პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანკისის ხეობაში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში არასრულწლოვანთა ქორწინებას აღარ გააფორმებენ
პანკისის ხეობაში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში არასრულწლოვანთა ქორწინებას აღარ გააფორმებენ

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მე­ჩე­თებ­ში არას­რულ­წლო­ვან­თა ქორ­წი­ნე­ბას აღარ გა­ა­ფორ­მე­ბენ. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პან­კი­სის ხე­ო­ბის უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ხასო ხან­გოშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ხე­ო­ბის უხუ­ცე­სე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე დიდი ხანი მსჯე­ლობ­დნენ.

"მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მე­ჩე­თე­ბის იმა­მებ­მა აღარ და­ა­რე­გის­ტრი­რონ არას­რულ­წლო­ვან­თა ქორ­წი­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­ზე მსჯე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ჯერ ერთი თვრა­მეტ წლამ­დე გო­გო­ნა სკო­ლის მოს­წავ­ლეა და მის­თვის ოჯა­ხუ­რი ტვირ­თი მძი­მეა. მან უნდა შეძ­ლოს სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბა. მე­ო­რე არის ის, რომ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოჯახ­ში ქა­ლის როლი საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა და არას­რულ­წლოვ­ნის­თვის ეს ზედ­მე­ტად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. და მე­სა­მე - ჩვე­ნი ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უკვე კრძა­ლავს არას­რულ­წლო­ვან­თა ქორ­წი­ნე­ბას", - გან­მარ­ტა ხასო ხან­გოშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მე­ჩე­თებ­ში თით­ქმის აღარ ხდე­ბო­და არას­რულ­წლო­ვან­თა ქორ­წი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა უფრო მე­ტად შეც­ვლის ვი­თა­რე­ბას. "ხე­ო­ბა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფუ­და­მენ­ტა­ლის­ტუ­რი ის­ლა­მის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან. თუნ­დაც ისი­ნი, ვინც სა­კუ­თარ ხალ­ხს ჯა­მა­ა­თის კა­ცებს უწო­დებს (მათ ვა­ჰა­ბი­ტებ­საც ეძა­ხი­ან), თუმ­ცა მათი მიმ­დევ­რო­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის­გან გან­სხვავ­დე­ბა და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზეც სულ სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ. ჩვენ ჩვე­ნი გზა გვაქვს, მათ კი თა­ვი­სი", - გა­ნა­ცხა­და ხასო ხან­გოშ­ვილ­მა.

პანკისის ხეობაში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში არასრულწლოვანთა ქორწინებას აღარ გააფორმებენ

პანკისის ხეობაში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში არასრულწლოვანთა ქორწინებას აღარ გააფორმებენ

პანკისის ხეობაში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში არასრულწლოვანთა ქორწინებას აღარ გააფორმებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხეობის უხუცესები აღნიშნულ საკითხზე დიდი ხანი მსჯელობდნენ.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, ტრადიციული ისლამის მეჩეთების იმამებმა აღარ დაარეგისტრირონ არასრულწლოვანთა ქორწინება. აღნიშნულზე მსჯელობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ჯერ ერთი თვრამეტ წლამდე გოგონა სკოლის მოსწავლეა და მისთვის ოჯახური ტვირთი მძიმეა. მან უნდა შეძლოს სწავლის დასრულება. მეორე არის ის, რომ ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ოჯახში ქალის როლი საკმაოდ საპასუხისმგებლოა და არასრულწლოვნისთვის ეს ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა. და მესამე - ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა უკვე კრძალავს არასრულწლოვანთა ქორწინებას", - განმარტა ხასო ხანგოშვილმა.

მისივე ცნობით, ბოლო პერიოდში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში თითქმის აღარ ხდებოდა არასრულწლოვანთა ქორწინების გაფორმება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების გამოცხადება უფრო მეტად შეცვლის ვითარებას. "ხეობაში არიან ადამიანები, რომლებიც ფუდამენტალისტური ისლამის მიმდევრები არიან. თუნდაც ისინი, ვინც საკუთარ ხალხს ჯამაათის კაცებს უწოდებს (მათ ვაჰაბიტებსაც ეძახიან), თუმცა მათი მიმდევრობა ტრადიციული ისლამისგან განსხვავდება და აღნიშნულ საკითხზეც სულ სხვა შეხედულებები აქვთ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, მათ კი თავისი", - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია