მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალაქები, რომლებიც თანდათან უარს ამბობენ ავტომობილებზე
ქალაქები, რომლებიც თანდათან უარს ამბობენ ავტომობილებზე

სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რი­ცხვი ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს და დე­და­ქა­ლაქ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა უკვე მი­ლი­ონს აჭარ­ბებს, მსოფ­ლი­ო­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა.

მსოფ­ლი­ოს სულ უფრო ბევ­რი წამ­ყვა­ნი და დიდი ქა­ლა­ქი ამ­ბობს უარს მან­ქა­ნა­ზე, რო­გორც კომ­ფორ­ტულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე და არ­ჩე­ვანს ვე­ლო­სი­პედ­ზე, მო­პედ­ზე, ანაც ელექტრო­მო­ბილ­ზე აკე­თებს.

კო­პე­ნ­ჰა­გე­ნი, და­ნია

ევ­რო­პის მას­შტა­ბით კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლია. 1960-იან წლებ­ში ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ფეხ­მავ­ლო ზო­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და ამ გზით სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა გა­და­წყვი­ტა. უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში ქა­ლაქ­ში სა­ვე­ლო­სი­პე­დო მა­გის­ტრა­ლი გა­იხ­სნე­ბა, რო­მე­ლიც გა­რე­უბ­ნებს ცენ­ტრთან და­ა­კავ­ში­რებს.

ჰამ­ბურ­გი, გერ­მა­ნია

ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი არ არის, თუმ­ცა მე­რია ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა ფე­ხით და ვე­ლო­სი­პე­დით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ექ­მნათ. უახ­ლო­ე­სი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლაქ­ში ახა­ლი ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი­სა და ტრო­ტუ­ა­რე­ბის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ნა­წი­ლი ჰამ­ბურ­გის 40%-ს მო­ი­ცავს.

მად­რი­დი, ეს­პა­ნე­თი

მად­რი­დის ბევ­რი ცენ­ტრა­ლუ­რი ქუჩა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის გა­და­კე­ტი­ლია, დამ­რღვე­ვე­ბის­თვის კი ჯა­რი­მა 100 ევ­როს აჭარ­ბებს. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ ამ ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის არის დაშ­ვე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, რაც უფრო მე­ტად აბინ­ძუ­რებს ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­რე­მოს, მით უფრო მეტ გა­და­სა­ხადს იხ­დის პარ­კინ­გის­თვის მისი მე­პატ­რო­ნე.

გაგ­რძე­ლე­ბა + ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ქალაქები, რომლებიც თანდათან უარს ამბობენ ავტომობილებზე

ქალაქები, რომლებიც თანდათან უარს ამბობენ ავტომობილებზე

საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ავტომობილების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს და დედაქალაქში მათი რაოდენობა უკვე მილიონს აჭარბებს, მსოფლიოში ავტომობილებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა.

მსოფლიოს სულ უფრო ბევრი წამყვანი და დიდი ქალაქი ამბობს უარს მანქანაზე, როგორც კომფორტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და არჩევანს ველოსიპედზე, მოპედზე, ანაც ელექტრომობილზე აკეთებს.

კოპენჰაგენი, დანია

ევროპის მასშტაბით კოპენჰაგენში ყველაზე ნაკლები ავტომობილია. 1960-იან წლებში ქვეყნის ხელისუფლებამ საფეხმავლო ზონების გაფართოება და ამ გზით საავტომობილო გზების შევიწროება გადაწყვიტა. უახლოეს ხანებში ქალაქში საველოსიპედო მაგისტრალი გაიხსნება, რომელიც გარეუბნებს ცენტრთან დააკავშირებს.

ჰამბურგი, გერმანია

ქალაქის ცენტრში ავტომობილებით გადაადგილება აკრძალული არ არის, თუმცა მერია ყველაფერს აკეთებს, რათა ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს დისკომფორტი არ შეექმნათ. უახლოესი 20 წლის განმავლობაში ქალაქში ახალი ველობილიკებისა და ტროტუარების აშენება იგეგმება, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ნაწილი ჰამბურგის 40%-ს მოიცავს.

მადრიდი, ესპანეთი

მადრიდის ბევრი ცენტრალური ქუჩა ავტომობილებისთვის გადაკეტილია, დამრღვევებისთვის კი ჯარიმა 100 ევროს აჭარბებს. გამონაკლისი მხოლოდ ამ ქუჩის მცხოვრებლებისთვის არის დაშვებული. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად აბინძურებს ავტომობილი გარემოს, მით უფრო მეტ გადასახადს იხდის პარკინგისთვის მისი მეპატრონე.

გაგრძელება + ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს