ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ ღეროვანი უჯრედები კიდევ ორ კვირას ცოცხლობენ

ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ ღეროვანი უჯრედები კიდევ ორ კვირას ცოცხლობენ

ფრანგმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ღეროვანი უჯრედები ორგანიზმის სიკვდილიდან ერთ-ორ დღეს კი არ ცოცხლობენ, როგორც ეს წინათ ეგონათ, არამედ უფრო მეტხანს. მაგალითად, ადამიანის კუნთოვანი ქსოვილის ღეროვანი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა გულის გაჩერებიდან 17 დღეს შეადგენს, ვირთაგვებისა კი - 16 დღეს. ამასთან, ღეროვანი უჯრედები არ კარგავენ კუნთოვან ბოჭკოებად განვითარების ფუნქციას.

მათ გააჩნიათ კიდევ ერთი საინტერესო თვისება - ეგუებიან უმძიმეს პირობებს, მაქსიმალურად ამცირებენ მეტაბოლიზმს და ეშვებიან "ანაბიოზის" მსგავს პროცესში. სწორედ ასეთ ექსტრემალურ ქცევას ეფუძნება მათი უნარი განაგრძონ სიცოცხლე მეპატრონე-ორგანიზმის დაღუპვის შემდეგაც.

ფრანგი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს ფენომენალური აღმოჩენა საფუძვლად დაედება ღეროვანი უჯრედების "კონსერვაციის" მეთოდთა ახალ წყაროებს. ამ უჯრედებს ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ უამრავი პათოლოგიის მკურნალობაში. შესაბამისად, დღეს აქტიურად შეისწავლება ღეროვანი უჯრედების რეგენერაციის უნარი სხვადასხვა დაავადებითა და უბედური შემთხვევით გამოწვეული დაზიანებების დროს.

mkurnali.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს