პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ჟურნალისტებსა და სარედაქციო საბჭოს შეხვდა.
The Washington Post-თან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა წარადგინა საკუთარი ხედვა აშშ-ის როლზე მსოფლიოში, ისაუბრა ჩინეთზე, რუსეთზე, უკრაინასა და ნატოზე.
ჟურნალისტებმა სთხოვეს პრეზიდენტობის კანდიდატს, დაესახელებინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი, რომლებიც, მისი მოსაზრებით, საკუთარ მოვალეობებს კარგად ასრულებდნენ.
ტრამპმა განაცხადა, რომ ჯორჯ შულცი კარგად მუშაობდა. ჟურნალისტებმა შეახსენეს მას, რომ შულცი აქტიურად მონაწილეობდა დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცებაში საზღვარგარეთ და ჰკითხეს ტრამპს, უნდა მიყვეს თუ არა აშშ ამ კურსს დღევანდელ სამყაროში.
"ვფიქრობ, ახლა მსოფლიო სხვანაირი გახდა. ვთვლი, რომ ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ დაკავებული სხვა ქვეყნების აღმშენებლობით. ჩემი მოსაზრებით, უკვე დამტკიცდა, რომ ეს არაეფექტურია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა სხვანაირი გახდა. ჩვენ 19 ტრილიონი დოლარის ვალი გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ბუშტზე ვზივართ, რომლის გასკდომის შემთხვევაშიც საშინელება მოხდება. ვფიქრობ, ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა აღვადგინოთ. შეხედეთ ჩვენს ინფრასტრუქტურას - ჩამოვედი აეროპორტში, რომლის მდგომარეობაც არც თუ ისე კარგია. ყატარში თუ წახვალთ, იქ დაინახავთ აეროპორტებს, როგორიც ჯერ არასდროს გინახავთ", - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპი მიიჩნევს, ჰილარი კლინტონსა და ჯონ კერის არაფერი გაუკეთებიათ: "ჩემი მოსაზრებით, ბოლო და ამჟამინდელმა სახელმწიფო მდივნებმა ცოტა რამ გააკეთეს. ვფიქრობ, ჯონ კერის შეთანხმება ირანთან - ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. ეს საშინელი დათმობაა". იხილეთ გაგრძელება