საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - ინტერპოლმა ჩათვალა, რომ დათა ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს
ადვოკატი - ინტერპოლმა ჩათვალა, რომ დათა ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, დათა ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტერ­პოლ­მა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გი გა­ი­ზი­ა­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დათა ახა­ლა­ი­ას მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს გახ­და.

"ევ­რო­პულ­მა და საბ­რძნე­თის სა­სა­მარ­თლომ უარი უთხრა ქარ­თულ მხა­რეს ახა­ლა­ი­ას ექ­სტრა­და­ცი­ა­ზე. ექ­სტრა­და­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სა და გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ე­ბი. ეე­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ და­ვით ახა­ლა­ი­ას მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა პო­ი­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გი გა­ი­ზა­რე­ბუ­ლი იქნა ინ­ტერ­პო­ლის მიერ და შე­წყდა სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა," -გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის მი­მართ ორი საქ­მე იხი­ლე­ბა – ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სა და გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ბი. ორი­ვე მათ­გან­ზე დათა ახა­ლა­ი­ას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად აქვს მის­ჯი­ლი.

ინ­ტერ­პოლ­მა კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, დათა ახა­ლა­ი­ას მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა შე­წყვი­ტა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

ახა­ლა­ია სა­ბერ­ძნეთ­ში იყი და­კა­ვე­ბუ­ლი, იგი იტა­ლი­ი­დან ყალ­ბი სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ბერ­ძნეთ­ში შეს­ვლას ცდი­ლობ­და. და­კა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე, ახა­ლა­ია 100 ათა­სი ევ­როს ოდე­ნო­ბის გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სა­ბო­ლო­ოდ კი, სა­ბერ­ძნე­თის სა­სა­მარ­თლომ ახა­ლა­ია გა­ა­მარ­თლა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკე­თე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ადვოკატი - ინტერპოლმა ჩათვალა, რომ დათა ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

ადვოკატი - ინტერპოლმა ჩათვალა, რომ დათა ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას ადვოკატის ინფორმაციით, ინტერპოლმა ევროპული სასამართლოს სამართლებრივი შედეგი გაიზიარა, რომლის მიხედვითაც, დათა ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განუცხადა, საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

"ევროპულმა და საბრძნეთის სასამართლომ უარი უთხრა ქართულ მხარეს ახალაიას ექსტრადაციაზე. ექსტრადაციაში მითითებული იყო ნავთლუღის სპეცოპერაციისა და გირგვლიანის საქმეები. ეეროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დავით ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს საქართველოში და სამართალწარმოება პოილიტიკურად მოტივირებულია. აღნიშნული სამართლებრივი შედეგი გაიზარებული იქნა ინტერპოლის მიერ და შეწყდა საერთაშორისო ძებნა," -განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ ორი საქმე იხილება – ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისა და გირგვლიანის საქმები. ორივე მათგანზე დათა ახალაიას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.

ინტერპოლმა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ახალაია საბერძნეთში იყი დაკავებული, იგი იტალიიდან ყალბი სახელის გამოყენებით საბერძნეთში შესვლას ცდილობდა. დაკავებიდან მალევე, ახალაია 100 ათასი ევროს ოდენობის გირაოთი გაათავისუფლეს. საბოლოოდ კი, საბერძნეთის სასამართლომ ახალაია გაამართლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."