პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიდელ კასტრომ ობამას კუბაში ვიზიტი 40 წლის წინ "იწინასწარმეტყველა"?
ფიდელ კასტრომ ობამას კუბაში ვიზიტი 40 წლის წინ "იწინასწარმეტყველა"?

"ამე­რი­კა ჩვენ­თან სა­ლა­პა­რა­კოდ მოვა მა­შინ, რო­დე­საც შავ­კა­ნი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტი ეყო­ლე­ბა, რო­მის პაპი კი ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კი­დან იქ­ნე­ბა" - სი­ტყვე­ბი, რო­მელ­საც კუ­ბის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ფი­დელ კას­ტროს მი­ა­წე­რენ, ობა­მას კუ­ბა­ში ის­ტო­რი­უ­ლი ვი­ზი­ტის დროს ელ­ვის სის­წრა­ფით მო­ე­დო სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას. კას­ტროს "წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა" თით­ქოს ახდა: ობა­მა ამე­რი­კის პირ­ვე­ლი შავ­კა­ნი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტია, კა­თო­ლი­კუ­რი სამ­ყა­როს მწყემ­სი პაპი ფრან­ცის­კე კი არ­გენ­ტი­ნე­ლია.

სი­ტყვე­ბი, რო­მელ­საც კას­ტროს 1973 წლის ინ­ტერ­ვი­უს უკავ­ში­რე­ბენ, 2016 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­მე­დი­ა­ში აი­ტა­ცეს, მრა­ვალ ენა­ზე ითარ­გმნა და მკი­თხვე­ლის გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია. ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა "მო­მავ­ლის გან­ჭვრე­ტა" კუ­ბის მა­შინ­დელ­მა ლი­დერ­მა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, კას­ტრომ ეს გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვის პა­სუ­ხად 1973 წელს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ამ ცი­ტა­ტის წყა­რო შე­საძ­ლოა, იყოს 1977 წელს ფი­დელ კას­ტროს ინ­ტერ­ვიუ ამე­რი­კულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან. თუმ­ცა მა­შინ მას არც "შავ­კა­ნი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტი" და არც "ლა­თი­ნო ამე­რი­კე­ლი პაპი" არ უხ­სე­ნე­ბია. მა­შინ კო­რეს­პონ­დენ­ტთან კას­ტრომ აღ­ნიშ­ნა, რომ ჰა­ვა­ნა­სა და ვა­შინგტონს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა შე­საძ­ლოა, მოხ­დეს ჯიმი კარ­ტე­რის მე­ო­რე ვა­დის პი­რო­ბებ­ში. თუმ­ცა, ამე­რი­კე­ლებს კარ­ტე­რი მე­ო­რე ვა­დით არ აურ­ჩე­ვი­ათ.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ის­ტო­რია "კას­ტრო­ზე, შავ­კა­ნი­ან პრე­ზი­დენ­ტსა და ლა­თი­ნო ამე­რი­კელ პაპ­ზე" უფრო ლე­გენ­დაა, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ კუ­ბა­ში ვი­ზი­ტად მყოფ არ­გენ­ტი­ნელ ჟურ­ნა­ლისტსა და მწე­რალს პედ­რო ხორ­ხე სო­ლანს ტაქ­სის მძღოლ­მა ედუ­არ­დო დე ლა ტო­რემ უამ­ბო. დე ლა ტო­რემ სო­ლას უთხრა, რომ ეს ამ­ბა­ვი კუ­ბა­ში ანეკ­დო­ტად და­დის, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­მა ლი­დერ­მა ეს სი­ტყვე­ბი ნამ­დვი­ლად თქვა. ასეა თუ ისე, ლე­გენ­და-ანეკ­დო­ტი რე­ა­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და პირ­ვე­ლად 1959 წლის შემ­დეგ ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი კუ­ბა­ში სა­კუ­თა­რი ფე­ხით, ოჯახ­თან ერ­თად ჩა­ვი­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია translatingcuba.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ფიდელ კასტრომ ობამას კუბაში ვიზიტი 40 წლის წინ "იწინასწარმეტყველა"?

ფიდელ კასტრომ ობამას კუბაში ვიზიტი 40 წლის წინ "იწინასწარმეტყველა"?

"ამერიკა ჩვენთან სალაპარაკოდ მოვა მაშინ, როდესაც შავკანიანი პრეზიდენტი ეყოლება, რომის პაპი კი ლათინური ამერიკიდან იქნება" - სიტყვები, რომელსაც კუბის ყოფილ პრეზიდენტს ფიდელ კასტროს მიაწერენ, ობამას კუბაში ისტორიული ვიზიტის დროს ელვის სისწრაფით მოედო სოციალურ მედიას. კასტროს "წინასწარმეტყველება" თითქოს ახდა: ობამა ამერიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტია, კათოლიკური სამყაროს მწყემსი პაპი ფრანცისკე კი არგენტინელია.

სიტყვები, რომელსაც კასტროს 1973 წლის ინტერვიუს უკავშირებენ, 2016 წელს სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტმედიაში აიტაცეს, მრავალ ენაზე ითარგმნა და მკითხველის გაოცება გამოიწვია. ყველა აღფრთოვანებულია, თუ როგორ მოახერხა "მომავლის განჭვრეტა" კუბის მაშინდელმა ლიდერმა. ერთ-ერთი ვერსიით, კასტრომ ეს განცხადება ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად 1973 წელს პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კიდევ ერთი ვერსიით, ამ ციტატის წყარო შესაძლოა, იყოს 1977 წელს ფიდელ კასტროს ინტერვიუ ამერიკულ ტელეკომპანიასთან. თუმცა მაშინ მას არც "შავკანიანი პრეზიდენტი" და არც "ლათინო ამერიკელი პაპი" არ უხსენებია. მაშინ კორესპონდენტთან კასტრომ აღნიშნა, რომ ჰავანასა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლოა, მოხდეს ჯიმი კარტერის მეორე ვადის პირობებში. თუმცა, ამერიკელებს კარტერი მეორე ვადით არ აურჩევიათ.

სინამდვილეში, ისტორია "კასტროზე, შავკანიან პრეზიდენტსა და ლათინო ამერიკელ პაპზე" უფრო ლეგენდაა, რომელიც წლების წინ კუბაში ვიზიტად მყოფ არგენტინელ ჟურნალისტსა და მწერალს პედრო ხორხე სოლანს ტაქსის მძღოლმა ედუარდო დე ლა ტორემ უამბო. დე ლა ტორემ სოლას უთხრა, რომ ეს ამბავი კუბაში ანეკდოტად დადის, თუმცა დარწმუნებულია, რომ რევოლუციონერმა ლიდერმა ეს სიტყვები ნამდვილად თქვა. ასეა თუ ისე, ლეგენდა-ანეკდოტი რეალობაში განხორციელდა და პირველად 1959 წლის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი კუბაში საკუთარი ფეხით, ოჯახთან ერთად ჩავიდა.

მომზადებულია translatingcuba.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა