საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილები, სადაც მოჩვენებები ცხოვრობენ
ადგილები, სადაც მოჩვენებები ცხოვრობენ

მსოფ­ლი­ო­ში არის არა­ერ­თი ქა­ლა­ქი და სო­ფე­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ ცხოვ­რო­ბენ. ად­გი­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბა სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა პი­რო­ბებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ერთ დროს ხალ­ხმრა­ვა­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი დღეს მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ად­გი­ლე­ბად იქცა. გთა­ვა­ზობთ მი­ტო­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის მოკ­ლე ის­ტო­რი­ებს.

1. ქა­ი­ა­ქოი, თურ­ქე­თი - ეს ქა­ლა­ქი 1923 წელს მი­ა­ტო­ვეს. ახლა ის შემ­ზა­რავ ად­გი­ლა­დაა ქცე­უ­ლი. ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ბერ­ძნუ­ლია. აქ ერთ დროს სწო­რედ ბერ­ძნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, 1919-1921 წლებ­ში სა­ბერ­ძნეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის ომის დროს კი ქა­ლა­ქი ბერ­ძნე­ბის­გან და­ი­ცა­ლა. დღეს იგი ქა­ლაქ მუ­ზე­უმს წარ­მო­ად­გენს და მას მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბი სტუმ­რო­ბენ. თუმ­ცა, რო­გორც რამ­დე­ნი­მე წლის წინ მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, იგეგ­მე­ბა ამ ქა­ლა­ქის ხე­ლახ­ლა აშე­ნე­ბა.

2. კრა­კო, იტა­ლია

ეს ქა­ლა­ქი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის, 1963 წელს მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის, 1972 წელს წყალ­დი­დო­ბის, 1980 წელს კი მი­წისძვრის შე­დე­გად და­ი­ცა­ლა. დღეს სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას მდე­ბა­რე ეს პა­ტა­რა ქა­ლა­ქი და­უ­სახ­ლე­ბე­ლია. აქ ხში­რად იღე­ბენ ფილ­მებს.

3. კოლ­მანსკო­პი, ნა­მი­ბია

ეს ქა­ლა­ქი ლი­უ­დე­რი­ცის პორ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ამ ად­გი­ლას 1908 წელს ბრი­ლი­ან­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რის შემ­დე­გაც და­ი­წყო სახ­ლე­ბი­სა და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. თუმ­ცა, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ამ ქა­ლაქ­ში ბრი­ლი­ან­ტის მა­რა­გი ამო­ი­წუ­რა, რის გა­მოც მისი მი­ტო­ვე­ბა და­ი­წყეს. 1954 წელს კი ქა­ლა­ქი მთლი­ა­ნად და­ი­ცა­ლა. ახლა იგი ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის ერთ-ერთ მიმ­ზიდ­ველ ად­გილს წარ­მო­ად­გენს.

4. ორა­დურ სიურ-გლა­ნი, საფ­რან­გე­თი

1944 წლის 10 ივ­ნისს, ეს სო­ფე­ლი ფა­შის­ტე­ბის მიერ გა­ნად­გურ­და, იქ მცხოვ­რე­ბი 642 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი მოკ­ლეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქა­ლაქთან ახ­ლოს ახა­ლი სო­ფე­ლი აშენ­და, თა­ვად ყო­ფი­ლი სო­ფე­ლი კი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მუ­ზე­უ­მად და მე­მო­რი­ა­ლად იქცა.

5. ვი­ლია-ეპე­კუ­ე­ნი, არ­გენ­ტი­ნა

ეს ქა­ლა­ქი 1985 წელს და­იტ­ბო­რა, რის შემ­დე­გაც იგი მო­სახ­ლე­ო­ბამ და­ტო­ვა. მას შემ­დეგ ის და­უ­სახ­ლე­ბე­ლია.

6. ბელ­ჩი­ტე, ეს­პა­ნე­თი

ეს ქა­ლა­ქი ეს­პა­ნე­თის პრო­ვი­ცია სა­რა­გო­სა­ში მდე­ბა­რე­ობს იგი 1937 წელს გე­ნე­რალ ფრან­კოს ჯა­რე­ბი­სა და ეს­პა­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კურ არ­მი­ას შო­რის ბრძო­ლის ცხელ წერ­ტი­ლად იქცა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს და­ინ­გრა იგი და მო­სახ­ლე­ო­ბის­გა­ნაც და­ი­ცა­ლა. დღეს იგი ნან­გრე­ვე­ბა­დაა ქცე­უ­ლი და მას ერძთგვა­რი მე­მო­რი­ა­ლის სტა­ტუ­სი აქვს.

7. პრი­პი­ა­ტი, უკ­რა­ი­ნა

ეს ქა­ლა­ქი 1970 წელს აა­გეს, იგი ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რობს და მისი მო­სახ­ლე­ო­ბა ერთ დროს 50 000-ს შე­ად­გენ­და. თუმ­ცა, იგი 1986 წელს ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ი­ცა­ლა. სკო­ლის, სა­ა­ვად­მყო­ფოს, სა­ცუ­რაო აუ­ზის და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნო­ბე­ბი კი თა­ვი­სი ინ­ვენ­ტა­რით კვლავ ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია.

8. ჰოლ­სენ­დსი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი

ეს სო­ფე­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, დე­ვო­ნის საგ­რა­ფო­ში მდე­ბა­რე­ობს. იგი კლდე­ებ­სა და ზღვის ნა­პირს შო­რის არის მოქ­ცე­უ­ლი. 1900 წელს ამ სოფ­ლის ერთი ნა­წი­ლი ზღვამ წა­ი­ღო, 1917 წელს კი ძლი­ერ­მა ქარ­მა და ზღვის მოქ­ცე­ვამ ეს სო­ფე­ლი და­უ­სახ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და.

9. ჰამ­ბერ­სტო­უ­ნი, ჩილე ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ადგილები, სადაც მოჩვენებები ცხოვრობენ

ადგილები, სადაც მოჩვენებები ცხოვრობენ

მსოფლიოში არის არაერთი ქალაქი და სოფელი, სადაც ადამიანები აღარ ცხოვრობენ. ადგილების მიტოვება სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირობებმა განაპირობა. ერთ დროს ხალხმრავალი დასახლებები დღეს მოჩვენებების ადგილებად იქცა. გთავაზობთ მიტოვებული ადგილების მოკლე ისტორიებს.

1. ქაიაქოი, თურქეთი - ეს ქალაქი 1923 წელს მიატოვეს. ახლა ის შემზარავ ადგილადაა ქცეული. ქალაქში არსებული მიტოვებული შენობები ძირითადად ბერძნულია. აქ ერთ დროს სწორედ ბერძნები ცხოვრობდნენ, 1919-1921 წლებში საბერძნეთსა და თურქეთს შორის ომის დროს კი ქალაქი ბერძნებისგან დაიცალა. დღეს იგი ქალაქ მუზეუმს წარმოადგენს და მას მხოლოდ ტურისტები სტუმრობენ. თუმცა, როგორც რამდენიმე წლის წინ მთავრობამ განაცხადა, იგეგმება ამ ქალაქის ხელახლა აშენება.

2. კრაკო, იტალია

ეს ქალაქი სასოფლო-სამეურნეო პირობების გაუარესების, 1963 წელს მეწყერის ჩამოწოლის, 1972 წელს წყალდიდობის, 1980 წელს კი მიწისძვრის შედეგად დაიცალა. დღეს სამხრეთ იტალიაში შემაღლებულ ადგილას მდებარე ეს პატარა ქალაქი დაუსახლებელია. აქ ხშირად იღებენ ფილმებს.

3. კოლმანსკოპი, ნამიბია

ეს ქალაქი ლიუდერიცის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ ადგილას 1908 წელს ბრილიანტი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც დაიწყო სახლებისა და სხვა დაწესებულებების მშენებლობა. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამ ქალაქში ბრილიანტის მარაგი ამოიწურა, რის გამოც მისი მიტოვება დაიწყეს. 1954 წელს კი ქალაქი მთლიანად დაიცალა. ახლა იგი ტურისტებისათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.

4. ორადურ სიურ-გლანი, საფრანგეთი

1944 წლის 10 ივნისს, ეს სოფელი ფაშისტების მიერ განადგურდა, იქ მცხოვრები 642 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები მოკლეს. მოგვიანებით, ქალაქთან ახლოს ახალი სოფელი აშენდა, თავად ყოფილი სოფელი კი მთავრობის გადაწყვეტილებით, მუზეუმად და მემორიალად იქცა.

5. ვილია-ეპეკუენი, არგენტინა

ეს ქალაქი 1985 წელს დაიტბორა, რის შემდეგაც იგი მოსახლეობამ დატოვა. მას შემდეგ ის დაუსახლებელია.

6. ბელჩიტე, ესპანეთი

ეს ქალაქი ესპანეთის პროვიცია სარაგოსაში მდებარეობს იგი 1937 წელს გენერალ ფრანკოს ჯარებისა და ესპანეთის რესპუბლიკურ არმიას შორის ბრძოლის ცხელ წერტილად იქცა. სწორედ აღნიშნული დაპირისპირების დროს დაინგრა იგი და მოსახლეობისგანაც დაიცალა. დღეს იგი ნანგრევებადაა ქცეული და მას ერძთგვარი მემორიალის სტატუსი აქვს.

7. პრიპიატი, უკრაინა

ეს ქალაქი 1970 წელს ააგეს, იგი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარობს და მისი მოსახლეობა ერთ დროს 50 000-ს შეადგენდა. თუმცა, იგი 1986 წელს ბირთვული კატასტროფის შედეგად დაიცალა. სკოლის, საავადმყოფოს, საცურაო აუზის და სხვა დაწესებულებების შენობები კი თავისი ინვენტარით კვლავ ხელუხლებელია.

8. ჰოლსენდსი, დიდი ბრიტანეთი

ეს სოფელი დიდ ბრიტანეთში, დევონის საგრაფოში მდებარეობს. იგი კლდეებსა და ზღვის ნაპირს შორის არის მოქცეული. 1900 წელს ამ სოფლის ერთი ნაწილი ზღვამ წაიღო, 1917 წელს კი ძლიერმა ქარმა და ზღვის მოქცევამ ეს სოფელი დაუსახლებელი გახადა.

9. ჰამბერსტოუნი, ჩილე ... განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს