ჩინური ორგანიზაცია "ჰურუნის" 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 2 188 მილიარდერი ცხოვრობს. ზოგიერთ კომპანიაში კი მდიდარი ადამიანების დიდი ნაწილია დასაქმებული. ასეთი კომპანიები ძირითადად ოჯახებისგან იმართება, რომლებიც რამდენიმე მილიარდერისგან შედგება.
"ბიზნეს ინსაიდერი" გთავაზობთ მსოფლიოში არსებულ 11 კომპანიას, რომლებიც მილიარდერების დასაქმების კუთხით წამყვანი ორგანიზაციები არიან:
1. Hyatt - მაღალი დონის სასტუმროების მმართველი კომპანია, იგი 1957 წელს შეიქმნა.
დასაქმებულთა რაოდენობა: 45 000
მილიარდერების რაოდენობა: 10
2. Cargill - ეს აშშ-ში ყველაზე მსხვილი კერძო კომპანიაა, იგი 1865 წელს დაარსდა. კომპანია ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვითაა დაკავებული.
დასაქმებულთა რაოდენობა: 150 000
მილიარდერების რაოდენობა: 10
3.Roche - ეს არის შვეიცარიული კომპანია, რომელიც ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, ფარმაციის სფეროთია დაკავებული.
დასაქმებულთა რაოდენობა: 88 509
მილიარდერების რაოდენობა: 9
4. Dr. Oetker - გერმანული კომპანია, რომელიც საკვები პროდუქციის გაყიდვებს აწარმოებს. იგი 1891 წელს დაარსდა.
დასაქმებულთა რაოდენობა: 28 000
მილიარდერების რაოდენობა: 8
5.S.C. Johnson & Son - ეს არის ამერიკული კომპანია, რომელიც ქიმიური საშუალებების წარმოებითაა დაკავებული. იგი 1886 წელს შეიქმნა.
დასაქმებულთა რაოდენობა: 13 000
მილიარდერების რაოდენობა: 7
6.Walmart - ეს ამერიკული კომპანია საცალო გაყიდვებითაა დაკავებული, იგი 1962 წელს შეიქმნა. მას
მსოფლიოს მასშტაბით 11 000 მაღაზია აქვს.
დასაქმებულთა რაოდენობა: 2 200 000
მილიარდერების რაოდენობა: 7
7. SACI Falabella - ეს კომპანია ჩილეში 1889 წელს დაარსდა. იგი საცალო გაყიდვებითაა დაკავებული და ლათინური ამერიკის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას წარმოადგენს ამ მხრივ.
დასაქმებულთა რაოდენობა: 98 324
მილიარდერების რაოდენობა: 5