პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს მთვარის დაბნელებაა - რა უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ სურვილები ასმაგი სისწრაფით აგისრულდეთ
დღეს მთვარის დაბნელებაა - რა უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ სურვილები ასმაგი სისწრაფით აგისრულდეთ

დღეს, დღის 16:00 სა­ა­თის­თვის ას­ტრო­ლო­გე­ბი მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას ელო­დე­ბი­ან. თუ რა მოვ­ლე­ნაა ეს და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ამ დროს ადა­მი­ა­ნი, ამა­ზე ას­ტრო­ლო­გი, astrologi.ge-ს რე­დაქ­ტო­რი სო­ფია ბზე­კა­ლა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- თით­ქმის ყვე­ლა ას­ტრო­ლო­გი აა­ნონ­სებ­და, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­ტის თვე ერთ-ერთი რთუ­ლი პე­რი­ო­დია, რად­გა­ნაც მზის ორ­მაგმა დაბ­ნე­ლე­ბამ მო­უ­წია, 23-ში კი, მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბაც არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. იქ­ნებ აგ­ვიხ­სნათ, რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა არის ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნა. ამ დროს დე­და­მი­წა ექ­ცე­ვა მზე­სა და მთვა­რეს შო­რის ანუ მთვა­რემ­დე ვე­ღარ აღ­წევს მზის სხი­ვე­ბი და მთლი­ა­ნად იფა­რე­ბა - "ბნელ­დე­ბა", რაც სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბიც უდი­დეს გავ­ლე­ნას მი­ა­წერ­დნენ. ამ პე­რი­ოდ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის ქვეც­ნო­ბი­ე­რი და ხში­რად ასეთ პე­რი­ოდ­ში ფა­ტა­ლუ­რი, კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მქო­ნე მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა.

დაბ­ნე­ლე­ბე­ბი წლის მან­ძილ­ზე რამ­დენ­ჯერ­მეა, რა პე­რი­ოდ­შიც სამ­ყა­რო ადა­მი­ა­ნე­ბის­კენ უსა­ზღვროდ დიდ ენერ­გი­ას აგ­ზავ­ნის. ამი­ტომ მხო­ლოდ ნე­გა­ტივ­ზე ნუ მო­ვახ­დენთ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას. ეს დრო კარ­გია სურ­ვი­ლე­ბის ჩა­სა­ფიქ­რებ­ლად, სა­სურ­ვე­ლი მო­მავ­ლის მო­დე­ლის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის­თვის. ასეთ მო­მენ­ტებ­ში კოს­მო­სი ღიაა და ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი ას­მა­გი სის­წრა­ფით ას­რულ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მზის დაბ­ნე­ლე­ბას (9 მარ­ტი), უკვე გა­ვი­ა­რეთ და ამ­ჯე­რად მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლით. რო­გორც წესი, დაბ­ნე­ლე­ბე­ბი "წყვილ-წყვი­ლად და­დი­ან", ამი­ტომ ას­ტრო­ლო­გე­ბი დაბ­ნე­ლე­ბის სე­ზონს ე.წ. "დაბ­ნე­ლე­ბის კო­რი­დორს" უწო­დე­ბენ. ამ პე­რი­ოდ­ში, ანუ მზის დაბ­ნე­ლე­ბი­დან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბამ­დე და შემ­დგომ (პლუს-მი­ნუს - 5-7 დღე) აუ­ცი­ლე­ბე­ლია სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, პო­ზი­ტი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა. კონ­ფლიქ­ტე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია მხო­ლოდ და­დე­ბით­ზე.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რა არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი და რო­გორ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ან აი­სა­ხე­ბა ის ადა­მი­ა­ნებ­ზე, სამ­ყა­რო­ზე?

- დაბ­ნე­ლე­ბე­ბი, რო­გორც წესი, ააქ­ტი­უ­რებს იმ მოვ­ლე­ნე­ბის კულ­მი­ნა­ცი­ურ პიკს, რო­მელ­საც წარ­სულ­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მოვ­ლე­ნე­ბის რა­ო­ბა და ში­ნა­არ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ნი­შან­ში ხდე­ბა დაბ­ნე­ლე­ბა. ამ ეტაპ­ზე მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა სას­წო­რის სა­წყის გრა­დუ­სებს უწევს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ აქ­ტი­ურ­დე­ბა სას­წო­რი-ვერ­ძის (ჩვენ-მე) ღერ­ძი. აქ­ტი­უ­რად დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წარ­მოქ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი და სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც ზო­გა­დად ჩვენს სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან სწო­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც აქ­ტი­უ­რია ეს დაბ­ნე­ლე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ბევ­რი ცვლი­ლე­ბა. შე­თან­ხმე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა ან სრუ­ლი­ად ახალ ფორ­მატ­ში მათი გან­ვი­თა­რე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოხ­დეს ცხელ წერ­ტი­ლებ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა, თუკი სა­ა­მი­სოდ იქ­ნე­ბა მზად­ყოფ­ნა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კე­თი­ლი ნება. თუმ­ცა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი აფეთ­ქე­ბე­ბიც, რისი მომსწრეც, მა­გა­ლი­თად, დაბ­ნე­ლე­ბის წინა დღეს (22 მარ­ტი) გავ­ხდით, ბრი­უ­სელ­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის სა­ხით. ეს სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს ჯაჭ­ვუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მთელ რიგს... სა­ერ­თოდ, დაბ­ნე­ლე­ბა­ზე მომ­ხდა­რი ყვე­ლა­ნა­ი­რი და მით უფრო ასე­თი შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი ძა­ლი­ან დიდ რე­ზო­ნანსს იწ­ვევს სამ­ყა­რო­ში.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია ასე­ვე ისიც, რომ ბრი­უ­სე­ლის შემ­თხვე­ვა სა­ფუძ­ველს და­უ­დებს ტე­რო­რიზ­მთან სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლის და­წყე­ბას (არა მხო­ლოდ სი­ტყვე­ბით, რე­ა­ლუ­რი და გა­დამ­ჭრე­ლი ქმე­დე­ბით).

- რო­გორ უნდა იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი?

- გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ამ­ჯე­რად მთვა­რე ბნელ­დე­ბა, პირ­ველ რიგ­ში ემო­ცი­უ­რი ფო­ნის კონ­ტრო­ლი და გან­წყო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს მო­ე­თხო­ვე­ბათ. შე­საძ­ლოა, დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დღე (წინ და უკან) გა­აქ­ტი­ურ­დეს წნე­ვის ცვა­ლე­ბა­დო­ბა, აგ­რე­სი­ულ­მა ფონ­მა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბამ ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტოს. რო­გორც წესი, ამ დროს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი, უფრო მეტს ჭირ­ვე­უ­ლო­ბენ ან სა­ერ­თოდ, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ვი­ან. ამი­ტომ მეტი მოთ­მი­ნე­ბა გმარ­თებთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა დიდ­წი­ლად სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ფსი­ქი­კა­ზე მოქ­მე­დებს.

შე­სა­ბა­მი­სად, ძვირ­ფა­სო მა­მა­კა­ცე­ბო, გა­გე­ბით მო­ე­კი­დეთ თქვე­ნი მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბის მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნილ ემო­ცი­ებს... დაბ­ნე­ლე­ბის ენერ­გე­ტი­კის გა­და­ტა­ნა შე­და­რე­ბით უფრო გა­უ­ჭირ­დე­ბათ კარ­დი­ნა­ლუ­რი ნიშ­ნის ადა­მი­ა­ნებს ანუ ვერ­ძებს, სას­წო­რებს, კირჩხი­ბებ­სა და თხის რქებს. ამ ადა­მი­ა­ნებს ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში არ მი­ი­ღონ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ ჩა­ე­ბან კონ­ფლიქ­ტებ­ში და არ წა­მო­ი­წყონ ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ასე­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლონ ჯან­მრთე­ლო­ბა და ემო­ცი­ე­ბი.

სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან! ზო­გა­დად აჯო­ბებს არ და­გეგ­მოთ გრძელ­ვა­დი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი. თავი შე­ი­კა­ვეთ ასე­ვე მსხვი­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბის­გან. მო­ე­რი­დეთ კრე­დი­ტებ­სა და ვა­ლებს (რო­გორც ფუ­ლის სეს­ხე­ბას, ისე გა­სეს­ხე­ბას). ნუ და­გეგ­მავთ ამ პე­რი­ოდ­ში ქორ­წი­ნე­ბას, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ფო­რე­ბას ან ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რებს. თუკი არ გსურთ, რომ სა­მო­მავ­ლოდ ეს ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მად იქ­ცეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ პო­ზი­ტი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა, სუ­ლის სიმ­შვი­დე და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი. და­ი­სა­ხეთ მიზ­ნე­ბი, და­აპ­როგ­რა­მეთ თავი უკე­თეს ცხოვ­რე­ბა­ზე (გან­სა­კუთ­რე­ბით პარტნი­ო­რულ კავ­ში­რებს ეხე­ბა ეს), და­ფიქ­რდით, სად არ გყოფ­ნით პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და სი­თა­მა­მე მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, გა­აქ­ტი­უ­რეთ თქვენ­ში თვით­შე­ფა­სე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი და გწამ­დეთ, დაბ­ნე­ლე­ბი­სას ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი სა­მო­მავ­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლად აგის­რულ­დე­ბათ.

ბო­ლოს ისევ ბრი­უ­სელ­ში მომ­ხდარ ტე­რაქტს და­ვუბ­რუნ­დე­ბი და გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ამ ფაქტს აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა დიდი რე­ზო­ნან­სი და მოვ­ლე­ნე­ბი ჯაჭ­ვუ­რად გაგ­რძელ­დე­ბა. ზო­გა­დად დაბ­ნე­ლე­ბი­სას ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის და ფორ­მის აგ­რე­სია ძა­ლი­ან ცუ­დად უბ­რუნ­დე­ბა უკან აგ­რე­სორს. შე­სა­ბა­მი­სად, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­კა­ვოთ თავი ემო­ცი­ე­ბის სპონ­ტა­ნუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის­გან. სიმ­შვი­დე ამ დღე­ებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი "კა­პი­ტა­ლია" ჩვენ­თვის.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღეს მთვარის დაბნელებაა - რა უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ სურვილები ასმაგი სისწრაფით აგისრულდეთ

დღეს მთვარის დაბნელებაა - რა უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ სურვილები ასმაგი სისწრაფით აგისრულდეთ

დღეს, დღის 16:00 საათისთვის ასტროლოგები მთვარის დაბნელებას ელოდებიან. თუ რა მოვლენაა ეს და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ადამიანი, ამაზე ასტროლოგი, astrologi.ge-ს რედაქტორი სოფია ბზეკალავა გვესაუბრება.

- თითქმის ყველა ასტროლოგი აანონსებდა, რომ წლის განმავლობაში მარტის თვე ერთ-ერთი რთული პერიოდია, რადგანაც მზის ორმაგმა დაბნელებამ მოუწია, 23-ში კი, მთვარის დაბნელებაც არის მოსალოდნელი. იქნებ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- მთვარის დაბნელება არის ასტრონომიული მოვლენა. ამ დროს დედამიწა ექცევა მზესა და მთვარეს შორის ანუ მთვარემდე ვეღარ აღწევს მზის სხივები და მთლიანად იფარება - "ბნელდება", რაც სავსემთვარეობას ემთხვევა, რომელსაც ჩვენი წინაპრებიც უდიდეს გავლენას მიაწერდნენ. ამ პერიოდში გააქტიურებულია ადამიანის ქვეცნობიერი და ხშირად ასეთ პერიოდში ფატალური, კარდინალური ცვლილებების მქონე მოვლენები ხდება.

დაბნელებები წლის მანძილზე რამდენჯერმეა, რა პერიოდშიც სამყარო ადამიანებისკენ უსაზღვროდ დიდ ენერგიას აგზავნის. ამიტომ მხოლოდ ნეგატივზე ნუ მოვახდენთ კონცენტრაციას. ეს დრო კარგია სურვილების ჩასაფიქრებლად, სასურველი მომავლის მოდელის კონფიგურაციისთვის. ასეთ მომენტებში კოსმოსი ღიაა და ჩვენი სურვილები ასმაგი სისწრაფით ასრულდება.

რაც შეეხება მზის დაბნელებას (9 მარტი), უკვე გავიარეთ და ამჯერად მთვარის დაბნელებას ველით. როგორც წესი, დაბნელებები "წყვილ-წყვილად დადიან", ამიტომ ასტროლოგები დაბნელების სეზონს ე.წ. "დაბნელების კორიდორს" უწოდებენ. ამ პერიოდში, ანუ მზის დაბნელებიდან მთვარის დაბნელებამდე და შემდგომ (პლუს-მინუს - 5-7 დღე) აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, პოზიტიური აზროვნება. კონფლიქტებისგან თავის არიდება და მაქსიმალური კონცენტრაცია მხოლოდ დადებითზე.

- კონკრეტულად, რა არის მოსალოდნელი და როგორ გამოიხატება, ან აისახება ის ადამიანებზე, სამყაროზე?

- დაბნელებები, როგორც წესი, ააქტიურებს იმ მოვლენების კულმინაციურ პიკს, რომელსაც წარსულში ჩაეყარა საფუძველი. მოვლენების რაობა და შინაარსი დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ ნიშანში ხდება დაბნელება. ამ ეტაპზე მთვარის დაბნელება სასწორის საწყის გრადუსებს უწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტიურდება სასწორი-ვერძის (ჩვენ-მე) ღერძი. აქტიურად დადგება დღის წესრიგში პარტნიორულ ურთიერთობებში წარმოქმნილი პრობლემები და საკითხები, რომელიც ზოგადად ჩვენს სხვა ადამიანებთან სწორად დამოკიდებულებას უკავშირდება.

პოლიტიკურადაც აქტიურია ეს დაბნელება. მოსალოდნელია ბევრი ცვლილება. შეთანხმებების დარღვევა ან სრულიად ახალ ფორმატში მათი განვითარება. შესაძლებელია, მოხდეს ცხელ წერტილებში სიტუაციის განმუხტვა, თუკი საამისოდ იქნება მზადყოფნა და პოლიტიკოსების კეთილი ნება. თუმცა ასევე შეიძლება მოხდეს მოულოდნელი აფეთქებებიც, რისი მომსწრეც, მაგალითად, დაბნელების წინა დღეს (22 მარტი) გავხდით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის სახით. ეს საშინელი ფაქტი აუცილებლად გამოიწვევს ჯაჭვური მოვლენების მთელ რიგს... საერთოდ, დაბნელებაზე მომხდარი ყველანაირი და მით უფრო ასეთი შემზარავი ფაქტი ძალიან დიდ რეზონანსს იწვევს სამყაროში.

მოსალოდნელია ასევე ისიც, რომ ბრიუსელის შემთხვევა საფუძველს დაუდებს ტერორიზმთან სერიოზული ბრძოლის დაწყებას (არა მხოლოდ სიტყვებით, რეალური და გადამჭრელი ქმედებით).

- როგორ უნდა იქნას აცილებული საფრთხეები?

- გამომდინარე იქედან, რომ ამჯერად მთვარე ბნელდება, პირველ რიგში ემოციური ფონის კონტროლი და განწყობაზე დაკვირვება ქალებსა და ბავშვებს მოეთხოვებათ. შესაძლოა, დაბნელების პერიოდში ასევე რამდენიმე დღე (წინ და უკან) გააქტიურდეს წნევის ცვალებადობა, აგრესიულმა ფონმა და გაღიზიანებამ ადამიანებში მოიმატოს. როგორც წესი, ამ დროს პატარა ბავშვები, უფრო მეტს ჭირვეულობენ ან საერთოდ, არაადეკვატურად იქცევიან. ამიტომ მეტი მოთმინება გმართებთ მათთან ურთიერთობისას. მთვარის დაბნელება დიდწილად სუსტი სქესის წარმომადგენელთა ფსიქიკაზე მოქმედებს.

შესაბამისად, ძვირფასო მამაკაცებო, გაგებით მოეკიდეთ თქვენი მეორე ნახევრების მხრიდან გამოვლენილ ემოციებს... დაბნელების ენერგეტიკის გადატანა შედარებით უფრო გაუჭირდებათ კარდინალური ნიშნის ადამიანებს ანუ ვერძებს, სასწორებს, კირჩხიბებსა და თხის რქებს. ამ ადამიანებს ასტროლოგები ურჩევენ დაბნელების პერიოდში და უახლოეს დღეებში არ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არ ჩაებან კონფლიქტებში და არ წამოიწყონ ახალი ურთიერთობები. ასევე მაქსიმალურად აკონტროლონ ჯანმრთელობა და ემოციები.

სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის საჭესთან! ზოგადად აჯობებს არ დაგეგმოთ გრძელვადიანი მოგზაურობები. თავი შეიკავეთ ასევე მსხვილი ფინანსური ვალდებულებების აღებისგან. მოერიდეთ კრედიტებსა და ვალებს (როგორც ფულის სესხებას, ისე გასესხებას). ნუ დაგეგმავთ ამ პერიოდში ქორწინებას, უძრავი ქონების გაფორებას ან ყიდვა-გაყიდვის პროცედურებს. თუკი არ გსურთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი გარკვეულ პრობლემად იქცეს თქვენს ცხოვრებაში.

შეინარჩუნეთ პოზიტიური აზროვნება, სულის სიმშვიდე და გაწონასწორებული ხასიათი. დაისახეთ მიზნები, დააპროგრამეთ თავი უკეთეს ცხოვრებაზე (განსაკუთრებით პარტნიორულ კავშირებს ეხება ეს), დაფიქრდით, სად არ გყოფნით პრინციპულობა და სითამამე მიზნების მისაღწევად, გააქტიურეთ თქვენში თვითშეფასების კოეფიციენტი და გწამდეთ, დაბნელებისას ჩაფიქრებული სურვილები სამომავლოდ აუცილებლად აგისრულდებათ.

ბოლოს ისევ ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს დავუბრუნდები და გავიმეორებ, რომ ამ ფაქტს აუცილებლად ექნება დიდი რეზონანსი და მოვლენები ჯაჭვურად გაგრძელდება. ზოგადად დაბნელებისას ნებისმიერი ტიპის და ფორმის აგრესია ძალიან ცუდად უბრუნდება უკან აგრესორს. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ემოციების სპონტანური გამოვლინებისგან. სიმშვიდე ამ დღეებში ყველაზე დიდი "კაპიტალია" ჩვენთვის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია