საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუკეთესო ოპერაცია ფარული მოსმენის ისტორიაში - როგორ იგებდა საბჭოთა დაზვერვა აშშ-ის ელჩის კაბინეტში გამართულ საუბრებს ამერიკის პრეზიდენტზე ადრე
საუკეთესო ოპერაცია ფარული მოსმენის ისტორიაში - როგორ იგებდა საბჭოთა დაზვერვა აშშ-ის ელჩის კაბინეტში გამართულ საუბრებს ამერიკის პრეზიდენტზე ადრე

მოს­კო­ვის ცენ­ტრში მდე­ბა­რე შე­ნო­ბის ეზო­ში, ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა შე­ვარ­და. ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის გამო, შე­ნო­ბის ევა­კუ­ი­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. მე­ხან­ძრე­ებ­მა ხან­ძარ­თან ბრძო­ლის­თვის და­ი­წყეს მზა­დე­ბა, რო­დე­საც მათ გზა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა სა­ზღვაო ქვე­ით­მა გა­და­უჭ­რა და დამ­ტვრე­უ­ლი რუ­სუ­ლით შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აუკ­რძა­ლა. აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში შეღ­წე­ვის მო­რი­გი მცდე­ლო­ბა საბ­ჭო­თა სპეც-სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მარ­ცხით დას­რულ­და. სამ­ხედ­რო მზვე­რა­ვე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და თა­ვად ელ­ჩის პი­რა­დი კა­ბი­ნე­ტი, კრემ­ლის ჯა­შუ­შე­ბის­თვის კვლავ მი­უღ­წე­ველ მწვერ­ვა­ლად რჩე­ბო­და.

აშშ-ის სა­ელ­ჩო რუ­სე­ბის­თვის ყო­ველ­თვის მსუ­ყე ლუკ­მა იყო. მრა­ვა­ლი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­ნო­ბა­ში მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რის და­მონ­ტა­ჟე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

1943 წელს სტა­ლინს, უნი­კა­ლუ­რი მო­სას­მე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ უპა­ტა­კეს. მო­წყო­ბი­ლო­ბა კვე­ბის წყა­როს არ სა­ჭი­რო­ებ­და. ადა­მი­ა­ნის ხმის ზე­მოქ­მე­დე­ბით მას­ში არ­სე­ბუ­ლი მემ­ბრა­ნის რხე­ვა იც­ვლე­ბო­და. სა­ჭი­რო იყო მხო­ლოდ "ჟუ­ჩო­კი­დან" ამ რხე­ვე­ბის სიგ­ნა­ლის სა­ხით მი­ღე­ბა, მისი მაგ­ნი­ტურ ფირ­ზე ჩა­წე­რა და გა­შიფრ­ვის გზით, პირ­ვან­დე­ლი სა­უბ­რის აღ­დგე­ნა.

მო­წყო­ბი­ლო­ბის ავ­ტო­რი ლევ ტერ­მე­ნი გახ­ლდათ. გე­ნი­ო­სი გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი და მეც­ნი­ე­რი, 1939 წელს სსრკ-ში ამე­რი­კი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს და ბრა­ლად კი­რო­ვის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დას­დეს. ტერ­მე­ნის თა­ვის მარ­თლე­ბას ყური არა­ვინ უგდო და მეც­ნი­ერს ხან­გრძლი­ვი დრო­ით შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ერთ-ერთ ბა­ნაკ­ში უკ­რეს თავი.

მო­წყო­ბი­ლო­ბას "ოქ­რო­პი­რი" შე­არ­ქვეს. გა­და­უჭ­რე­ლი მხო­ლოდ ერთი პრობ­ლე­მა რჩე­ბო­და - მო­წყო­ბი­ლო­ბის აშშ-ის ელ­ჩის კა­ბი­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბა.

ბე­რი­ას კა­ბი­ნეტ­ში საჩ­ქა­როდ იშ­ვი­ა­თი მა­სა­ლე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ძვირ­ფა­სი სუ­ვე­ნი­რე­ბის უშ­ვე­ლე­ბე­ლი კო­ლექ­ცია მო­ზი­დეს. ვერც ერ­თმა წარ­მოდ­გე­ნილ­მა ექ­სპო­ნატ­მა ბე­რია ვერ მო­ხიბ­ლა. სა­ჭი­რო იყო ისე­თი ნივ­თი, რო­მე­ლიც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ ელჩს კა­ბი­ნეტ­ში მისი და­ტო­ვე­ბის სურ­ვილს გა­უ­ჩენ­და.

უალ­ტერ­ნა­ტი­ვო­ბის პი­რო­ბებ­ში კრემ­ლის მეს­ვე­უ­რე­ბი ისევ ძველ მე­თოდს "ტრო­ას ცხენს" მი­უბ­რუნ­დნენ. ყი­რიმ­ში, არ­ტე­კის პი­ო­ნერ­თა ბა­ნაკ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნი­სი­ე­ბა­ზე, პი­ო­ნე­რებ­მა აშშ-ის ელჩს ხის უიშ­ვი­ა­თე­სი და ძვირ­ფა­სი ჯი­შე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი აშშ-ის გერ­ბი მი­არ­თვეს. რუს­მა ხელ­მარ­ჯვე ოს­ტა­ტებ­მა მარ­თლაც ჩი­ნე­ბუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი შექ­მნეს. ელჩი ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ხის გერბში, რო­მელ­საც ის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით უმ­ზერ­და, მო­სას­მე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

ოპე­რა­ცია "აღ­სა­რე­ბა" და­ი­წყო. ელ­ჩის კა­ბი­ნეტ­ში მოხ­ვედ­რი­ლი "ტრო­ას ცხე­ნი" შვე­ი­ცა­რუ­ლი სა­ა­თი­ვით მუ­შა­ობ­და. საბ­ჭო­თა დაზ­ვერ­ვა კა­ბი­ნეტ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­უბ­რე­ბის ში­ნა­არს, ამე­რი­კის პრე­ზი­დენტზე ადრე გე­ბუ­ლობ­და.

გზის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს მდე­ბა­რე შე­ნო­ბა­ში "ენ-კა-ვე-დე"-ს ორი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ბინა გაჩ­ნდა. და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სპეც-აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, სა­ელ­ჩო­დან მი­ღე­ბულ სიგ­ნა­ლებს აქვე შიფ­რავ­დნენ. შპი­ო­ნა­ჟის სის­ტე­მა იდე­ა­ლუ­რად მუ­შა­ობ­და: ამე­რი­კე­ლე­ბი სა­უბ­რობ­დნენ, რუ­სე­ბი იწერ­დნენ. მეტი რე­ა­ლო­ბის­თვის, დი­ლა­ო­ბით ბი­ნე­ბის აივ­ნებ­ზე გა­მო­სუ­ლი "დი­ა­სახ­ლი­სე­ბი" სა­რე­ცხს ფენ­დნენ და სახ­ლის და­ლა­გე­ბის ილუ­ზი­ას ქმნიდ­ნენ.

"ოქ­რო­პირ­მა" შვი­დი წელი იმუ­შა­ვა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მან 4 ელჩი გა­მო­იც­ვა­ლა. კა­ბი­ნე­ტის ყო­ველ ახალ ბი­ნა­დარს ინ­ტე­რი­ერ­ში სა­კუ­თა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შეჰ­ქონ­და. მხო­ლოდ პი­ო­ნე­რე­ბის­გან ბო­ძე­ბუ­ლი გერ­ბი რჩე­ბო­და ად­გილ­ზე.

"ჟუ­ჩო­კის" არ­სე­ბო­ბა ამე­რი­კე­ლებ­მა 1952 წელს, სულ შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა "ოქ­რო­პი­რი" დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლეს და ერთხანს მის ანა­ლოგ­ზეც მუ­შა­ობ­დნენ.

დღეს გერ­ბი მას­ში ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი "ოქ­რო­პი­რით" ვირ­ჯი­ნი­ას შტატ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

საუკეთესო ოპერაცია ფარული მოსმენის ისტორიაში - როგორ იგებდა საბჭოთა დაზვერვა აშშ-ის ელჩის კაბინეტში გამართულ საუბრებს ამერიკის პრეზიდენტზე ადრე

საუკეთესო ოპერაცია ფარული მოსმენის ისტორიაში - როგორ იგებდა საბჭოთა დაზვერვა აშშ-ის ელჩის კაბინეტში გამართულ საუბრებს ამერიკის პრეზიდენტზე ადრე

მოსკოვის ცენტრში მდებარე შენობის ეზოში, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სახანძრო მანქანა შევარდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, შენობის ევაკუირება გახდა საჭირო. მეხანძრეებმა ხანძართან ბრძოლისთვის დაიწყეს მზადება, როდესაც მათ გზა შეიარაღებულმა საზღვაო ქვეითმა გადაუჭრა და დამტვრეული რუსულით შენობაში შესვლა კატეგორიულად აუკრძალა. აშშ-ის საელჩოში შეღწევის მორიგი მცდელობა საბჭოთა სპეც-სამსახურებისთვის მარცხით დასრულდა. სამხედრო მზვერავების, სახელმწიფო დეპარტამენტის, საიდუმლო დოკუმენტაციისა და თავად ელჩის პირადი კაბინეტი, კრემლის ჯაშუშებისთვის კვლავ მიუღწეველ მწვერვალად რჩებოდა.

აშშ-ის საელჩო რუსებისთვის ყოველთვის მსუყე ლუკმა იყო. მრავალი მცდელობის მიუხედავად, შენობაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება ვერ მოხერხდა.

1943 წელს სტალინს, უნიკალური მოსასმენი მოწყობილობის შექმნის შესახებ უპატაკეს. მოწყობილობა კვების წყაროს არ საჭიროებდა. ადამიანის ხმის ზემოქმედებით მასში არსებული მემბრანის რხევა იცვლებოდა. საჭირო იყო მხოლოდ "ჟუჩოკიდან" ამ რხევების სიგნალის სახით მიღება, მისი მაგნიტურ ფირზე ჩაწერა და გაშიფრვის გზით, პირვანდელი საუბრის აღდგენა.

მოწყობილობის ავტორი ლევ ტერმენი გახლდათ. გენიოსი გამომგონებელი და მეცნიერი, 1939 წელს სსრკ-ში ამერიკიდან დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და ბრალად კიროვის მკვლელობის მომზადებაში თანამონაწილეობა დასდეს. ტერმენის თავის მართლებას ყური არავინ უგდო და მეცნიერს ხანგრძლივი დროით შორეული აღმოსავლეთის ერთ-ერთ ბანაკში უკრეს თავი.

მოწყობილობას "ოქროპირი" შეარქვეს. გადაუჭრელი მხოლოდ ერთი პრობლემა რჩებოდა - მოწყობილობის აშშ-ის ელჩის კაბინეტში განთავსება.

ბერიას კაბინეტში საჩქაროდ იშვიათი მასალებისგან დამზადებული ძვირფასი სუვენირების უშველებელი კოლექცია მოზიდეს. ვერც ერთმა წარმოდგენილმა ექსპონატმა ბერია ვერ მოხიბლა. საჭირო იყო ისეთი ნივთი, რომელიც აღფრთოვანებულ ელჩს კაბინეტში მისი დატოვების სურვილს გაუჩენდა.

უალტერნატივობის პირობებში კრემლის მესვეურები ისევ ძველ მეთოდს "ტროას ცხენს" მიუბრუნდნენ. ყირიმში, არტეკის პიონერთა ბანაკში, სპეციალურად ორგანიზებულ ღონისიებაზე, პიონერებმა აშშ-ის ელჩს ხის უიშვიათესი და ძვირფასი ჯიშებისგან დამზადებული აშშ-ის გერბი მიართვეს. რუსმა ხელმარჯვე ოსტატებმა მართლაც ჩინებური ნამუშევარი შექმნეს. ელჩი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ხის გერბში, რომელსაც ის აღფრთოვანებული თვალებით უმზერდა, მოსასმენი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული.

ოპერაცია "აღსარება" დაიწყო. ელჩის კაბინეტში მოხვედრილი "ტროას ცხენი" შვეიცარული საათივით მუშაობდა. საბჭოთა დაზვერვა კაბინეტში გამართული საუბრების შინაარს, ამერიკის პრეზიდენტზე ადრე გებულობდა.

გზის საპირისპირო მხარეს მდებარე შენობაში "ენ-კა-ვე-დე"-ს ორი კონსპირაციული ბინა გაჩნდა. დამონტაჟებული სპეც-აღჭურვილობით, საელჩოდან მიღებულ სიგნალებს აქვე შიფრავდნენ. შპიონაჟის სისტემა იდეალურად მუშაობდა: ამერიკელები საუბრობდნენ, რუსები იწერდნენ. მეტი რეალობისთვის, დილაობით ბინების აივნებზე გამოსული "დიასახლისები" სარეცხს ფენდნენ და სახლის დალაგების ილუზიას ქმნიდნენ.

"ოქროპირმა" შვიდი წელი იმუშავა. ამ დროის განმავლობაში მან 4 ელჩი გამოიცვალა. კაბინეტის ყოველ ახალ ბინადარს ინტერიერში საკუთარი ცვლილებები შეჰქონდა. მხოლოდ პიონერებისგან ბოძებული გერბი რჩებოდა ადგილზე.

"ჟუჩოკის" არსებობა ამერიკელებმა 1952 წელს, სულ შემთხვევით აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა "ოქროპირი" დეტალურად შეისწავლეს და ერთხანს მის ანალოგზეც მუშაობდნენ.

დღეს გერბი მასში ჩამონტაჟებული "ოქროპირით" ვირჯინიას შტატში, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მუზეუმში ინახება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ჰოლივუდის მსახიობი, ჯონ ტრავოლტას ცოლი კელი პრესტონი მკერდის კიბოთი გარდაიცვალა

აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა - რომის პაპის კომენტარი

რას წერს რუსული მედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?