში, გიორგი ლუკავა უნდა გადმოეყვანათ, მაგრამ ჩემი ქმრის ნაცვლად ვინმე ვაჟა ლუკავა გადმოიყვანეს. ამის შემდეგ გაცვლის პროცესი შეჩერდა.

1998 წელს, როცა გალში­ ვითარება ისევ დაიძაბა, გავრცელდა ინფო­რმაცია, თითქოს­ გიორგი მკვდარი იყო. დავუკავშირდით აფხაზებს, რომლებიც ქართულ მხარესთან­ მოლაპარაკებაში იყვნენ ჩართული.­ მაშინ­ გვითხრეს, გიორგი ლუკავა მძიმე მდგომარე­ობაშია და თუ შეუძლია მის მეუღლეს, გადმოვიდეს, დავხვდებით და დავეხმარებით მასთან შეხვედრაშიო...

იმ დროს ერთ აფხაზს ეძებდა ოჯახი, თუ მათ შვილზე ინფორმაციას მოვიძიებდი,­ დამპირდნენ, რომ ჩამიყვანდნენ სოხუმში მეუღლის­ სანახავად. გავარკვიე, ეს აფხაზი ბიჭი რუსთავის მეორე დაწესებულ­ებაში იხდიდა სასჯელს... მაშინ განსახლების მინი­სტრი ნინო თოდუა იყო, მისი სიძე, თემურ­ შიკირბა კი დრანდის ციხის უფროსი­ გახლდათ. ნინო თოდუას მოვუყევი ჩემი გასაჭირი. მან გამატანა წერილი შიკირბასთან, მოუსმინე გულისყურით და დაეხმარეო.

შევხვდი შიკირბას (მასაც თურმე­ შვილი ჰყოლია გარდაცვლილი), გულთან მიიტანა ჩემი ტკივილი და შემა­ხ­ვე­დრა მეუღლეს. მითხრა, თუ მოახერხებ ფულის მოგროვებას, იქნებ გიორგი გამოვაშვებინოო.

- რა თანხას გთხოვდნენ?

- მილიონ რუსულ რუბლს. დავბრუნდი­ საქართველოში, დიდი წვალებით მოვაგრ­ოვე ეს თანხა, მე და ჩემი უფროსი ბიჭი (მაშინ­ 12 წლის იყო) წავედით დრანდაში და ფული შიკირბას მივუტანეთ. 3 დღე ველოდით მის პასუხს. მოვიდა და უარი გვითხრა, გაეროს დაფიქსირებული ჰყავს გიორგი ლუკავა, აქედან რომ გაქრეს, დიდი ამბავი ატყდება, მე ჩამაგდებენ ციხეშიო.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია