პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს რუსულ მარქსიზმის თვალაბმული თუთიყუში... საკუთარი აზრი არაფერში არ აბადია" - ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას შესახებ
"ეს რუსულ მარქსიზმის თვალაბმული თუთიყუში... საკუთარი აზრი არაფერში არ აბადია" - ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას შესახებ

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ნოე ჟორ­და­ნი­ას შე­სა­ხებ:

"ბან­კი საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა და "ფი­ნან­სი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან" ისე­თი­ვე მსგავ­სე­ბა აქვს, რო­გორც ზღვა­სა და ხმე­ლეთს, წყალ­სა და ცე­ცხლსა. განა აქე­დამ აშ­კა­რად არა სჩანს, რომ ბ-ნი ნოე ჟორ­და­ნია - ეს რუ­სულ მარ­ქსიზ­მის თვა­ლაბ­მუ­ლი თუ­თი­ყუ­ში - იმ­დე­ნად უმე­ცა­რია, რომ ამ ორი სი­ტყვის - კრე­დი­ტის და ფი­ნან­სის მნიშ­ვნე­ლო­ბაც კი ვერ გა­ურ­ჩე­ვია, არა სცოდ­ნია. აფ­სუს გერ­მა­ნი­ავ! ბ-ნი ჟორ­და­ნია მი­თამ­და სწავ­ლი­სა და ცოდ­ნი­სათ­ვის იქ იყო წა­სუ­ლი, მაგ­რამ, რო­გორც ეტყო­ბა, ცა­რი­ე­ლი წა­სუ­ლა და ცა­რი­ე­ლი­ვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. სირ­ცხვი­ლი გერ­მა­ნი­ას! ასე ცა­რი­ე­ლი რო­გორ გა­მო­უს­ტუმ­რე­ბია, რომ არც-კი უცო­დი­ნე­ბია, - რა არის საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და რაა ფი­ნან­სი­უ­რი. ეს ან­ბა­ნი პო­ლი­ტი­კურ ეკო­ნო­მი­ის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა რომ ვერ გა­უ­გია და ვერ უს­წავ­ლია, მო­დით და ახლა და­უ­ჯე­რეთ, რომ ბ-ნი ნოე ჟორ­და­ნია გა­გე­ბუ­ლი და შიგ-ჩა­ხე­დუ­ლი მარ­ქსის­ტია. მაგ­რამ გერ­მა­ნი­ი­სა აქ რა ბრა­ლია. გოგ­რა ვერ გახ­დე­ბა ში­რა­ზის შუ­შად, რაც გინ­და მაღ­ლა თა­რო­ზე დას­ვა­თო, ნათ­ქვა­მია. აქ მი­ზე­ზი კა­ცია და გუ­ნე­ბა, და არა გერ­მა­ნია...

მე ერთი, ერ­თად-ერთი სი­ტყვაც არ მახ­სოვს მისი იმის­თა­ნა, რომ ცო­ცხა­ლი სი­ტყვა იყოს, გულ­სა და გო­ნე­ბას გა­საღ­ვი­ძებ­ლად მოხ­ვედ­რო­დეს. აბა რამ­დე­ნი უწე­რია და ერთი ამის­თა­ნა სი­ტყვა მა­გა­ლი­თად მიჩ­ვე­ნეთ. მისი სა­უ­ბა­რი ერთი რა­ღაც უგე­მუ­რად კე­ვის ღეჭ­ვაა. სა­კუ­თა­რი აზრი არა­ფერ­ში არ აბა­დია: რაც სხვი­სა­გან თუ­თი­ყუ­ში­ვით არ გა­უ­ზე­პი­რე­ბია, ისიც ღმერ­თმა იცის რო­გორ, და რაც მისს სა­კუ­თარს ჭკუ­ა­ზე მი­ვარ­დნი­ლა, იქ ყველ­გან ფეხი მოსხლე­ტია და სრუ­ლი არა­რა­ო­ბა გა­მო­უ­ჩე­ნია. ცა ქუ­დად არ მი­აჩ­ნია, დე­და­მი­წა ქა­ლამ­ნად, აქაო და ხუთი-ექ­ვსი ფრა­ზა რუ­სულ მარ­ქსიზ­მი­სა უს­წავ­ლია, ისიც იმის­თა­ნა მარ­ქსის­ტე­ბი­სა­გან, რო­მელ­თა­ნა­ებ­ზე თი­თონ მარ­ქსმა სთქვა: რაც გინ­დათ და­მარ­ქვით, ოღონდ მარ­ქსის­ტო­ბას-კი ნუ დამ­წა­მებ­თო. ასე იუ­ა­რა მარ­ქსმა იმის­თა­ნა მარ­ქსის­ტე­ბი, რო­გო­რიც ჩვენ­ში ბ-ნი ნოე ჟორ­და­ნი­აა და მისი წი­ლა­დო­ბილ­ნი...

"ძი­რი­ა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა" ფულ­სა და წო­დე­ბის შუა! გა­გი­გო­ნი­ათ სად­მე, ან ვის­გან­მე ასე­თი თავ­ზე-ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ბოდ­ვა! ჭკუ­ის კო­ლოფს რომ იტყვი­ან, სწო­რედ ეს არის, თუ არ და­გიშ­ლი­ათ! ბ-ნი ნოე ჟორ­და­ნია ახა­ლი კა­ცია და სულ იმას ჰქა­დუ­ლობს, რომ ახა­ლი აზ­რე­ბი შე­მო­აქვს ჩვენ­ში. თუმ­ცა ამ სი­ტყვებ­ში არა­ვი­თა­რი აზრი არ არის, არც ძვე­ლი და არც ახა­ლი, მაგ­რამ მთლად ახა­ლი ბოდ­ვა კია, და ყო­ვე­ლი­ვე ახა­ლი, გინდ ბოდ­ვაც და სუ­ლე­ლო­ბაც იყოს, მა­ინც კარ­გია, თო­რემ ბ-ნი ნოე ჟორ­და­ნია ხელს არ მოჰ­კი­დებ­და".

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე. ნა­წყვე­ტე­ბი სტა­ტი­ი­დან "უმეც­რო­ბის ფარ­თი-ფურ­თი". 1900 წ.

დათა
1

ჩვენ ავირჩიეთ ზვიადი მერე ედუარდი მერე მიხეილი ნუ ვის რა უნდა დავაბრალოთ

"ეს რუსულ მარქსიზმის თვალაბმული თუთიყუში... საკუთარი აზრი არაფერში არ აბადია" - ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას შესახებ

"ეს რუსულ მარქსიზმის თვალაბმული თუთიყუში... საკუთარი აზრი არაფერში არ აბადია" - ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას შესახებ

ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას შესახებ:

"ბანკი საკრედიტო დაწესებულებაა და "ფინანსიურ დაწესებულებასთან" ისეთივე მსგავსება აქვს, როგორც ზღვასა და ხმელეთს, წყალსა და ცეცხლსა. განა აქედამ აშკარად არა სჩანს, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია - ეს რუსულ მარქსიზმის თვალაბმული თუთიყუში - იმდენად უმეცარია, რომ ამ ორი სიტყვის - კრედიტის და ფინანსის მნიშვნელობაც კი ვერ გაურჩევია, არა სცოდნია. აფსუს გერმანიავ! ბ-ნი ჟორდანია მითამდა სწავლისა და ცოდნისათვის იქ იყო წასული, მაგრამ, როგორც ეტყობა, ცარიელი წასულა და ცარიელივე დაბრუნებულა. სირცხვილი გერმანიას! ასე ცარიელი როგორ გამოუსტუმრებია, რომ არც-კი უცოდინებია, - რა არის საკრედიტო დაწესებულება და რაა ფინანსიური. ეს ანბანი პოლიტიკურ ეკონომიის მეცნიერებისა რომ ვერ გაუგია და ვერ უსწავლია, მოდით და ახლა დაუჯერეთ, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია გაგებული და შიგ-ჩახედული მარქსისტია. მაგრამ გერმანიისა აქ რა ბრალია. გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშად, რაც გინდა მაღლა თაროზე დასვათო, ნათქვამია. აქ მიზეზი კაცია და გუნება, და არა გერმანია...

მე ერთი, ერთად-ერთი სიტყვაც არ მახსოვს მისი იმისთანა, რომ ცოცხალი სიტყვა იყოს, გულსა და გონებას გასაღვიძებლად მოხვედროდეს. აბა რამდენი უწერია და ერთი ამისთანა სიტყვა მაგალითად მიჩვენეთ. მისი საუბარი ერთი რაღაც უგემურად კევის ღეჭვაა. საკუთარი აზრი არაფერში არ აბადია: რაც სხვისაგან თუთიყუშივით არ გაუზეპირებია, ისიც ღმერთმა იცის როგორ, და რაც მისს საკუთარს ჭკუაზე მივარდნილა, იქ ყველგან ფეხი მოსხლეტია და სრული არარაობა გამოუჩენია. ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნად, აქაო და ხუთი-ექვსი ფრაზა რუსულ მარქსიზმისა უსწავლია, ისიც იმისთანა მარქსისტებისაგან, რომელთანაებზე თითონ მარქსმა სთქვა: რაც გინდათ დამარქვით, ოღონდ მარქსისტობას-კი ნუ დამწამებთო. ასე იუარა მარქსმა იმისთანა მარქსისტები, როგორიც ჩვენში ბ-ნი ნოე ჟორდანიაა და მისი წილადობილნი...

"ძირიანი წინააღმდეგობა" ფულსა და წოდების შუა! გაგიგონიათ სადმე, ან ვისგანმე ასეთი თავზე-ხელაღებული ბოდვა! ჭკუის კოლოფს რომ იტყვიან, სწორედ ეს არის, თუ არ დაგიშლიათ! ბ-ნი ნოე ჟორდანია ახალი კაცია და სულ იმას ჰქადულობს, რომ ახალი აზრები შემოაქვს ჩვენში. თუმცა ამ სიტყვებში არავითარი აზრი არ არის, არც ძველი და არც ახალი, მაგრამ მთლად ახალი ბოდვა კია, და ყოველივე ახალი, გინდ ბოდვაც და სულელობაც იყოს, მაინც კარგია, თორემ ბ-ნი ნოე ჟორდანია ხელს არ მოჰკიდებდა".

ილია ჭავჭავაძე. ნაწყვეტები სტატიიდან "უმეცრობის ფართი-ფურთი". 1900 წ.

1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით - აქციეთ მაკულატურა წიგნებად

გამომცელობა „პალიტრა L“ -ის ლიტერატურული გაჩერება მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება!

ვინ იყო ქალი, რომელიც ცნობილმა მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ახსენა - და კიდევ 9 ნაკლებად ცნობილი ფაქტი გუსტავ კლიმტის შესახებ