გუშინ ციხისძირიდან ასწლოვანი ხე, რომლის ურეკში გადატანა აქამდე ვერ ხერხდებოდა, ციხისძირთან მიცურებულ სპეციალურ ბორანზე გადაიტანეს და დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად გაამზადეს. ბარჟა ზღვაში ორი მცირე წყალში მცურავი საშუალებით გაიყვანეს. ტიტას ხის ზღვით ტრანსპორტირებას დაახლოებით 6-7 საათი დასჭირდა.
47 მეტრი სიმაღლის ხე ბარჟაზე გუშინ გვიან საღამოს განათავსეს. 640 ტონა მასის ზღვის ნაპირამდე მიტანას ორი საათი დასჭირდა. ციხისძირიდან ხე გურიის დენდროლოგიურ პარკში გადაირგვება.
ამ ამბავს "ფეისბუქში" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:
ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
როგორც ჩანს, ვიზუალური მხარეა ფაქტორი, თორემ ტიპისგან, რომელსაც ზვიგენი ყავს სახლში და ელაპარაკება, ხის სახლში წაღება რატომ უნდა გაგიკვირდეს
გიორგი ჯანელიძე, იუმორისტი:
აგვისტოში უნდა გადაეტანათ ის ხე და სერიოზული ფლეშმობი იქნებოდა. აქედან წასული ტურისტები თავიანთ ქვეყნებში რეებს მოყვებოდნენ: ვწევარ პლაჟზე და ვხედავ დიდი ხე მიცურავს ვერტიკალურად
გივი თარგამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
ეს სევდიანი ხის ისტორიაც მიდის თავის დასასრულამდე. დასაწყისი კი მას მრავალი წლის წინ, სადღაც საქართველოში, უფრო ჭორვილისკენ ჰქონდა. ასე ახსოვს, ვიღაცამ სთქვა, მილიარდები სიკვდილის შემდეგ ყავლდება (ეს სიტყვა კარგად ვერ გაიგო, მაგრამ ემნიშვნელოვანა), სამაგიეროდ, უკვდავია ხელოვანიო. გლუვ ტვინს მოსმენილის სრულად აღქმა უჭირს, ამიტომაც შემორჩა მომცრო გონებაში: უკვდავება, ხე; ხე, უკვდავება... აეკვიატა. არ მოასვენა. შემდეგ კი ქვეცნობიერი მოლოდინი დაეუფლა. გაურკვეველი მოლოდინი. თავში სულ უტრიალებდა: "უკვდავება", "მარადისობა", "ხე"... ბოლოს ნიცშეს წაეჩხუბა და დაულაგდა, მიხვდა, რომ ეს მარადისობაში მისი გარდაუვალი უკვდავების მოლოდინია, რომლის მიღწევისთვის ერთი რამ სჭირდება - ხე. ასწლოვანი, ახოვანი, ძლიერი ხე. უცბად თავში უცნაურად გაუელვა: "ციხისძირი". მოიკითხა, მოიძია, მიაგნო. ჩააცივდა, არ შეეშვა, წამოიღო. და როცა ეს უცნაური სურათი დაინახა: ზღვაში ეულად, სევდიანად დარჩენილი ხე, ხილვაც გაუცხადდა. მიხვდა, რომ განზე რჩება, მილიარდები, მენიჩბე მონები, გაოცებული ცხოველები, შუშის კოლბა, ურეკი, ჭორვილაც; უკბილო ანეკდოტები, საყვარელი სიტყვები, ასე საოცრად რომ მთავრდებოდნენ ბოლოსართით "სთ"; ყველაფერი ყავლდება (ისევ ეს უცნაური სიტყვა). რჩება მხოლოდ უკვდავება, ზღვასავით უკიდეგანო მარადისობა და ამ მარადისობაში ეულად, სევდიანად დარჩენილი საკუთარი თავი, რომელიც ჟამთა დასალიერამდე მხოლოდ რამოდენიმე სიტყვას იბუტბუტებს: ალი ხე, მალი ხე, სალი ხე; ალი ხე, მალი ხე, სალი ხე...
იხილეთ ვიდეო| ციხისძირის ცნობილი გიგანტური ხე ტრაგიკომედიაში "არ დაიჯერებ"
გიორგი ხაბურძანია, პროდუსერი:
დარვინი საფლავში ტრიალებს. მილონობით წელი ეს ხე ადაპტაციას გადიოდა და თანამედროვე ფორმით მოაღწია ჩვენამდე სწორედ იმ გარემოში სადაც გაამართლა მისმა არსებობამ. ეს კონკრეტული ნიმუში კი 200 წელი იდგა და უძლებდა ბუნებრივ გადარჩევას, მაგრამ ევოლუციამ ბატონიბიძინა ვერ გათვალა. ანომალია, აბსურდი და მარაზმი
ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი:
ამ მანიაკი კაცის მიმართ (ოდნავ მაინც) ლოიალურებიც დაცურდით მაგრად! ამ ხის ბედზე მეტად, თვითონ ფაქტი მაგიჟებს. ივანიშვილის ყველაზე კარგი ილუსტრაციაა, ის რაც ჩვენს თვალწინ ხდება და მიუხედავად ამისა, ეს მანიაკი რომ მართავს ქვეყანას. ჭკუას რომ ეკითხებიან, მის დავალელებს ასრულებენ და ა.შ. !!!!!!!!! დიდი ხეებით გატაცება და მარკებივით შეგროვება მანიაკალიზმის დიაგნოზია
ნიკა გვარამია, "რუსთავის 2"-ის გენერალური დირექტორი:
კაცს ამდენი ფული ქონდეს და ყველა დასცინოდეს ან ღიად ან გულში, მე ჯერ არ გამიგია. არსად და არასდროს
გოგი გვახარია, კინოკრიტიკოსი:
ეს ხეც რომ ფალოსს ნიშნავს თურმე. გიჟია-ოხერი? რამდენჯერაც ”მოქალაქე კეინი” ვნახე, იმდენჯერ ვიფიქრე ჩემთვის - რად უნდოდა კეინს ზოოპარკები, ჟირაფები და სპილოები :) ამ სიბერეში ამას მაინც მივხვდი მგონი
ელენე ხოშტარია, GRASS-ის თანადამფუძნებელი:
არ ვიცი ვიზუალიზაციამ და დრამატურგიამ იმოქმედა თუ რამ, მაგრამ ესეთი შეურაცხყოფილი დიდი ხანია არ ვყოფილვარ, როგორც ხის ამბავზე. მცხვენია, რომ დასაშვებია ეს ხდებოდა და მე ვერაფერი ვქენი ამის საწინააღმდეგო!
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:
დღეს პრობლემა ივნაიშვილის არაფორმალური მმართველობაა და არაა მის მიერ ხეების გადარგვა. პირიქით, ნეტა, მარტო ხეების გადარგვით იყოს დაკავებული! მე ძალიანაც მომწონს, რომ ასეტი უნკლაური ოპერაცია, როგრიცაა ამხელა ხის ტრანსპორტირება, ჩვენთან განხორციელდა! მხოლოდ აღფრთოვანებული ვარ ქართველი ინჟინრებით!
ივანიშვილის ხესთან დაკავშირებით მე მხოლოდ ერთ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი: სხვა რომელიმე მდიდარ ადამიანს რომ მოენდომებინა იგივეს გაკეთება, ამის უფლებას მასაც მისცემდნენ? თუ კი, მაშინ პრობლემა რაშია? ანუ თუ კანონი არ დარღვეულა, მაშინ ვისი რა საქმეა თავის ფულს ადამიანი, რომელი ხუშტურის დაკმაყოფილებაში დახარჯავს?
ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:
ხე მიაქვთ ბატონთან. აქ ხეზე კი არაა პრობლემა, გიგანტურზე და ასწლოვანზე, უბრალოდ, ფსიქიური მდგომარეობა მაშინებს იმ ადამიანის, ვისაც ეს თავში აზრად მოუვიდა და არც ეგ შემაშინებდა, ქვეყნის მოკიდებაც და ასე სხვაგან გადატანაც რომ არ შეეძლოს. თუ მოუნდა აი ასე, სათითაოდ მიგვაბრძანებენ სადაც ბატონს უნდა :)
თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დირექტორი:
გიგანტურ მთებზე რომ შეიშალოს ფანატიკურად, მაშინ ნახეთ თქვენ მისი ქვეშევრდომების თავსატეხი
ნინო დანელია, მედიაექსპერტი:
სულ ველოდები, რომ არ დაემორჩილება ეს ხე ბოროტ მბრძანებელს, აიწევა ჰაერში და ძველ ადგილს დაუბრუნდება, სვეტი ცხოველივით