სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხეების ტრანსპორტირების მსოფლიო მაგალითები - ქართული "ტიტა" პირველი არ არის
ხეების ტრანსპორტირების მსოფლიო მაგალითები - ქართული "ტიტა" პირველი არ არის

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ტი­ტას ჯი­შის ას­წლო­ვა­ნი ხის შეს­ყიდ­ვამ და ცი­ხის­ძი­რი­დან ურეკ­ში გა­და­სარ­გა­ვად ტრან­სპორ­ტი­რე­ბამ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და არ­სე­ბობს თუ არა ხე­ე­ბის ზღვით გა­და­ტა­ნის პრაქ­ტი­კა მსოფ­ლი­ო­ში. სტა­ტი­ა­ში წარ­მო­გიდ­გენთ მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხე­ე­ბის ფეს­ვი­ა­ნად ამო­ღე­ბის და სხვა ად­გილ­ზე გა­დარ­გვის რამ­დე­ნი­მე ფაქტს.

პირ­ვე­ლი ორი ფაქ­ტი, რო­მელ­საც "გუ­გლ­ში" სა­ძი­ე­ბო სი­ტყვა "დიდი ხე­ე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა" გვიჩ­ვე­ნებს, გახ­ლავთ შემ­დე­გი: lifeofanarchitect.com-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია ას­წლი­ა­ნი მუ­ხის ფეს­ვი­ა­ნად გა­და­ტა­ნას ეძღვნე­ბა, რო­მე­ლიც და­ლას­ში, 2012 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და. ვი­ნა­ი­დან ხე იდგა ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც შე­ნო­ბის და პარ­კინ­გის სივ­რცის მო­წყო­ბა იგეგ­მე­ბო­და, მისი მოჭ­რის ნაც­ვლად მცე­ნა­რის სხვა ად­გი­ლას გა­და­ტა­ნა გა­და­წყდა. სტა­ტი­ა­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა მო­თხრო­ბი­ლი, ტექ­ნი­კუ­რად რო­გორ მო­ხერ­ხდა ეს. 75 000 კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ხისა და ფეს­ვე­ბი­ა­ნი მი­წის გა­და­ტა­ნას მომ­ზა­დე­ბა, და­გეგ­მა­რე­ბა, თით­ქმის 6-კვი­რი­ა­ნი მოთ­მი­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბი დას­ჭირ­და. მუ­ხის მი­წი­დან ამო­ღე­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და გა­დარ­გვა და­ახ­ლო­ე­ბით 57 000 დო­ლა­რი დაჯ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე შემ­თხვე­ვას, რა დრო­საც ხის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა წყლით მოხ­და, საიტ lisahammerrca.com-ზე ვკი­თხუ­ლობთ. მა­ი­ა­მი­ში, სა­მან­ქა­ნო გზას­თან, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა ბი­ლიკ­თან ახ­ლოს მდგა­რი ორი უძ­ვე­ლე­სი ხე წა­იქ­ცა. გა­და­წყდა, მსგავ­სი სა­შიშ­რო­ე­ბის შემ­ცვე­ლი ხე­ე­ბი ამო­ე­ღოთ და ახა­ლი, ჯან­მრთე­ლი ხე­ე­ბი და­ერ­გათ.

შე­დე­გად ათზე მეტი ზრდას­რუ­ლი მუხა და ფი­კუ­სი ამო­ი­ღეს მი­წი­დან და მდი­ნა­რე­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ბარ­ჟით გა­და­ი­ტა­ნეს მა­ი­ა­მის მუ­ზე­უმ-პარკში. თითო ხე 45 000 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და. "ხე­ე­ბის შე­ნახ­ვა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა მე­თო­დით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ეს გახ­ლდათ ინო­ვა­ცი­უ­რი გზა ამ დი­დე­ბუ­ლი ხე­ე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. მათ­გან ზო­გი­ერ­თი ას წელ­ზე მეტი ხნი­საა და კი­დევ ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლე ექ­ნე­ბათ," - გა­ნა­ცხა­და ხე­ე­ბის გა­დარ­გვის იდე­ის ავ­ტორ­მა ქა­ლა­ქის კო­მი­სარ­მა მარკ სარ­ნოფ­მა.

ხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ხეების ტრანსპორტირების მსოფლიო მაგალითები - ქართული "ტიტა" პირველი არ არის

ხეების ტრანსპორტირების მსოფლიო მაგალითები - ქართული "ტიტა" პირველი არ არის

ბიძინა ივანიშვილის მიერ ტიტას ჯიშის ასწლოვანი ხის შესყიდვამ და ციხისძირიდან ურეკში გადასარგავად ტრანსპორტირებამ, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. AMBEBI.GE დაინტერესდა არსებობს თუ არა ხეების ზღვით გადატანის პრაქტიკა მსოფლიოში. სტატიაში წარმოგიდგენთ მრავალწლიანი ხეების ფესვიანად ამოღების და სხვა ადგილზე გადარგვის რამდენიმე ფაქტს.

პირველი ორი ფაქტი, რომელსაც "გუგლში" საძიებო სიტყვა "დიდი ხეების ტრანსპორტირება" გვიჩვენებს, გახლავთ შემდეგი: lifeofanarchitect.com-ზე გამოქვეყნებული სტატია ასწლიანი მუხის ფესვიანად გადატანას ეძღვნება, რომელიც დალასში, 2012 წელს განხორციელდა. ვინაიდან ხე იდგა ისეთ ადგილას, სადაც შენობის და პარკინგის სივრცის მოწყობა იგეგმებოდა, მისი მოჭრის ნაცვლად მცენარის სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა. სტატიაში დეტალურადაა მოთხრობილი, ტექნიკურად როგორ მოხერხდა ეს. 75 000 კილოგრამიანი ხისა და ფესვებიანი მიწის გადატანას მომზადება, დაგეგმარება, თითქმის 6-კვირიანი მოთმინება და შესაბამისი უნარები დასჭირდა. მუხის მიწიდან ამოღება, ტრანსპორტირება და გადარგვა დაახლოებით 57 000 დოლარი დაჯდა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, რა დროსაც ხის ტრანსპორტირება წყლით მოხდა, საიტ lisahammerrca.com-ზე ვკითხულობთ. მაიამიში, სამანქანო გზასთან, ფეხით მოსიარულეთა ბილიკთან ახლოს მდგარი ორი უძველესი ხე წაიქცა. გადაწყდა, მსგავსი საშიშროების შემცველი ხეები ამოეღოთ და ახალი, ჯანმრთელი ხეები დაერგათ.

შედეგად ათზე მეტი ზრდასრული მუხა და ფიკუსი ამოიღეს მიწიდან და მდინარეზე სპეციალური ბარჟით გადაიტანეს მაიამის მუზეუმ-პარკში. თითო ხე 45 000 კილოგრამს იწონიდა. "ხეების შენახვა და შენარჩუნება სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი, ეს გახლდათ ინოვაციური გზა ამ დიდებული ხეების გადასარჩენად. მათგან ზოგიერთი ას წელზე მეტი ხნისაა და კიდევ ხანგრძლივი სიცოცხლე ექნებათ," - განაცხადა ხეების გადარგვის იდეის ავტორმა ქალაქის კომისარმა მარკ სარნოფმა.

ხილეთ ვიდეო

დაშორდა თუ არა ცოლს ლევან ჯიბღაშვილი, ბიზნესმენის დედის კომენტარი -  "ხელს არავის ვუშლით და დაგვანებონ თავი..."

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა