სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად უსაფრთხოა ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა და შეუძლია თუ არა ევროპას ტერორიზმისგან თავის დაცვა
რამდენად უსაფრთხოა ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა და შეუძლია თუ არა ევროპას ტერორიზმისგან თავის დაცვა

ბელ­გი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტე­ბის შემ­დეგ ევ­რო­პამ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­ამ­კაც­რა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არის თუ არა უსაფრ­თხო ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, შესწვეს თუ არა ევ­რო­კავ­შირს ძალა, და­იც­ვას თავი? ამ და სხვა კი­თხვებ­ზე კო­მენ­ტა­რი ექ­სპერტს სამ­ხედ­რო სა­კი­თხებ­ში, ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას ვთხო­ვეთ:

- ბელ­გი­ის ტე­რაქ­ტე­ბის შემ­დეგ, რა­ო­დენ სამ­წუ­ხა­როც არ უნდა იყოს, ევ­რო­პა ბევ­რად უფრო სა­ში­ში გახ­და, ვიდ­რე იყო. უსაფრ­თხო­ე­ბის დონე სა­შუ­ა­ლო­ზე დაბ­ლა და­ვი­და. საფრ­თხე იმი­სა, რომ კი­დევ მოხ­დე­ბა ტე­რაქ­ტე­ბი, მა­ღა­ლია.

- შეს­წევს ევ­რო­პას ძალა, რომ თავი და­იც­ვას?

- სამ­წუ­ხა­როდ, რთუ­ლია იმის თქმა, პრე­ვენ­ცი­ის რა ზო­მას უნდა მი­მარ­თოს ევ­რო­პამ. მე ვე­თან­ხმე­ბი ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას: ევ­რო­პამ თავი უნდა და­ა­ნე­ბოს ბელ­გი­უ­რი შო­კო­ლა­დის ჭა­მას და უნდა აკე­თოს საქ­მე. სამ­წუ­ხა­როდ, ევ­რო­პამ ახ­ლა­ღა და­ი­წყო პრე­ვენ­ცი­ა­ზე ფიქ­რი და რო­დის ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბე­ბენ იმ სის­ტე­მას, რო­მელ­საც შე­ეძ­ლე­ბა ჯე­რო­ვა­ნი პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. ამ­ჟა­მად ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვა­ზე ხდე­ბა იმ­პულ­სუ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა, შე­სა­ბა­მი­სად არაა გა­ა­ზა­რე­ბუ­ლი, თუ რო­გორ უნდა იმოქ­მე­დონ სის­ტე­მუ­რად. ამე­რი­კე­ლებს ეს სის­ტე­მა აქვთ და წარ­მა­ტე­ბი­თაც იყე­ნე­ბენ. ევ­რო­კავ­შირ­ში არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი ანი­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი, ევ­რო­კავ­შირს არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი ერ­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტიც კი, რომ­ლი­თაც და­რე­გუ­ლირ­დე­ბა კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ბრძო­ლა.

ევ­რო­კავ­ში­რის მიერ 2003 წელს მი­ღე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტებ­თან ბრძო­ლის სტრა­ტე­გია არაა ხის­ტი მე­თო­დი. ეს სტრა­ტე­გია ით­ვა­ლის­წი­ნებს ფი­ნან­სუ­რი წყა­რო­ე­ბის გა­და­კეტ­ვას, მიგ­რა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას და სხვა. მა­შინ, როცა დღეს, ისე, რო­გორც არას­დროს, სა­ჭი­როა ბრძო­ლის ხის­ტი მე­თო­დე­ბი, რათა ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი გა­ე­ცეს ტე­რო­რის­ტე­ბის ქმე­დე­ბას, თუმ­ცა უფრო მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თუ გა­მო­ვი­ყე­ნებთ სი­ტყვას - დი­ვერ­სან­ტე­ბი, რად­გან საქ­მე გვაქვს სამ­ხედ­რო და­გეგ­მა­რე­ბას­თან.

- თე­ო­რი­უ­ლად თუა შე­საძ­ლე­ბე­ლი ტრან­სპორ­ტში ყვე­ლა მგზავ­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბა?

- თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუ არ იქნა მი­ღე­ბუ­ლი რა­ი­მე ტი­პის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზომა, მა­გა­ლი­თად, მე­ტა­ლის დე­ტექ­ტო­რის და­ყე­ნე­ბა მეტ­როს შე­სას­ვლელ­ში და სხვა. სა­ერ­თოდ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­კონ­ტრო­ლე­ბა ურ­თუ­ლე­სი საქ­მეა. სხვა­თა შო­რის, ამე­რი­კა­ში ეს პრობ­ლე­მა ნაკ­ლე­ბად დგას, რად­გან აშშ-ში მგზავ­რთა მხო­ლოდ 10% სარ­გებ­ლობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით.

- ადრე ტე­რო­რის­ტებს ჰქონ­დათ მიზ­ნე­ბი და იმის მი­ხედ­ვით არ­ჩევ­დნენ ად­გი­ლებს, თუ სად მო­ე­წყოთ ტე­რაქ­ტი. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად ხდე­ბა, რას­თან გვაქვს საქ­მე?

- შე­იც­ვა­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი, ამო­ცა­ნე­ბი და მო­წო­დე­ბის მა­ნე­რა. ადრე ტე­რო­რის­ტებს ჰქონ­დათ ლო­კა­ლუ­რი, ხოლო დღეს მათ აქვთ გლო­ბა­ლუ­რი ტი­პის ამო­ცა­ნე­ბი. დღეს ტე­რო­რის­ტე­ბი არ ირძვი­ან რო­მე­ლი­მე ად­გი­ლის­თვის ავ­ტო­ნო­მი­ის ან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. ისი­ნი ირძვი­ან ბევ­რად უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი მიზ­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. სწო­რედ ამი­ტო­მაა მათი სეგ­მენ­ტა­ცია არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი. თუ ადრე ტე­რო­რის­ტე­ბის მი­ზა­ნი იმ ქვეყ­ნებ­ზე თავ­დას­ხმა იყო, რო­მე­ლიც მათ ეო­მე­ბო­და, დღეს მსგავ­სი ტი­პის სეგ­მენ­ტა­ცია აღა­რაა.

- ანუ ბრი­უ­სე­ლის და პა­რი­ზის ტე­რაქ­ტე­ბი სეგ­მენ­ტა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა იყო?

- რა თქმა უნდა, ასეა. პა­რი­ზის ნო­ემ­ბრის ტე­რაქტს წინ უძღო­და საფ­რან­გე­თის არ­მი­ის ეფექ­ტუ­რი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი, რა­მაც ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლი­ან დიდი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ბრი­უ­სელს, აქ თავ­დას­ხმა მოხ­და იმი­ტომ, რომ ამ ქა­ლაქ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ნა­ტოს და ევ­რო­კავ­ში­რის შტა­ბ­ბი­ნა და ეს ტე­რაქ­ტი სწო­რედ მათ­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. ეს ტე­რაქ­ტე­ბი იყო ხაზ­გას­მა იმი­სა, რომ ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს აქვს ძა­ლი­ან დიდი ამ­ბი­ცია, სხვა­თა შო­რის, არ გა­მოვ­რი­ცხავ მო­რი­გი საფრ­თხე რუ­სეთს ელო­დეს.

- სა­ქარ­თვე­ლოს თუ ემუქ­რე­ბა ტე­რაქ­ტე­ბი და რას აკე­თებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის?

- პი­რა­დად მე არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ კუ­თხით მუ­შა­ო­ბა­ზე. არ ხდე­ბა პროგ­რა­მე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია, ან გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­თან კონ­ფე­რენ­ცია, ამ სფე­როს ექ­სპერ­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­წე­ვა და სხვა. მაგ­რამ ეს თემა არის ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი, რაც ავის­მო­მას­წა­ვე­ბე­ლია. ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე არაა შე­მუ­შა­ვე­უ­ლი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი და კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ბრძო­ლის სტრა­ტე­გია. არაა გან­სა­ზღვრუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის დონე, ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რად მხო­ლოდ ერთი ორ­გა­ნო - სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე. საფრ­თხე სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი­სა დი­დია. ბრი­უ­სე­ლის ტე­რაქ­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ ტე­რო­რის­ტე­ბი გა­და­ვიდ­ნენ გლო­ბა­ლურ ჯი­ჰად­ზე.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ასე­ვე: უმ­სხვი­ლე­სი ტე­რაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რამდენად უსაფრთხოა ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა და შეუძლია თუ არა ევროპას ტერორიზმისგან თავის დაცვა

რამდენად უსაფრთხოა ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა და შეუძლია თუ არა ევროპას ტერორიზმისგან თავის დაცვა

ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ევროპამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. მიუხედავად ამისა, არის თუ არა უსაფრთხო ევროპაში მოგზაურობა, შესწვეს თუ არა ევროკავშირს ძალა, დაიცვას თავი? ამ და სხვა კითხვებზე კომენტარი ექსპერტს სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიას ვთხოვეთ:

- ბელგიის ტერაქტების შემდეგ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ევროპა ბევრად უფრო საშიში გახდა, ვიდრე იყო. უსაფრთხოების დონე საშუალოზე დაბლა დავიდა. საფრთხე იმისა, რომ კიდევ მოხდება ტერაქტები, მაღალია.

- შესწევს ევროპას ძალა, რომ თავი დაიცვას?

- სამწუხაროდ, რთულია იმის თქმა, პრევენციის რა ზომას უნდა მიმართოს ევროპამ. მე ვეთანხმები ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებას: ევროპამ თავი უნდა დაანებოს ბელგიური შოკოლადის ჭამას და უნდა აკეთოს საქმე. სამწუხაროდ, ევროპამ ახლაღა დაიწყო პრევენციაზე ფიქრი და როდის ჩამოაყალიბებენ იმ სისტემას, რომელსაც შეეძლება ჯეროვანი პასუხის გაცემა, რთული სათქმელია. ამჟამად ყველა გამოწვევაზე ხდება იმპულსური პასუხის გაცემა, შესაბამისად არაა გააზარებული, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სისტემურად. ამერიკელებს ეს სისტემა აქვთ და წარმატებითაც იყენებენ. ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი ანიტიტერორისტული ცენტრი, ევროკავშირს არ აქვს მიღებული ერთიანი დოკუმენტიც კი, რომლითაც დარეგულირდება კონტრტერორისტული ბრძოლა.

ევროკავშირის მიერ 2003 წელს მიღებული ტერორისტებთან ბრძოლის სტრატეგია არაა ხისტი მეთოდი. ეს სტრატეგია ითვალისწინებს ფინანსური წყაროების გადაკეტვას, მიგრაციული პოლიტიკის გატარებას და სხვა. მაშინ, როცა დღეს, ისე, როგორც არასდროს, საჭიროა ბრძოლის ხისტი მეთოდები, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს ტერორისტების ქმედებას, თუმცა უფრო მართებული იქნება თუ გამოვიყენებთ სიტყვას - დივერსანტები, რადგან საქმე გვაქვს სამხედრო დაგეგმარებასთან.

- თეორიულად თუა შესაძლებელი ტრანსპორტში ყველა მგზავრის გაკონტროლება?

- თითქმის შეუძლებელია, თუ არ იქნა მიღებული რაიმე ტიპის პრევენციული ზომა, მაგალითად, მეტალის დეტექტორის დაყენება მეტროს შესასვლელში და სხვა. საერთოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაკონტროლება ურთულესი საქმეა. სხვათა შორის, ამერიკაში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, რადგან აშშ-ში მგზავრთა მხოლოდ 10% სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

- ადრე ტერორისტებს ჰქონდათ მიზნები და იმის მიხედვით არჩევდნენ ადგილებს, თუ სად მოეწყოთ ტერაქტი. დღეს ეს ყველაფერი სპონტანურად ხდება, რასთან გვაქვს საქმე?

- შეიცვალა პოლიტიკური მიზნები, ამოცანები და მოწოდების მანერა. ადრე ტერორისტებს ჰქონდათ ლოკალური, ხოლო დღეს მათ აქვთ გლობალური ტიპის ამოცანები. დღეს ტერორისტები არ ირძვიან რომელიმე ადგილისთვის ავტონომიის ან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ისინი ირძვიან ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი მიზნების შესასრულებლად. სწორედ ამიტომაა მათი სეგმენტაცია არაპროგნოზირებადი. თუ ადრე ტერორისტების მიზანი იმ ქვეყნებზე თავდასხმა იყო, რომელიც მათ ეომებოდა, დღეს მსგავსი ტიპის სეგმენტაცია აღარაა.

- ანუ ბრიუსელის და პარიზის ტერაქტები სეგმენტაციის გაგრძელება იყო?

- რა თქმა უნდა, ასეა. პარიზის ნოემბრის ტერაქტს წინ უძღოდა საფრანგეთის არმიის ეფექტური საჰაერო დარტყმები, რამაც ისლამურ სახელმწიფოს ძალიან დიდი მატერიალური და ფიზიკური ზიანი მიაყენა. რაც შეეხება ბრიუსელს, აქ თავდასხმა მოხდა იმიტომ, რომ ამ ქალაქში განთავსებულია ნატოს და ევროკავშირის შტაბბინა და ეს ტერაქტი სწორედ მათთვის იყო განკუთვნილი. ეს ტერაქტები იყო ხაზგასმა იმისა, რომ ისლამურ სახელმწიფოს აქვს ძალიან დიდი ამბიცია, სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ მორიგი საფრთხე რუსეთს ელოდეს.

- საქართველოს თუ ემუქრება ტერაქტები და რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება პრევენციისათვის?

- პირადად მე არავითარი ინფორმაცია არ მაქვს ხელისუფლების ამ კუთხით მუშაობაზე. არ ხდება პროგრამების პრეზენტაცია, ან გამოცდილების მქონე სამხედრო მოსამსახურეებთან კონფერენცია, ამ სფეროს ექსპერტებთან კონსულტაციების გაწევა და სხვა. მაგრამ ეს თემა არის ტაბუდადებული, რაც ავისმომასწავებელია. ქვეყანაში დღემდე არაა შემუშავეული ანტიტერორისტული და კონტრტერორისტული ბრძოლის სტრატეგია. არაა განსაზღვრული მოსალოდნელი საფრთხეების დონე, ინსტიტუციონალურად მხოლოდ ერთი ორგანო - სახელმწიფო სამსახურის ანტიტერორისტული დეპარტამენტია პასუხისმგებელი ტერორისტული აქტების პრევენციაზე. საფრთხე საქართველოში ტერორისტული აქტებისა დიდია. ბრიუსელის ტერაქტმა აჩვენა, რომ ტერორისტები გადავიდნენ გლობალურ ჯიჰადზე.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: უმსხვილესი ტერაქტები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ბოლო 50 წლის განმავლობაში მოხდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია