პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იდენტიფიცირებაც კი არ მომხდარა, ვინ გაიტანა ფარული ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან"
"იდენტიფიცირებაც კი არ მომხდარა, ვინ გაიტანა ფარული ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან"

რა გავ­ლე­ნას ახ­დენს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე "ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ომი" და შეძ­ლებს თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რა დამ­კვე­თის გა­მოვ­ლე­ნას, "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი სა­უბ­რობს:

- შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი უკვე და­ფიქ­სირ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კად­რე­ბი იხი­ლა, თუმ­ცა ახლა ემო­ცი­ე­ბის დრო აღარ არის - მთა­ვა­რი გა­მო­ძი­ე­ბის დრო­უ­ლად და ეფექ­ტუ­რად დას­რუ­ლე­ბაა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, ჩა­ნა­წე­რე­ბი მო­მა­ვალ­შიც გავ­რცელ­დეს, რისი ერ­თა­დერ­თი პრე­ვენ­ცი­აც დამ­კვე­თი­სა და შემ­სრუ­ლებ­ლის გა­მოვ­ლე­ნა და მათი სა­თა­ნა­დოდ დას­ჯა იქ­ნე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პრო­ცე­სი უმარ­თავ სა­ხეს მი­ი­ღებს.

- ით­ქვა, რომ ეს პრო­ცე­სი შე­საძ­ლოა რუ­სე­თი­და­ნაც იმარ­თე­ბო­დეს. ამ პი­რო­ბებ­ში გა­მო­ძი­ე­ბის ეფექ­ტუ­რად დას­რუ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია?

- ფაქ­ტია, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სის­ტე­მა შექ­მნა, რაც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც გაგ­რძელ­და - შე­საძ­ლოა, შს სა­მი­ნის­ტრო­ში ვი­დე­ო­მას­ალე­ბის ნა­წი­ლი არც კი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლა, ან თა­ვი­დან­ვე მა­სა­ლე­ბის დუბ­ლი­კა­ტე­ბი კეთ­დე­ბო­და და ას­ლე­ბი გა­ტა­ნი­ლია. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი­ მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ვე­ლყო­ფა სწო­რედ მას ევა­ლე­ბა. თუ ვინ­მეს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ასლ­ები არ­სე­ბობს, საქ­მის ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა მათი გა­მო­ყე­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბას შე­ამ­ცი­რებ­და.

- თუ ას­ლე­ბი ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნი­ლია,­ გა­მო­ძი­ე­ბას პრო­ცე­სი რა მე­ქა­ნიზ­მით უნდა შე­ე­ზღუ­და?

- იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც კი არ მომ­ხდა­რა, ვინ გა­ი­ტა­ნა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ას­ლე­ბი ქვეყ­ნი­დან. ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ქა­რაგ­მე­ბით სა­უ­ბა­რი უად­გი­ლოა. რე­ა­ლუ­რად, დღეს ზი­ა­ნი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კოსს კი არა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას მი­ად­გა, ამი­ტომ, თუ ფუნ­ქცი­ურ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, გა­მო­ძი­ე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ებ­ზე უნდა გა­ვი­დეს.­ ჯერ კი­დევ გვაქვს იმე­დი, რომ ამ სა­ზა­რელ და­ნა­შა­ულს ნა­თელს მოჰ­ფე­ნენ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"იდენტიფიცირებაც კი არ მომხდარა, ვინ გაიტანა ფარული ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან"

"იდენტიფიცირებაც კი არ მომხდარა, ვინ გაიტანა ფარული ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან"

რა გავლენას ახდენს წინასაარჩევნო პროცესზე "ფარული ჩანაწერების ომი" და შეძლებს თუ არა პროკურატურა დამკვეთის გამოვლენას, "კვირის პალიტრასთან" პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი საუბრობს:

- შემზარავი ფაქტი უკვე დაფიქსირდა და საზოგადოებამ კადრები იხილა, თუმცა ახლა ემოციების დრო აღარ არის - მთავარი გამოძიების დროულად და ეფექტურად დასრულებაა. არ გამოვრიცხავ, ჩანაწერები მომავალშიც გავრცელდეს, რისი ერთადერთი პრევენციაც დამკვეთისა და შემსრულებლის გამოვლენა და მათი სათანადოდ დასჯა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი უმართავ სახეს მიიღებს.

- ითქვა, რომ ეს პროცესი შესაძლოა რუსეთიდანაც იმართებოდეს. ამ პირობებში გამოძიების ეფექტურად დასრულების მოლოდინი რამდენად რეალურია?

- ფაქტია, რომ წინა ხელისუფლებამ დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, რაც ამ ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა - შესაძლოა, შს სამინისტროში ვიდეომას­ალების ნაწილი არც კი განადგურებულა, ან თავიდანვე მასალების დუბლიკატები კეთდებოდა და ასლები გატანილია. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან თითოეული­ მოქალაქის პირადი ცხოვრების დაცვის უზრუნვე­ლყოფა სწორედ მას ევალება. თუ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ასლ­ები არსებობს, საქმის ეფექტური გამოძიება მათი გამოყენების ალბათობას შეამცირებდა.

- თუ ასლები ქვეყნიდან გატანილია,­ გამოძიებას პროცესი რა მექანიზმით უნდა შეეზღუდა?

- იდენტიფიცირებაც კი არ მომხდარა, ვინ გაიტანა ფარული ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან ქარაგმებით საუბარი უადგილოა. რეალურად, დღეს ზიანი რომელიმე პოლიტიკოსს კი არა, სახელმწიფოებრიობას მიადგა, ამიტომ, თუ ფუნქციურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გამოძიება დამნაშავეებზე უნდა გავიდეს.­ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ამ საზარელ დანაშაულს ნათელს მოჰფენენ.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."