მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Dolce & Gabbana-ს რჩეული ქართველი მოდელი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოცეკვავეზეა შეყვარებული
Dolce & Gabbana-ს რჩეული ქართველი მოდელი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოცეკვავეზეა შეყვარებული

20 წლის ანა ახვლე­დი­ა­ნი ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლია. ქუ­თა­ი­სე­ლი მო­დე­ლი მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, როცა მი­ლან­ში ფო­ტოგ­რაფ­მა ნი­კო­ლა ბო­რი­სოვ­მა ხუ­თა­სამ­დე პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­დელს შო­რის აარ­ჩია დოლ­ჩე და გა­ბა­ნას სა­რე­დაქ­ციო სტა­ტი­ის­თვის. სწო­რედ მან უწო­და ანას ლივ ტა­ი­ლე­რი­სა და ბი­ან­კა ბალ­ტის ნა­ზა­ვი. მისი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ მა­შინ ბევ­რი გა­მო­ცე­მა წერ­და, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა "დოლ­ჩე და გა­ბა­ნას" სახ­ლის ფა­ვო­რი­ტი გახ­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ანა რო­მე­ლიც დრო­ის დიდ ნა­წილს სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ ატა­რებს, ქარ­თველ ბიჭ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ეს ბიჭი კი მო­ცეკ­ვა­ვე ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­მა სა­ხე­ლი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ით­ქვა. მისი ყვე­ლა ბიჭს შურს, რად­გან სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ზე სულ ცნო­ბილ გო­გო­ნებს უწევ­და პარტნი­ო­რო­ბას - ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილს, რუს­კა მა­ყაშ­ვილს, იუ­ლია ქავ­თა­რა­ძეს, ნინი ნე­ბი­ე­რი­ძეს, და ბო­ლოს მისი მე­წყვი­ლე ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი იყო.

ანა ახვლე­დი­ან­მა მისი და ოთოს სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სულ ერთი წე­ლია და­ი­წყო, ჟურ­ნალ "სარ­კეს" უამ­ბო. წყვი­ლის ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" მათ პი­რად გვერ­დებ­ზეც ვრცელ­დე­ბა და ისი­ნი სიყ­ვა­რულ­ში და­უ­ფა­რა­ვად უტყდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს:

"ოთო ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. ერთი წე­ლია ვიც­ნობ. მეც მა­სა­ვით გიჟი ვარ, როცა ოთოს­თან ვარ, მგო­ნია, რომ ჩემი ადა­მი­ა­ნი ვი­პო­ვე, მი­სით ვსუნ­თქავ. უბ­რა­ლოდ მიჩ­ვე­უ­ლი კი არ ვარ, როცა ოთოს­თან ვარ, ძა­ლი­ან კარ­გად ვარ.

- თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ და­ი­წყო?

- ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ის­ტო­რი­აა. ოთო ვა­ლენ­ტი­ნო­ბა დღეს გა­ვი­ცა­ნი "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" ფარ­თი­ზე. და­ქალ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი. ტე­ლე­ვი­ზორს ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ვუ­ყუ­რებ და არ ვი­ცო­დი, ვინ იყო. ფარ­თი­ზე ძა­ლი­ან მომ­წყინ­და და და­ქალს ვუ­თხა­რი, წა­ვი­დეთ, აღარ მომ­წონს-მეთ­ქი. მი­თხრა, ვერ­სად წა­ვალთ, აქ ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლია და უნდა გა­იც­ნოო. გა­მიკ­ვირ­და, ეგ ვინ არის-მეთ­ქი. ამიხ­სნა, რომ მო­ცეკ­ვა­ვე იყო და პრო­ექ­ტი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი.

ყო­ველ­თვის, სა­დაც უნდა ვიყო, შუბ­ლზე "არა" მა­წე­რია, ამი­ტომ შან­სი არ იყო, ოთო თა­ვად მო­სუ­ლი­ყო ჩემ გა­საც­ნო­ბად. და­ქალ­მა მი­თხრა, ცოტა ისე მო­ი­ქე­ცი, რომ აგ­რძნო­ბი­ნო, მისი გაც­ნო­ბა გინ­და, გა­ხე­დე მა­ინ­ცო. გავ­ხე­დე და მის­კენ წა­ვი­წიე კი­დეც, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ერ­თოდ სხვა ბი­ჭის­კენ წა­ვე­დი, მე­გო­ბარ­მა მო­მაბ­რუ­ნა. მერე ოთო მო­ვი­და და ჩემ­თან იცეკ­ვა", - ყვე­ბა ანა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ქეთი დი­ნოშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

Dolce & Gabbana-ს რჩეული ქართველი მოდელი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოცეკვავეზეა შეყვარებული

Dolce & Gabbana-ს რჩეული ქართველი მოდელი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოცეკვავეზეა შეყვარებული

20 წლის ანა ახვლედიანი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია. ქუთაისელი მოდელი მას შემდეგ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, როცა მილანში ფოტოგრაფმა ნიკოლა ბორისოვმა ხუთასამდე პროფესიონალ მოდელს შორის აარჩია დოლჩე და გაბანას სარედაქციო სტატიისთვის. სწორედ მან უწოდა ანას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავი. მისი წარმატების შესახებ მაშინ ბევრი გამოცემა წერდა, რომ ჩვეულებრივი ქართველი სტუდენტი გოგონა "დოლჩე და გაბანას" სახლის ფავორიტი გახდა.

როგორც აღმოჩნდა, ანა რომელიც დროის დიდ ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ ატარებს, ქართველ ბიჭზეა შეყვარებული. ეს ბიჭი კი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი გახლავთ. ოთო ფოლადაშვილმა სახელი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით გაითქვა. მისი ყველა ბიჭს შურს, რადგან სხვადასხვა სეზონზე სულ ცნობილ გოგონებს უწევდა პარტნიორობას - ნუკი კოშკელიშვილს, რუსკა მაყაშვილს, იულია ქავთარაძეს, ნინი ნებიერიძეს, და ბოლოს მისი მეწყვილე ნინი ბადურაშვილი იყო.

ანა ახვლედიანმა მისი და ოთოს სიყვარულის შესახებ, რომელიც სულ ერთი წელია დაიწყო, ჟურნალ "სარკეს" უამბო. წყვილის ფოტოები "ფეისბუქზე" მათ პირად გვერდებზეც ვრცელდება და ისინი სიყვარულში დაუფარავად უტყდებიან ერთმანეთს:

"ოთო ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან საყვარელია. ერთი წელია ვიცნობ. მეც მასავით გიჟი ვარ, როცა ოთოსთან ვარ, მგონია, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე, მისით ვსუნთქავ. უბრალოდ მიჩვეული კი არ ვარ, როცა ოთოსთან ვარ, ძალიან კარგად ვარ.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ძალიან სასაცილო ისტორიაა. ოთო ვალენტინობა დღეს გავიცანი "მისტერ ვალენტინის" ფართიზე. დაქალთან ერთად ვიყავი მისული. ტელევიზორს ფაქტობრივად, არ ვუყურებ და არ ვიცოდი, ვინ იყო. ფართიზე ძალიან მომწყინდა და დაქალს ვუთხარი, წავიდეთ, აღარ მომწონს-მეთქი. მითხრა, ვერსად წავალთ, აქ ოთო ფოლადაშვილია და უნდა გაიცნოო. გამიკვირდა, ეგ ვინ არის-მეთქი. ამიხსნა, რომ მოცეკვავე იყო და პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჰქონდა მოგებული.

ყოველთვის, სადაც უნდა ვიყო, შუბლზე "არა" მაწერია, ამიტომ შანსი არ იყო, ოთო თავად მოსულიყო ჩემ გასაცნობად. დაქალმა მითხრა, ცოტა ისე მოიქეცი, რომ აგრძნობინო, მისი გაცნობა გინდა, გახედე მაინცო. გავხედე და მისკენ წავიწიე კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა ბიჭისკენ წავედი, მეგობარმა მომაბრუნა. მერე ოთო მოვიდა და ჩემთან იცეკვა", - ყვება ანა ინტერვიუში.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

"მხოლოდ ქართული" გადამწყვეტი ტურისთვის ემზადება - რას ამბობენ კონკურსანტები ნახევარფინალამდე

კიმ კარდაშიანის გიგანტური მაცივარი - როგორ კვებავს ოთხ შვილს ვარსკვლავი

New York-ში ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართა