კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში იმედიც ვერ მოგვცეს, გვითხრეს, - სისხლით აქვს თავი სავსეო..." - 25 წლის ახმეტელი ბიჭის სიკვდილში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
"თბილისში იმედიც ვერ მოგვცეს, გვითხრეს, - სისხლით აქვს თავი სავსეო..." - 25 წლის ახმეტელი ბიჭის სიკვდილში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ხუთ დღე­ში, სამი სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­მოც­ვლის შემ­დეგ 25 წლის ახ­მე­ტე­ლი მა­მუ­კა სალ­თხუ­ციშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, კლი­ნი­კა "ლან­ცეტ­ში" გარ­და­იც­ვა­ლა... რო­გორც და­ღუ­პუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, პა­ცი­ენტს ჯერ ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნულ, შემ­დეგ კი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვა არ ჩა­უ­ტარ­და, რა­მაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და პა­ცი­ენ­ტის­თვის პირ­ვე­ლად 12 მარტს გა­მო­ი­ძა­ხეს. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მას თა­ვის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი აწუ­ხებ­და.

თუმ­ცა, არც მა­შინ და არც მომ­დევ­ნო ორი გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დეგ, სას­წრა­ფომ ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ გა­და­იყ­ვა­ნა, რის შემ­დე­გაც მა­მუ­კას ახ­ლობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ბიჭი ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თა­ვად მი­ეყ­ვა­ნათ...

"კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გარ­დაც­ვლი­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლი მი­ში­კო ჩი­გი­ლაშ­ვი­ლი უმ­ძი­მეს დღე­ებს იხ­სე­ნებს: "5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ჩე­რებ­ლად ტკი­ო­და მა­მუ­კას თავი. პირ­ვე­ლად ტკი­ვი­ლე­ბის და­წყე­ბი­დან მე­სა­მე დღეს გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო. რად­გან პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მას ტკი­ვი­ლი არ შე­უ­ჩერ­და, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და მე­ო­რედ გა­მო­ი­ძა­ხა, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვლავ არ გა­და­იყ­ვა­ნეს... არა­და, სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა რომ წა­ვი­და, იმ მო­მენ­ტშიც სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი ჰქონ­და. მომ­დევ­ნო გა­მო­ძა­ხე­ბი­სას უთ­ქვი­ათ, - ამ ნომ­რი­დან კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე რომ დარ­ე­კოთ, იცო­დეთ, ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­გი­წევ­თო. რად­გან სხვა გზა არ ჰქონ­დათ, კაცი ტკი­ვი­ლის­გან კვდე­ბო­და, ახ­ლო­ბელ გო­გო­ნას, ნინო შა­თი­რიშ­ვილს დე­და­მი­სის სა­ხელ­ზე გა­მო­უ­ძა­ხია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და და მა­მუ­კას­თან მი­უყ­ვა­ნია. ისევ შენ ხარ, რა გინ­და, რას გა­დაგ­ვე­კი­დეო, - უთ­ქვამთ და არც ამ­ჯე­რად წა­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

მათი წას­ვლის შემ­დეგ, მე­გობ­რებ­მა წა­იყ­ვა­ნეს ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. თა­ვის ტკი­ვი­ლებს უკვე გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბა და­ე­მა­ტა. ამ სიმპტო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტო­მოგ­რა­ფია მა­ინც არ გა­და­უ­ღეს, გა­დას­ხმე­ბი გა­უ­კე­თეს, - ეტყო­ბა, რა­ღაც ვირუ­სი შეხ­ვდაო, თუმ­ცა ტკი­ვი­ლი მა­ინც არ შე­ჩერ­და... თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი, რა­ზეც მათ გვი­პა­სუ­ხეს, - თა­ვის ტკი­ვი­ლის გამო ჩვენ პა­ცი­ენტს ვერ­სად წა­ვიყ­ვანთ, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, კი ბა­ტო­ნო, წა­იყ­ვა­ნე­თო... ვერ გავ­რის­კეთ წაყ­ვა­ნა. ისევ მე­გობ­რებ­მა გა­და­იყ­ვა­ნეს ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ­ში. ექიმს შევ­ხვდი, ქალ­ბა­ტო­ნი იყო და ვთხო­ვე, -მი­თხა­რით, რა გვჭირს-მეთ­ქი -ნუ პა­ნი­კობთ, სა­გან­გა­შო არა­ფე­რია, ტემ­პე­რა­ტუ­რაც კარ­გია და წნე­ვა­ცო. ჩა­მო­მით­ვა­ლეს, რაც გა­უ­კე­თეს და ბო­ლოს ტო­მოგ­რა­ფი­აც მიხ­სე­ნა, გა­და­ვუ­ღეთ უკვე და სა­ში­ში არა­ფე­რია, ალ­ბათ ვირუ­სუ­ლია, თქვენ თუ გინ­დათ, წა­იყ­ვა­ნეთ თბი­ლის­ში, მაგ­რამ სა­შიშს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, იქ რომ გა­და­ვიყ­ვა­ნოთ, რამე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ხომ უნდა გვქონ­დე­სო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თბილისში იმედიც ვერ მოგვცეს, გვითხრეს, - სისხლით აქვს თავი სავსეო..." - 25 წლის ახმეტელი ბიჭის სიკვდილში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

"თბილისში იმედიც ვერ მოგვცეს, გვითხრეს, - სისხლით აქვს თავი სავსეო..." - 25 წლის ახმეტელი ბიჭის სიკვდილში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ხუთ დღეში, სამი საავადმყოფოს გამოცვლის შემდეგ 25 წლის ახმეტელი მამუკა სალთხუციშვილი თბილისში, კლინიკა "ლანცეტში" გარდაიცვალა... როგორც დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ, პაციენტს ჯერ ახმეტის რაიონულ, შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საჭირო სამედიცინო კვლევა არ ჩაუტარდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა პაციენტისთვის პირველად 12 მარტს გამოიძახეს. ახლობლების თქმით, მას თავის ძლიერი ტკივილი აწუხებდა.

თუმცა, არც მაშინ და არც მომდევნო ორი გამოძახების შემდეგ, სასწრაფომ ის საავადმყოფოში არ გადაიყვანა, რის შემდეგაც მამუკას ახლობლები იძულებული გახდნენ, ბიჭი ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში თავად მიეყვანათ...

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გარდაცვლილის დეიდაშვილი მიშიკო ჩიგილაშვილი უმძიმეს დღეებს იხსენებს: "5 დღის განმავლობაში გაუჩერებლად ტკიოდა მამუკას თავი. პირველად ტკივილების დაწყებიდან მესამე დღეს გამოიძახეს სასწრაფო. რადგან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, მას ტკივილი არ შეუჩერდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეორედ გამოიძახა, თუმცა საავადმყოფოში კვლავ არ გადაიყვანეს... არადა, სასწრაფოს მანქანა რომ წავიდა, იმ მომენტშიც საშინელი ტკივილი ჰქონდა. მომდევნო გამოძახებისას უთქვიათ, - ამ ნომრიდან კიდევ რამდენჯერმე რომ დარეკოთ, იცოდეთ, ჯარიმის გადახდა მოგიწევთო. რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ, კაცი ტკივილისგან კვდებოდა, ახლობელ გოგონას, ნინო შათირიშვილს დედამისის სახელზე გამოუძახია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მამუკასთან მიუყვანია. ისევ შენ ხარ, რა გინდა, რას გადაგვეკიდეო, - უთქვამთ და არც ამჯერად წაიყვანეს საავადმყოფოში.

მათი წასვლის შემდეგ, მეგობრებმა წაიყვანეს ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში. თავის ტკივილებს უკვე გულის რევის შეგრძნება დაემატა. ამ სიმპტომების მიუხედავად, ტომოგრაფია მაინც არ გადაუღეს, გადასხმები გაუკეთეს, - ეტყობა, რაღაც ვირუსი შეხვდაო, თუმცა ტკივილი მაინც არ შეჩერდა... თბილისში გადაყვანაზე დავიწყეთ ლაპარაკი, რაზეც მათ გვიპასუხეს, - თავის ტკივილის გამო ჩვენ პაციენტს ვერსად წავიყვანთ, საკუთარი სურვილით, კი ბატონო, წაიყვანეთო... ვერ გავრისკეთ წაყვანა. ისევ მეგობრებმა გადაიყვანეს ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან თელავის რეფერალურში. ექიმს შევხვდი, ქალბატონი იყო და ვთხოვე, -მითხარით, რა გვჭირს-მეთქი -ნუ პანიკობთ, საგანგაშო არაფერია, ტემპერატურაც კარგია და წნევაცო. ჩამომითვალეს, რაც გაუკეთეს და ბოლოს ტომოგრაფიაც მიხსენა, გადავუღეთ უკვე და საშიში არაფერია, ალბათ ვირუსულია, თქვენ თუ გინდათ, წაიყვანეთ თბილისში, მაგრამ საშიშს ვერაფერს ვხედავ, იქ რომ გადავიყვანოთ, რამე ხელჩასაჭიდი ხომ უნდა გვქონდესო... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია