პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასავლური მედია ბრიუსელის ტერაქტების შემსრულებელთა შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
დასავლური მედია ბრიუსელის ტერაქტების შემსრულებელთა შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

და­სავ­ლუ­რი მე­დია ბრი­უ­სე­ლის ტე­რაქ­ტე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­თა შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. ბელ­გი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე დაყ­რდნო­ბით მე­დია წერს, რომ ტე­რაქ­ტე­ბი ბელ­გი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში ოთხმა ადა­მი­ან­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, აქე­დან ერთ-ერთი გა­დარ­ჩა და მას ახლა პო­ლი­ცია ეძებს. მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ოთხი­დან ორი თავ­დამ­სხმე­ლი ძმე­ბი ბრა­ჰიმ და ჰა­ლილ ბაკ­რა­უ­ი­ე­ბი არი­ან.

ბელ­გი­ის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ფრე­დე­რიკ ვან ლე­ვის ცნო­ბით, 29 წლის ბრა­ჰიმ ბაკ­რა­უ­იმ, რო­მე­ლიც ბელ­გი­ის მო­ქა­ლა­ქეა, ბრი­უ­სე­ლის აე­რო­პორ­ტში თავი აი­ფეთ­ქა, ხოლო მის­მა ძმამ, ბელ­გი­ის მო­ქა­ლა­ქე 27 წლის ჰა­ლიდ ბაკ­რა­უ­იმ შა­ჰი­დის ქა­მა­რი მალ­ბე­კის სად­გურ­ზე აა­მოქ­მე­და.

ორი­ვე ძმა ცნო­ბი­ლი იყო სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის გამო, კერ­ძოდ, ჰა­ლიდ ბაკ­რა­უ­ის ინ­ტერ­პო­ლი ტე­რო­რიზ­მთან კავ­ში­რე­ბის­თვის ეძებ­და.

გუ­შინ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეპ თაიპ ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 2015 წლის ივ­ნის­ში თურ­ქეთ­მა ბრა­ჰიმ ბაკ­რა­უ­ის დე­პორ­ტა­ცია ბელ­გი­ა­ში მო­ახ­დი­ნა, თურ­ქულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა კი გა­აფრ­თხი­ლეს ბელ­გი­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ ბრა­ჰი­მი ჯი­ჰა­დის­ტი მებ­რძო­ლი იყო, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნე­ლებ­მა გაფრ­თხი­ლე­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს.

რო­გორც გუ­შინ ბელ­გი­ის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, ტე­რაქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე ბრა­ჰიმ­მა პერ­სო­ნა­ლურ კომ­პი­უ­ტერ­ში ჩა­ნა­წე­რი და­ტო­ვა ში­ნა­არ­სით, რომ არ იცის რა გა­ა­კე­თოს და მას ყველ­გან ეძე­ბენ.

ბელ­გი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ადას­ტუ­რებს ოთხი­დან და­ნარ­ჩე­ნი ორი თავ­დამ­სხმე­ლის ვი­ნა­ო­ბას, თუმ­ცა, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა იტყო­ბი­ნე­ბა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ნა­ჯიმ ლაშ­რა­უ­ია.

სამ­შა­ბათს ბელ­გი­ის პო­ლი­ცი­ამ ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ი­დე­ბი ჩა­ა­ტა­რა, რა დრო­საც ბრი­უ­სე­ლის შარ­ბე­კის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში 15 კი­ლოგ­რა­მი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, ქი­მი­კა­ტე­ბი და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" დრო­შა აღ­მო­ა­ჩი­ნა.

რე­ი­დის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბი­ნა­ში სა­ლაჰ აბ­დეს­ლა­მის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც პა­რი­ზის ტე­რაქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

სა­ლეჰ აბ­დეს­ლა­მი ბრი­უ­სელ­ში გა­სულ პა­რას­კევს და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ცნო­ბით, ის ბელ­გი­ა­ში ახალ ტე­რაქ­ტებს ამ­ზა­დებ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დასავლური მედია ბრიუსელის ტერაქტების შემსრულებელთა შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

დასავლური მედია ბრიუსელის ტერაქტების შემსრულებელთა შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

დასავლური მედია ბრიუსელის ტერაქტების შემსრულებელთა შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ტერაქტები ბელგიის დედაქალაქში ოთხმა ადამიანმა განახორციელა, აქედან ერთ-ერთი გადარჩა და მას ახლა პოლიცია ეძებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოთხიდან ორი თავდამსხმელი ძმები ბრაჰიმ და ჰალილ ბაკრაუიები არიან.

ბელგიის მთავარი პროკურორის ფრედერიკ ვან ლევის ცნობით, 29 წლის ბრაჰიმ ბაკრაუიმ, რომელიც ბელგიის მოქალაქეა, ბრიუსელის აეროპორტში თავი აიფეთქა, ხოლო მისმა ძმამ, ბელგიის მოქალაქე 27 წლის ჰალიდ ბაკრაუიმ შაჰიდის ქამარი მალბეკის სადგურზე აამოქმედა.

ორივე ძმა ცნობილი იყო სამართალდამცველებისთვის კრიმინალური წარსულის გამო, კერძოდ, ჰალიდ ბაკრაუის ინტერპოლი ტერორიზმთან კავშირებისთვის ეძებდა.

გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2015 წლის ივნისში თურქეთმა ბრაჰიმ ბაკრაუის დეპორტაცია ბელგიაში მოახდინა, თურქულმა სპეცსამსახურებმა კი გააფრთხილეს ბელგიელი პარტნიორები, რომ ბრაჰიმი ჯიჰადისტი მებრძოლი იყო, თუმცა ამ უკანასკნელებმა გაფრთხილება არ გაითვალისწინეს.

როგორც გუშინ ბელგიის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ტერაქტის განხორციელებამდე ბრაჰიმმა პერსონალურ კომპიუტერში ჩანაწერი დატოვა შინაარსით, რომ არ იცის რა გააკეთოს და მას ყველგან ეძებენ.

ბელგიის პროკურატურა ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ოთხიდან დანარჩენი ორი თავდამსხმელის ვინაობას, თუმცა, როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, ერთ-ერთი მათგანი ნაჯიმ ლაშრაუია.

სამშაბათს ბელგიის პოლიციამ ანტიტერორისტული რეიდები ჩაატარა, რა დროსაც ბრიუსელის შარბეკის რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 15 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ქიმიკატები და "ისლამური სახელმწიფოს" დროშა აღმოაჩინა.

რეიდის დროს სამართალდამცველებმა ბინაში სალაჰ აბდესლამის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს, რომელიც პარიზის ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

სალეჰ აბდესლამი ბრიუსელში გასულ პარასკევს დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ის ბელგიაში ახალ ტერაქტებს ამზადებდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა