გადაცემა "სხვა რაკურსის" ეთერში ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი ცხარე კამათის ფონზე წარიმართა. მწერალი გივი სიხარულიძე და მსახიობი თათია სამხარაძე, რომლსაც საზოგადოება ტასო ბარნოვათი იცნობს, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სიხარულიძემ დადებითად შეაფასა ექსპრემიერის ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში ოჯახი, როგორც ქალისა და კაცის ერთობა უნდა ჩაიწეროს და ამის გამო ირაკლი ღარიბაშვილი გმირადაც მოიხსენია.
გივი სიხარულიძე:
ჩვენს გაღმელ მამებს უნდათ გააპიდარას..ონ ჩვენი ქვეყანა. მიმიფურთხებია ეგეთი ქვეყნისთვის. ვენაცვალე ირაკლი ღარიბაშვილს, მან გმირობა ჩაიდინა. დღევანდელ დღეს, როცა მან იცოდა, არ აპატიებდნენ იმის თქმას, რომ არ დაუშვებდა მის ქვეყანაში კაცს კაცი მოეყვანა და ქალს ქალი, წავიდა ამაზე. გაღმელმა მამებმა ეს არ აპატიეს და დღეს პრემიერ-მინისტრი აღარ არის. მან ცოტნე დადიანის და კოსტავას დონის გმირობა ჩაიდინა. ამათ ეცინებათ და ეგეთი ქვეყანა, თქვენ რომ გინდათ, დაწყევლილი იყოს.
ტასო ბარნოვა:
მე ვერ ვხვდები, რატომ ვებრძვით ქარის წისქვილებს და რატომ გვჯერა შეთქმულებების თეორიების. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ.
გივი სიხარულიძე:
მე მირჩვენია ჩემი ხალხი მშიერი იყოს, ნავთის რიგში ვიდგეთ, მაგრამ ვაჟკაცები იყვნენ ქვეყანაში.
ტასო ბარნოვა:
სირცხვილია, რასაც თქვენ ამბობთ.
გივი სიხარულიძე:
სირცხვილი, შენ რომ დაიბადე ამ ქვეყანაში, ის არის. სამარცხვინოა, შენ რომ ამ ქვეყანაში დაიბადე. შენს აზროვნებას, რომ ვუყურებ, ეს არის შემარცხვენელი. მირჩევნია გარდაიცვალოს ჩემი საქართველო, თუ შენნაირი გოგოები იქნებიან. შენ რომ ხარ ამ ქვეყანაზე, უბედურებაა.