პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ რომ შემრცხვეს, შეიძლება ერთი-ორ შინაურ ადამიანს ვაწყენინო" - თამაზ მეჭიაური
"ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ რომ შემრცხვეს, შეიძლება ერთი-ორ შინაურ ადამიანს ვაწყენინო" - თამაზ მეჭიაური

პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი მი­ი­იჩ­ნევს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ვის­ზეც მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლა არ­სე­ბობს, თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან უნდა გა­დად­გნენ. რო­გორც მე­ჭი­ა­ურ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ის ყო­ველ­თვის ფიქ­რობ­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ უნდა ჩარ­თუ­ლი­ყო კამ­პა­ნი­ა­ში და კად­რე­ბი არ უნდა გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა, რად­გან გა­ნად­გუ­რე­ბა მოხ­დე­ბო­და მხო­ლოდ იმ კად­რე­ბის, რაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბობ­და.

"ეს კად­რე­ბი და­უკ­ვე­თა, გა­და­ი­ღო და ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე ეგ­ზემპლი­ა­რა­დაც გა­და­ამ­რავ­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც ამის შე­მოქ­მე­დი იყო. მე მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მა იყო ის, რომ არ უნდა აყო­ლო­და იმ კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც მა­შინ იყო, რომ კად­რე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ყო, ვი­ნა­ი­დან ფაქ­ტი­უ­რად გა­ნად­გურ­და მხო­ლოდ ის კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბობ­და, და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნი­დან იქ­ნე­ბა გა­ტა­ნი­ლი, ზოგი ალ­ბათ აქაც არის შე­ნა­ხუ­ლი. სწო­რად მი­მაჩ­ნდა, რომ მა­შინ­ვე ბო­ლომ­დე მი­სუ­ლი­ყო გა­მო­ძი­ე­ბა. ასეთ რა­მეს ვე­რა­ვინ გა­ბე­დავ­და უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის ან უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნდა დარ­ქმე­ო­და", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე ცი­ხე­ში არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩას­მუ­ლი, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, თუ ვინ ჩა­დი­ო­და ამას.

"და­ნა­შა­უ­ლე­ბი უნდა და­ყო­ფი­ლი­ყო სიმ­სუ­ბუ­ქის და სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით, უნდა ჩა­მოგ­ვე­წე­რა და­ნა­შა­უ­ლე­ბის ნა­წი­ლი, უნდა გვცოდ­ნო­და, რომ ამა თუ იმ ადა­მი­ან­მა ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, ვა­პა­ტი­ებ­დით, ხოლო უნდა დას­ჯი­ლი­ყო ამ ამ­ბის შე­მოქ­მე­დი. თვალ­თვა­ლის ობი­ექ­ტი მა­შინ ყვე­ლა ვი­ყა­ვით. ჩემ­ზე თუ რა­ი­მეს გავ­რცე­ლე­ბა უნ­დათ, გა­ავ­რცე­ლონ, მე არაფ­რის მე­ში­ნია. ისეთს ვე­რა­ფერს გა­მივ­რცე­ლე­ბენ, რომ ძა­ლი­ან შემ­რცხვეს. შე­იძ­ლე­ბა ერთი-ორ ძა­ლი­ან ში­ნა­ურ ადა­მი­ანს ვა­წყე­ნი­ნო. ამაზ­რზე­ნია და ალ­ბათ არა­კა­ცუ­რიც, ვი­ღა­ცის სა­ძი­ნე­ბელ­ში რა­ღა­ცე­ებს რომ აყე­ნებ, ამა­ზე ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით. ამ ყვე­ლა­ფერს მი­ა­ბეს მე­ო­რე თემა, თით­ქოს, რად­გან თვალ­თვა­ლი ამაზ­რზე­ნია, ამი­ტომ ვი­დე­ო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟი გმი­რია. ასე არ არის. მე თავს წმინ­და­ნად არ მი­ვიჩ­ნევ, რომ ვინ­მეს ასეთ სა­კი­თხებ­ზე მი­ვუ­თი­თო, ვინ რა უნდა აკე­თოს და ვინ ვის­თან ია­როს, მაგ­რამ არ­სე­ბობს მე­ო­რე კა­ტე­გო­რია, უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ისი­ნი ვინც თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებს და ისი­ნი, ვი­საც თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა სურს, თუ ვი­ნე­ზე არ­სე­ბობს ასე­თი მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლა, უნდა გა­დად­გნენ", - აღ­ნიშ­ნა თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა.

sponsored by ContentRoom

"ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ რომ შემრცხვეს, შეიძლება ერთი-ორ შინაურ ადამიანს ვაწყენინო" - თამაზ მეჭიაური

"ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ რომ შემრცხვეს, შეიძლება ერთი-ორ შინაურ ადამიანს ვაწყენინო" - თამაზ მეჭიაური

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები, ვისზეც მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს, თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ. როგორც მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩართულიყო კამპანიაში და კადრები არ უნდა გაენადგურებინა, რადგან განადგურება მოხდებოდა მხოლოდ იმ კადრების, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობდა.

"ეს კადრები დაუკვეთა, გადაიღო და ალბათ რამდენიმე ეგზემპლიარადაც გადაამრავლა ხელისუფლებამ, რომელიც ამის შემოქმედი იყო. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების შეცდომა იყო ის, რომ არ უნდა აყოლოდა იმ კამპანიას, რომელიც მაშინ იყო, რომ კადრები განადგურებულიყო, ვინაიდან ფაქტიურად განადგურდა მხოლოდ ის კადრები, რომლებიც სამინისტროში არსებობდა, დანარჩენი ქვეყნიდან იქნება გატანილი, ზოგი ალბათ აქაც არის შენახული. სწორად მიმაჩნდა, რომ მაშინვე ბოლომდე მისულიყო გამოძიება. ასეთ რამეს ვერავინ გაბედავდა უმაღლესი თანამდებობის პირების მხარდაჭერის ან უშუალო მონაწილეობის გარეშე. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დარქმეოდა", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატის თქმით, ყველა დამნაშავე ციხეში არ უნდა ყოფილიყო ჩასმული, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო, თუ ვინ ჩადიოდა ამას.

"დანაშაულები უნდა დაყოფილიყო სიმსუბუქის და სიმძიმის მიხედვით, უნდა ჩამოგვეწერა დანაშაულების ნაწილი, უნდა გვცოდნოდა, რომ ამა თუ იმ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ვაპატიებდით, ხოლო უნდა დასჯილიყო ამ ამბის შემოქმედი. თვალთვალის ობიექტი მაშინ ყველა ვიყავით. ჩემზე თუ რაიმეს გავრცელება უნდათ, გაავრცელონ, მე არაფრის მეშინია. ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ, რომ ძალიან შემრცხვეს. შეიძლება ერთი-ორ ძალიან შინაურ ადამიანს ვაწყენინო. ამაზრზენია და ალბათ არაკაცურიც, ვიღაცის საძინებელში რაღაცეებს რომ აყენებ, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამ ყველაფერს მიაბეს მეორე თემა, თითქოს, რადგან თვალთვალი ამაზრზენია, ამიტომ ვიდეოების მონაწილე ყველა პერსონაჟი გმირია. ასე არ არის. მე თავს წმინდანად არ მივიჩნევ, რომ ვინმეს ასეთ საკითხებზე მივუთითო, ვინ რა უნდა აკეთოს და ვინ ვისთან იაროს, მაგრამ არსებობს მეორე კატეგორია, უმაღლესი თანამდებობის პირები, ისინი ვინც თანამდებობებს იკავებს და ისინი, ვისაც თანამდებობის დაკავება სურს, თუ ვინეზე არსებობს ასეთი მაკომპრომეტირებელი მასალა, უნდა გადადგნენ", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."