სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს
ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მა­ვა­ლი ბაქო-სუფ­სის მა­გის­ტრა­ლუ­რი მილ­სა­დე­ნი­დან დიდი ოდე­ნო­ბით ნედ­ლი ნავ­თო­ბის ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გი­ორ­გი ლაშ­ხი­რი­ძე და იაგო კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი, სის­ტე­მა­ტი­უ­რად, ფა­რუ­ლად ეუფ­ლე­ბოდ­ნენ მა­გის­ტრა­ლურ მილ­სა­დენ­ში გა­მა­ვალ ნედლ ნავ­თობს. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, ქა­რე­ლის რა­ი­ონ სო­ფელ რუ­ის­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი ტენ­ქი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით, მი­წის ქვეშ გა­იყ­ვა­ნეს 1 კი­ლო­მეტ­რი სიგ­რძის კუს­ტა­რუ­ლი მილ­სა­დე­ნი, შემ­დგომ­ში და­ა­ზი­ა­ნეს "ბრი­ტიშ-პეტ­რო­ლი­უ­მის" სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბაქო-სუფ­სის მა­გის­ტრა­ლი, და­ზი­ა­ნე­ბულ ად­გილ­ზე და­ა­მონ­ტა­ჟეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ონ­კა­ნი და სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ცენ­ტრა­ლუ­რი მილ­სა­დე­ნი­დან ნედ­ლი ნავ­თო­ბის გა­და­დი­ნე­ბას მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ რე­ზერ­ვუ­ა­რებ­ში.

მო­პა­რუ­ლი ნავ­თო­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას კი ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში არ­სე­ბულ რე­ზერ­ვუ­ა­რებს შე­ნიღბვის მიზ­ნით ბოსტნე­უ­ლით ფა­რავ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მო­პა­რუ­ლი ნედ­ლი ნავ­თო­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას და და­სა­წყო­ბე­ბას ახ­დენ­დნენ ქა­ლაქ თბი­ლის­ში, თავ­ჭრე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ძვე­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბულ რე­ზერ­ვუ­ა­რებ­ში, სა­დაც შემ­დგომ­ში მის გა­და­მუ­შა­ვე­ბას და სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბას ახ­დენ­დნენ.

და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "დ" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის ექ­ვსი­დან ათ წლამ­დე ვა­დით აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს

ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ლაშხირიძე და იაგო კახაბრიშვილი, სისტემატიურად, ფარულად ეუფლებოდნენ მაგისტრალურ მილსადენში გამავალ ნედლ ნავთობს. ბრალდებულებმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, სპეციალური ტენქიკური მოწყობილობებით, მიწის ქვეშ გაიყვანეს 1 კილომეტრი სიგრძის კუსტარული მილსადენი, შემდგომში დააზიანეს "ბრიტიშ-პეტროლიუმის" საკუთრებაში არსებული ბაქო-სუფსის მაგისტრალი, დაზიანებულ ადგილზე დაამონტაჟეს სპეციალური ონკანი და სისტემატურად ახორციელებდნენ ცენტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის გადადინებას მათ საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებში.

მოპარული ნავთობის ტრანსპორტირებისას კი ავტომანქანაში არსებულ რეზერვუარებს შენიღბვის მიზნით ბოსტნეულით ფარავდნენ. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულები მოპარული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას და დასაწყობებას ახდენდნენ ქალაქ თბილისში, თავჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ძველი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ რეზერვუარებში, სადაც შემდგომში მის გადამუშავებას და სარეალიზაციოდ გამზადებას ახდენდნენ.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების ექვსიდან ათ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ