საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოხსნა დათა ახალაია ინტერპოლმა ძებნიდან და რას აპირებს საქართველოს პროკურატურა
რატომ მოხსნა დათა ახალაია ინტერპოლმა ძებნიდან და რას აპირებს საქართველოს პროკურატურა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­მარ­თავს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტრუ­მენტს და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რათა მსჯავ­რდე­ბუ­ლი და­ვით ახა­ლა­ია წარ­სდგეს ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე, - ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც უწყე­ბა და­ვით ახა­ლა­ი­ას მი­მართ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სამ­დივ­ნო და­ეყ­რდნო 2015 წლის 18 თე­ბერ­ვალს ინ­ტერ­პო­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ ინ­სტრუქ­ცი­ებს, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც ახ­ლე­ბუ­რად რე­გუ­ლირ­დე­ბა ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რე­ბის მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის სა­კი­თხე­ბი.

"კერ­ძოდ, ხსე­ნე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, თი­თო­ე­უ­ლი წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რის (red notice request) ან ძებ­ნის გავ­რცე­ლე­ბის (diffusion request) თა­ო­ბა­ზე თხოვ­ნა ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რის მი­მართ უნდა შე­ფას­დეს შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:

1) დას­ტურ­დე­ბა თუ არა ფაქ­ტი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პირი ფლობს ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუსს ან იგი წარ­მო­ად­გენს თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელს;

2) დას­ტურ­დე­ბა თუ არა ფაქ­ტი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პი­რის მი­მართ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რის ან ძებ­ნის გავ­რცე­ლე­ბის თხოვ­ნა მი­ღე­ბუ­ლია მისი წარ­მო­შო­ბის სა­ხელ­მწი­ფო­დან;

3) დას­ტურ­დე­ბა თუ არა ფაქ­ტი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი წარ­მო­შო­ბის სა­ხელ­მწი­ფოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით.

შე­სა­ბა­მი­სად, და­ვით ახა­ლა­ი­ას შემ­თხვე­ვა­ში ინ­ტერ­პო­ლის ფა­ი­ლე­ბის კონ­ტრო­ლის კო­მი­სი­ამ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ძებ­ნილ პირს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი და ძებ­ნის შე­წყვე­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თა ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ სამ­დივ­ნოს, რაც ამ უკა­ნას­კნე­ლის მიერ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბულ იქნა 2016 წლის 9 მარტს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებს, რომ და­ვით ახა­ლა­ი­ას მი­მართ ძებ­ნის შე­წყვე­ტა გან­ხორ­ცი­ელ­და არა ინ­ტერ­პო­ლის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-3 მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც თა­ვის მხრივ კრძა­ლავს ძებ­ნის წარ­მო­ე­ბას და­ნა­შა­უ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის გამო, არა­მედ იმ ფაქ­ტზე დაყ­რდნო­ბით, რომ და­ვით ახა­ლა­ი­ას ერთ-ერთი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მი­ე­ნი­ჭა ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი.

ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ინ­ტერ­პო­ლის ზე­მოთ მი­თი­თე­ბუ­ლი მიდ­გო­მა გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არის მხო­ლოდ და­ვით ახა­ლა­ი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ძე­ნი­ლი სხვა რა­მო­დე­ნი­მე პირ­თან. კერ­ძოდ, მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე ახა­ლი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის დამ­ტკი­ცე­ბი­დან დღემ­დე ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­ა­უქ­მა ინ­ტერ­პო­ლის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ ძებ­ნილ 209 პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის, ეს­ტო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის, იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის, მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის, უკ­რა­ი­ნის რეს­პუბ­ლი­კის, სერ­ბე­თის რეს­პუბ­ლი­კის, ხორ­ვა­ტი­ის რეს­პუბ­ლი­კის, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს, ბელ­გი­ის სა­მე­ფოს და სხვა ქვეყ­ნე­ბის მიერ ძებ­ნილ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრა­ლურ ბი­უ­როს­თან ერ­თად ინ­ტერ­პო­ლის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნებს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სამ­დივ­ნოს მიერ დღეს არ­სე­ბუ­ლი მიდ­გო­მის გა­სა­უქ­მებ­ლად და მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­სა­ჩივ­რებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­მარ­თავს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტრუ­მენტს და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რათა მსჯავ­რდე­ბუ­ლი და­ვით ახა­ლა­ია წარ­სდგეს ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რატომ მოხსნა დათა ახალაია ინტერპოლმა ძებნიდან და რას აპირებს საქართველოს პროკურატურა

რატომ მოხსნა დათა ახალაია ინტერპოლმა ძებნიდან და რას აპირებს საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა მიმართავს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და შესაძლებლობას, რათა მსჯავრდებული დავით ახალაია წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში, რომელსაც უწყება დავით ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც პროკურატურა განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც ახლებურად რეგულირდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავების საკითხები.

"კერძოდ, ხსენებული ინსტრუქციების მიხედვით, თითოეული წითელი ცირკულარის (red notice request) ან ძებნის გავრცელების (diffusion request) თაობაზე თხოვნა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის მიმართ უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

1) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირი ფლობს ლტოლვილის სტატუსს ან იგი წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელს;

2) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირის მიმართ წითელი ცირკულარის ან ძებნის გავრცელების თხოვნა მიღებულია მისი წარმოშობის სახელმწიფოდან;

3) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ არის განპირობებული წარმოშობის სახელმწიფოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკური მოტივებით.

შესაბამისად, დავით ახალაიას შემთხვევაში ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ძებნილ პირს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი და ძებნის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რაც ამ უკანასკნელის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 2016 წლის 9 მარტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ დავით ახალაიას მიმართ ძებნის შეწყვეტა განხორციელდა არა ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლის საფუძველზე, რაც თავის მხრივ კრძალავს ძებნის წარმოებას დანაშაულის პოლიტიკური ხასიათის გამო, არამედ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ დავით ახალაიას ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ინტერპოლის ზემოთ მითითებული მიდგომა გამონაკლისი არ არის მხოლოდ დავით ახალაიასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძენილი სხვა რამოდენიმე პირთან. კერძოდ, მონაცემთა დამუშავების თაობაზე ახალი ინსტრუქციების დამტკიცებიდან დღემდე ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ასევე საერთაშორისო ძებნა გააუქმა ინტერპოლის წევრი სახელმწიფოების მიერ ძებნილ 209 პირთან დაკავშირებით, მათ შორის საფრანგეთის რესპუბლიკის, ესტონეთის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკის, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის, ხორვატიის რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს, ბელგიის სამეფოს და სხვა ქვეყნების მიერ ძებნილ პირებთან მიმართებაში.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურა საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროსთან ერთად ინტერპოლის რეგულაციების ფარგლებში გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დღეს არსებული მიდგომის გასაუქმებლად და მიღებული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. საქართველოს პროკურატურა მიმართავს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და შესაძლებლობას, რათა მსჯავრდებული დავით ახალაია წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს - "ლიკვიდაციის თაობაზე დავალება რუსეთის ხელისუფლებამ გასცა"

დაკავებულია 6 სასტუმროს მმართველი და კიდევ ორი პირი, რომლებიც ტურისტების თანხებს თაღლითურად ითვისებდნენ

გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს