პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გულისხმობს პროფესიული განათლების რეფორმა და როდიდან დააფინანსებს ახალგაზრდების ბიზნეს ინიციატივებს მთავრობა
რას გულისხმობს პროფესიული განათლების რეფორმა და როდიდან დააფინანსებს ახალგაზრდების ბიზნეს ინიციატივებს მთავრობა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის რე­ფორ­მე­ბის ოთხპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა - გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პირ­ველ ეტა­პის - პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა წა­რად­გი­ნა. მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი გუ­ლის­ხმობს შრო­მით ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შექ­მნას.

"დღემ­დე ჩვენ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით სა­ბა­ზი­სო სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ანუ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე და დღეს ჩვენ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, უფრო შორს მი­მა­ვალ მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ახა­ლი რე­ფორ­მა წა­მო­ვი­წყოთ და სწო­რედ დღეს ვი­წყებთ ჩვენ ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპს," - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბიც აჩ­ვე­ნებს, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი არის შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სა­მუ­შაო ძა­ლის არარ­სე­ბო­ბა.

"ახა­ლი ეტა­პი გუ­ლის­ხმობს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მო­დელს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის პარტნი­ო­რო­ბის პი­რო­ბებ­ში ერ­თდრო­უ­ლად სწავ­ლე­ბა­სა და მუ­შა­ო­ბა­ზე. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სწავ­ლის პრო­ცეს­ში­ვე სტუ­დენტს ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მა­ვალ დამ­საქ­მე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის. უკვე სწავ­ლის შემ­დგომ სტუ­დენ­ტი გა­და­წყვეტს, გა­აგ­რძე­ლოს სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კა და და­საქმდეს, წა­მო­ი­წყოს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი თუ გა­აგ­რძე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. მას ექ­ნე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და არამ­ხო­ლოდ სა­შუ­ა­ლე­ბა - სა­ხელ­მწი­ფო შე­უქ­მნის თი­თო­ე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებს", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ასე­თი ტი­პის სას­წავ­ლო მო­დე­ლის არ­სე­ბო­ბა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არ­სე­ბო­ბა და ერ­თდრო­უ­ლად მოქ­ნი­ლი ბი­უ­როკ­რა­ტია, ქვე­ყა­ნას მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნახ­ტო­მი გა­ა­კე­თოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

"პარტნი­ო­რო­ბა სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რებს შო­რის არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გუ­ლის­ხმობს რა­ი­მე ტი­პის თავ­სმოხ­ვე­ულ ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, ეს არის პრო­ცე­სი, რო­დე­საც ერ­თის მხრივ კერ­ძო სექ­ტო­რი წი­ნას­წარ იღებს გა­რან­ტი­ას, რომ მას ეყო­ლე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კად­რი, ხოლო მე­ო­რეს მხრივ სა­ხელ­მწი­ფო ამ პრო­ცე­სის შე­დე­გად ამ­ცი­რებს უმუ­შევ­რო­ბას და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ბიძგს აძ­ლევს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას," - გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სტუ­დენ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის მთავ­რო­ბამ შექ­მნას შე­სა­ბა­მი­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

"სწო­რედ ამი­ტომ არის გან­სა­ზღვრუ­ლი სტარ­ტა­პის იდე­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის შექ­მნა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს, ახალ­გაზ­რდა ინი­ცი­ა­ტი­ვი­ან ადა­მი­ა­ნებს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ და­ა­ფი­ნან­სოს სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი ახალ პი­რო­ბებ­ში, რომ­ლის­თვი­საც არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ბან­კო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ახალ­გაზ­რდე­ბის ბიზ­ნე­სი­ნი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სტარ­ტა­პის და­ფი­ნან­სე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ თვე­ში და­ი­წყებს. მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ეს იქ­ნე­ბა სა­პარტნი­ო­რო ფონდთან ერ­თად არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დი და იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ახალ­გაზ­რდე­ბის ბიზ­ნე­სი­ნი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

"ახალ­გაზ­რდებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ბან­კო პრო­ცე­დუ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ყვე­ლა­ნა­ი­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე­შე მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბიზ­ნე­სი­ნი­ცი­ა­ტი­ვის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღონ და­ფი­ნან­სე­ბა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი­ნი­ცი­ა­ტი­ვე­ბი. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მზა­დაა, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო სა­პარტნი­ო­რო ფონდთან ერ­თად და მთავ­რო­ბის სხვა წევ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ამ­ზა­დებს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ჩა­საშ­ვე­ბად, სა­ვა­რა­უ­დოდ, მაქ­სი­მუმ ერთ თვე­ში ეს ინ­სტი­ტუ­ტი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და­ი­წყებს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის აზ­როვ­ნე­ბა იმგვა­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რომ მათ არას­დროს გა­მო­რი­ცხონ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს­წა­მო­წყე­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და არ იყ­ვნენ მხო­ლოდ და­ქი­რა­ვე­ბულ სა­მუ­შა­ო­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი.

"და­ქი­რა­ვე­ბულ შრო­მა­ში არა­ფე­რია და­საძ­რა­ხი, მაგ­რამ რაც უფრო მეტი ახალ­გაზ­რდა გვე­ყო­ლე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში სხვე­ბის დამ­საქ­მე­ბე­ლი გახ­დე­ბა, მით უფრო ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა და მით უფრო შე­უქ­ცე­ვა­დი იქ­ნე­ბა ეს პრო­ცე­სი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

რას გულისხმობს პროფესიული განათლების რეფორმა და როდიდან დააფინანსებს ახალგაზრდების ბიზნეს ინიციატივებს მთავრობა

რას გულისხმობს პროფესიული განათლების რეფორმა და როდიდან დააფინანსებს ახალგაზრდების ბიზნეს ინიციატივებს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება - განათლების რეფორმის პირველ ეტაპის - პროფესიული განათლების რეფორმა წარადგინა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმის პირველი ეტაპი გულისხმობს შრომით ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნას.

"დღემდე ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით საბაზისო საჭიროებებზე ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საბაზისო განათლების უზრუნველყოფაზე და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, უფრო შორს მიმავალ მიზნებზე ორიენტირებული ახალი რეფორმა წამოვიწყოთ და სწორედ დღეს ვიწყებთ ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს საერთაშორისო კვლევებიც აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არარსებობა.

"ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს, რომელიც იქნება დამყარებული საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პირობებში ერთდროულად სწავლებასა და მუშაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს საშუალება მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის. უკვე სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს, გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლება. მას ექნება ამის საშუალება და არამხოლოდ საშუალება - სახელმწიფო შეუქმნის თითოეული მიმართულებით შესაბამის პირობებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ასეთი ტიპის სასწავლო მოდელის არსებობა და განათლების ხარისხის ამაღლება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა და ერთდროულად მოქნილი ბიუროკრატია, ქვეყანას მისცემს საშუალებას მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთოს განვითარებაში.

"პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმე ტიპის თავსმოხვეულ ინიციატივას სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის პროცესი, როდესაც ერთის მხრივ კერძო სექტორი წინასწარ იღებს გარანტიას, რომ მას ეყოლება კვალიფიცირებული კადრი, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფო ამ პროცესის შედეგად ამცირებს უმუშევრობას და ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს ეკონომიკის განვითარებას," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების საქმიანი ინიციატივების რეალიზებისთვის მთავრობამ შექმნას შესაბამისი მექანიზმები.

"სწორედ ამიტომ არის განსაზღვრული სტარტაპის იდეების დაფინანსების ინსტიტუტის შექმნა, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა ინიციატივიან ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ დააფინანსოს საკუთარი იდეები ახალ პირობებში, რომლისთვისაც არ იქნება საჭირო ჩვეულებრივი საბანკო პროცედურების გავლა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს იქნება საპარტნიორო ფონდთან ერთად არსებული სპეციალური ფონდი და იქნება კონკრეტულად ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული.

"ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ჩვეულებრივი საბანკო პროცედურებისგან განსხვავებით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესინიციატივის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების საფუძველზე მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საკუთარი ბიზნესინიციატივები. ეს ინიციატივა მზადაა, ეკონომიკის სამინისტრო საპარტნიორო ფონდთან ერთად და მთავრობის სხვა წევრების ჩართულობით ამზადებს ამ ინიციატივას ჩასაშვებად, სავარაუდოდ, მაქსიმუმ ერთ თვეში ეს ინსტიტუტი ფუნქციონირებას დაიწყებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების აზროვნება იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ მათ არასდროს გამორიცხონ საკუთარი ბიზნესწამოწყებების შესაძლებლობა და არ იყვნენ მხოლოდ დაქირავებულ სამუშაოზე ორიენტირებულები.

"დაქირავებულ შრომაში არაფერია დასაძრახი, მაგრამ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გვეყოლება, რომელიც შემდგომში სხვების დამსაქმებელი გახდება, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა და მით უფრო შეუქცევადი იქნება ეს პროცესი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია