პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე სოსო დოლიძე დაკითხეს - რაზე ისაუბრა გამოძიებასთან ბიზნესმენმა
ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე სოსო დოლიძე დაკითხეს - რაზე ისაუბრა გამოძიებასთან ბიზნესმენმა

ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის დაჭ­რის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბამ ბიზ­ნეს­მე­ნი სოსო დო­ლი­ძე და­კი­თხა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბიზ­ნეს­მე­ნის ად­ვო­კატ­მა ლილი გე­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. დო­ლი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბამ ანა­ბეჭ­დე­ბი და სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის­თვის სხვა სა­ხის ანა­ლი­ზე­ბი აუღო.

გე­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო დო­ლი­ძის და­კი­თხვა იმ დღეს­ვე მოხ­და, რო­დე­საც ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი დაჭ­რეს. მი­სი­ვე თქმით, ბიზ­ნეს­მენ­მა გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი თა­ვად გა­მოთ­ქვა და საქ­მე­ზე და­კი­თხვაც თა­ვად ითხო­ვა.

"მას შემ­დეგ რაც პეტ­რი­აშ­ვი­ლის დაჭ­რის ფაქ­ტი მოხ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად სა­ხელ­დე­ბო­და სოსო დო­ლი­ძე და პირ­და­პირ ასა­ხე­ლებ­დნენ მას. ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და თა­ვად სოსო დო­ლი­ძის­თვი­საც. თვი­თონ დაგ­ვი­კავ­შირ­და ად­ვო­კა­ტებს და გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით პრო­კუ­რა­ტუ­რას და ვუ­თხა­რით, რომ ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად მზად ვი­ყა­ვით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­უ­რე­კეს მას პო­ლი­ცი­ი­დან და და­ი­ბა­რეს და­კი­თხვა­ზე, რო­მელ­საც ად­ვო­კა­ტე­ბიც ვეს­წრე­ბო­დით. სოსო დო­ლი­ძემ დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა სად იმ­ყო­ფე­ბო­და იმ დღეს, რას აკე­თებ­და. მის­გან აი­ღეს ასე­ვე სა­ექ­სპე­ტო კვლე­ვის­თვის ანა­ლი­ზე­ბი, ანა­ბეჭ­დე­ბი", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლილი გე­ლაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კი­თხვის შემ­დეგ, გა­მო­ძი­ე­ბას ბიზ­ნეს­მენ სოსო დო­ლი­ძეს­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია. ლილი გე­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­ლი­ძემ არც ის იცის ვინ არის და­კა­ვე­ბუ­ლი ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის დაჭ­რის ფაქ­ტზე და შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბულ­თან რა­ი­მე სა­ხის ნაც­ნო­ბო­ბა არ აკავ­ში­რებს.

წა­ი­კი­თხეთ: ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილს ბოლო დროს ემუქ­რე­ბოდ­ნენ... - ვის სა­ხელს უკავ­ში­რე­ბენ პო­ლი­ტი­კოს­ზე თავ­დას­ხმას

ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე სოსო დოლიძე დაკითხეს - რაზე ისაუბრა გამოძიებასთან ბიზნესმენმა

ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე სოსო დოლიძე დაკითხეს - რაზე ისაუბრა გამოძიებასთან ბიზნესმენმა

ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებამ ბიზნესმენი სოსო დოლიძე დაკითხა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბიზნესმენის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა. დოლიძეს გამოძიებამ ანაბეჭდები და საექსპერტო კვლევისთვის სხვა სახის ანალიზები აუღო.

გელაშვილის ინფორმაციით, სოსო დოლიძის დაკითხვა იმ დღესვე მოხდა, როდესაც ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს. მისივე თქმით, ბიზნესმენმა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი თავად გამოთქვა და საქმეზე დაკითხვაც თავად ითხოვა.

"მას შემდეგ რაც პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი მოხდა, სოციალურ ქსელში აქტიურად სახელდებოდა სოსო დოლიძე და პირდაპირ ასახელებდნენ მას. ამის შესახებ ცნობილი გახდა თავად სოსო დოლიძისთვისაც. თვითონ დაგვიკავშირდა ადვოკატებს და გამოთქვა მზადყოფნა გამოძიებასთან თანამშრომლობის. ჩვენ დავუკავშირდით პროკურატურას და ვუთხარით, რომ ჩვენების მისაცემად მზად ვიყავით. აქედან გამომდინარე დაურეკეს მას პოლიციიდან და დაიბარეს დაკითხვაზე, რომელსაც ადვოკატებიც ვესწრებოდით. სოსო დოლიძემ დეტალურად აღწერა სად იმყოფებოდა იმ დღეს, რას აკეთებდა. მისგან აიღეს ასევე საექსპეტო კვლევისთვის ანალიზები, ანაბეჭდები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლილი გელაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკითხვის შემდეგ, გამოძიებას ბიზნესმენ სოსო დოლიძესთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. ლილი გელაშვილის ინფორმაციით, დოლიძემ არც ის იცის ვინ არის დაკავებული ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე და შესაბამისად, ბრალდებულთან რაიმე სახის ნაცნობობა არ აკავშირებს.

წაიკითხეთ: ალექსი პეტრიაშვილს ბოლო დროს ემუქრებოდნენ... - ვის სახელს უკავშირებენ პოლიტიკოსზე თავდასხმას

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ