პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის და რის სანაცვლოდ აყიდინა ერეკლე კოდუამ ძვირადღირებული მანქანები დედისთვის და შვილისთვის - პროკურატურის განცხადება
ვის და რის სანაცვლოდ აყიდინა ერეკლე კოდუამ ძვირადღირებული მანქანები დედისთვის და შვილისთვის - პროკურატურის განცხადება

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ერეკ­ლე კო­დუა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ორ ეპი­ზოდ­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერეკ­ლე კო­დუ­ას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თა და 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რუდ­გი­ნა.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­უს­წრებ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ორი ეპი­ზო­დის­თვის. სას­ჯე­ლის შთან­თქმის პრინ­ცი­პი­სა და 2012 წლის 28 დე­კემ­ბრის "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ე. კო­დუ­ას და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლი 2 წელი და 8 თვე შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, ერეკ­ლე კო­დუა დამ­ნა­შა­ვედ ცნო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ორი ეპი­ზო­დის­თვის, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

იხი­ლეთ ვი­დეო

სა­სა­მარ­თლო­ში ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და, რომ 2008 წლის 29 აგ­ვის­ტოს, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა ერეკ­ლე კო­დუ­ამ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ მე­რაბ რო­ბა­ქი­ძეს არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელ­ზე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გა­და­სა­ცე­მად 90 000 აშშ დო­ლა­რად აყი­დი­ნა ორი ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი - 45 000 აშშ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი "LEXUS GX 470" ერეკ­ლე კო­დუ­ამ ნაც­ვლად სა­ხელ­მწი­ფო­ზე გა­და­ცე­მი­სა, გა­ა­ფორ­მა თა­ვი­სი შვი­ლის სა­ხელ­ზე.

ასე­ვე, 2009 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ერეკ­ლე კო­დუ­ამ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი გურ­ჩი­ა­ნის­თვის არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელ­ზე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მის ძმას შპს "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის" დი­რექ­ტორს ერეკ­ლე გურ­ჩი­ანს, გა­და­ახ­დე­ვი­ნა ე. კო­დუ­ას დე­დის ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას მიერ შპს "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი­დან" 2008 წელს გა­მოყ­ვა­ნი­ლი "LEXUS"-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ფა­სუ­რი 92 000 აშშ დო­ლა­რი და და­მა­ტე­ბით აყი­დი­ნა 41 500 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის "ტო­ი­ო­ტა ჰაი-ლუქ­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­ფორმ­და ე. კო­დუ­ას სა­ხელ­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე. კო­დუ­ას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თა და 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რუდ­გი­ნა. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­უს­წრებ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ორი ეპი­ზო­დის­თვის. სას­ჯე­ლის შთან­თქმის პრინ­ცი­პი­სა და 2012 წლის 28 დე­კემ­ბრის "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ე. კო­დუ­ას და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლი 2 წელი და 8 თვე შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. მას­ვე 2 წლის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში ე. კო­დუა გა­მარ­თლდა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ამ ნა­წილ­ში გა­სა­ჩივ­რე­ბის სა­კი­თხზე პრო­კუ­რა­ტუ­რა იმ­სჯე­ლებს მას შემ­დეგ, რაც სა­სა­მარ­თლოს­გან მი­ი­ღებს გა­ნა­ჩენს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ამ­ჟა­მად არ­სე­ბი­თად იხი­ლე­ბა ერეკ­ლე კო­დუ­ას ბრალ­დე­ბის კი­დევ ერთი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე 2005 წელს მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმი­სა და მისი სას­ტი­კად ცე­მის ფაქტს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ერეკ­ლე კო­დუ­ას ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, 237-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, 117-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით, 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ"ქვე­პუნ­ქტი­თა და ამა­ვე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3 დან 10 წლამ­დე ვა­დით", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვის და რის სანაცვლოდ აყიდინა ერეკლე კოდუამ ძვირადღირებული მანქანები დედისთვის და შვილისთვის - პროკურატურის განცხადება

ვის და რის სანაცვლოდ აყიდინა ერეკლე კოდუამ ძვირადღირებული მანქანები დედისთვის და შვილისთვის - პროკურატურის განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარუდგინა.

მათივე განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისთვის. სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, ე. კოდუას დანიშნული სასჯელი 2 წელი და 8 თვე შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "თბილისის საქალაქო სასამართლომ, ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

იხილეთ ვიდეო

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ მერაბ რობაქიძეს არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ სახელმწიფოსთვის გადასაცემად 90 000 აშშ დოლარად აყიდინა ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთ-ერთი - 45 000 აშშ დოლარად ღირებული "LEXUS GX 470" ერეკლე კოდუამ ნაცვლად სახელმწიფოზე გადაცემისა, გააფორმა თავისი შვილის სახელზე.

ასევე, 2009 წლის თებერვალში, ერეკლე კოდუამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული გიორგი გურჩიანისთვის არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მის ძმას შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დირექტორს ერეკლე გურჩიანს, გადაახდევინა ე. კოდუას დედის ლაურა ღაჭავას მიერ შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან" 2008 წელს გამოყვანილი "LEXUS"-ის მარკის ავტომანქანის საფასური 92 000 აშშ დოლარი და დამატებით აყიდინა 41 500 ლარის ღირებულების "ტოიოტა ჰაი-ლუქსის" მარკის ავტომანქანა, რომელიც მოგვიანებით გადაფორმდა ე. კოდუას სახელზე.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პროკურატურამ ე. კოდუას ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისთვის. სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, ე. კოდუას დანიშნული სასჯელი 2 წელი და 8 თვე შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ე. კოდუა გამართლდა. გადაწყვეტილების ამ ნაწილში გასაჩივრების საკითხზე პროკურატურა იმსჯელებს მას შემდეგ, რაც სასამართლოსგან მიიღებს განაჩენს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად არსებითად იხილება ერეკლე კოდუას ბრალდების კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მისი სასტიკად ცემის ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე ერეკლე კოდუას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ"ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 10 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ