პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეიცვლება ევროკავშირში ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ
რა შეიცვლება ევროკავშირში ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ

22 მარ­ტის ბრი­უ­სე­ლის ტე­რაქ­ტებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ევ­რო­პა ტე­რო­რიზ­მთან გამ­კლა­ვე­ბას ვერ ახერ­ხებს. ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხე უკვე ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­და. ამის შე­სა­ხებ ანა­ლი­ტი­კუ­რი კომ­პა­ნია stratfor-ის სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც ავ­ტო­რი წერს, ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხის ზრდის გამო საფრ­თხე ექ­მნე­ბა შენ­გე­ნის შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნებს შო­რის სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის გა­უქ­მე­ბა­სა და თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამას­თან, ში­შის ზრდა კონ­ტი­ნენტზე სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბის გამ­წვა­ვე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

stratfor-ის სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, ბრი­უ­სე­ლის ტე­რაქ­ტე­ბის პირ­ვე­ლი შე­დე­გი ევ­რო­კავ­ში­რის სა­სა­ზღვრო კონ­ტროლ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბლოკ­ში ახა­ლი დე­ბა­ტე­ბი იქ­ნე­ბა. შენ­გე­ნის შე­თან­ხმე­ბა 2015 წლის და­სა­წყის­ში მიგ­რა­ცი­ის კრი­ზი­სის გამო უკვე დად­გა საფრ­თხის ქვეშ. პა­რიზ­ში ნო­ემ­ბერ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა თავ­დას­ხმებ­მა ეს პრო­ცე­სი კი­დევ უფრო და­აჩ­ქა­რა, ვი­ნა­ი­დან რო­გორც ცნო­ბი­ლია, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი საფ­რან­გეთ­სა და ბელ­გი­ას შო­რის ისე გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, რომ ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, პა­რი­ზის ტე­რა­ტ­ქე­ბის შემ­დეგ საფ­რან­გეთ­მა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლი გა­ამ­კაც­რა. ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ შენ­გე­ნის ზო­ნა­ში სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლი 2016 წლის ბო­ლომ­დე უნდა გა­უქ­მდეს. თუმ­ცა, ბოლო თავ­დას­ხმებ­მა ნა­თე­ლი გა­ხა­და, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ცალ­კე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იქ­ნე­ბა. იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა შეიცვლება ევროკავშირში ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ

რა შეიცვლება ევროკავშირში ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ

22 მარტის ბრიუსელის ტერაქტებმა აჩვენა, რომ ევროპა ტერორიზმთან გამკლავებას ვერ ახერხებს. ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ტერორიზმის საფრთხე უკვე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია stratfor-ის სტატიაშია აღნიშნული.

როგორც ავტორი წერს, ტერორიზმის საფრთხის ზრდის გამო საფრთხე ექმნება შენგენის შეთანხმებას, რომელიც ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის გაუქმებასა და თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობს. ამასთან, შიშის ზრდა კონტინენტზე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების გამწვავებას შეუწყობს ხელს.

stratfor-ის სტატიის მიხედვით, ბრიუსელის ტერაქტების პირველი შედეგი ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებით ბლოკში ახალი დებატები იქნება. შენგენის შეთანხმება 2015 წლის დასაწყისში მიგრაციის კრიზისის გამო უკვე დადგა საფრთხის ქვეშ. პარიზში ნოემბერში განხორციელებულმა თავდასხმებმა ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა, ვინაიდან როგორც ცნობილია, თავდამსხმელები საფრანგეთსა და ბელგიას შორის ისე გადაადგილდებოდნენ, რომ ვერავინ შენიშნა. შესაბამისად, პარიზის ტერატქების შემდეგ საფრანგეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლი 2016 წლის ბოლომდე უნდა გაუქმდეს. თუმცა, ბოლო თავდასხმებმა ნათელი გახადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ცალკეული ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველი იქნება. იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."