მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ზღაპრული ადგილი, სადაც ახალ ცხოვრებას წარმოუდგენლად იაფად დაიწყებთ
10 ზღაპრული ადგილი, სადაც ახალ ცხოვრებას წარმოუდგენლად იაფად დაიწყებთ

ცხოვ­რე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი, რო­გორც წესი, იქ მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც მას ნაკ­ლე­ბად ელი­ან. თუ თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რის წყა­ლო­ბით უკვე გაქვთ გარ­კვე­უ­ლი და­ნა­ზო­გი, გსურთ ყვე­ლაფ­რის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლა და სად­მე მშვიდ, ლა­მაზ და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, იაფ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ბარ­გე­ბა, გთა­ვა­ზობთ, გა­ეც­ნოთ მსოფ­ლი­ოს ზღაპ­რუ­ლი ად­გი­ლე­ბის ათე­ულს, სა­დაც მყუდ­რო გა­რე­მო­ში და­ის­ვე­ნებთ...

ავა­რუა, კუ­კის კუნ­ძუ­ლე­ბი

ეს კუნ­ძუ­ლე­ბი ფორ­მა­ლუ­რად ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ნა­წი­ლია, მაგ­რამ ამ არ­ქი­პე­ლა­გი­დან 2008 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით. ად­გი­ლობ­რი­ვი ტრო­პი­კუ­ლი სა­ნა­პი­რო­ე­ბი მალ­დი­ვი­სა და სე­ი­შე­ლი­სას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა სი­ლა­მა­ზით, სა­ცხოვ­რებ­ლის ქი­რა­ო­ბა კი თვე­ში 130 დო­ლა­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა პო­ლი­ნე­ზი­ე­ლი აბო­რი­გე­ნე­ბი გახ­ლავთ და ისი­ნი სუ­ლაც არ არი­ან ტუ­რის­ტე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი. წე­ლი­წად­ში კუნ­ძუ­ლებს 100 ათას უცხო­ელ­ზე მეტი არ სტუმ­რობს. შე­და­რე­ბის­თვის: ჰა­ვაი წე­ლი­წად­ში 8 მი­ლი­ო­ნამ­დე ტუ­რისტს იზი­დავს. რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა აქ? და­აკ­ვირ­დე ვე­შა­პებს, იარო ლაშ­ქრო­ბებ­ში, დატ­კბე ულა­მა­ზე­სი პე­ი­ზა­ჟე­ბით. არ­სე­ბობს ერთი "მაგ­რამ": უცხო­ე­ლებს არ აქვთ უფ­ლე­ბა, შე­ი­ძი­ნონ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, მაგ­რამ შე­უძ­ლი­ათ აი­ღონ იჯა­რით 60 წლის ვა­დით. კუნ­ძუ­ლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, უნდა იცხოვ­როთ აქ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი და მი­ი­ღოთ მთავ­რო­ბის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ჩეს­კი-კრუმ­ლო­ვი, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა

ეს ზღაპ­რუ­ლი ქა­ლა­ქი ჩე­ხე­თის პრო­ვინ­ცია ბო­ჰე­მი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. მთლი­ა­ნი ქა­ლა­ქი ერთ უზარ­მა­ზარ შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ციხე-სი­მაგ­რეს ჰგავს. აქ რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა რე­ნე­სან­სის ეპო­ქის მსგავ­სი ბაზ­რო­ბე­ბი, ასე­ვე, ვარ­დე­ბის შე­უ­და­რე­ბე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი. ქა­ლა­ქის რეს­ტორ­ნებ­ში სა­დი­ლი 2 პერ­სო­ნა­ზე 20 დო­ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ, ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა კი 400 დო­ლა­რი თვე­ში. რაფ­ტინ­გის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ჩეს­კი-კრუმ­ლოვ­ში მდი­ნა­რე ვლტა­ვა მი­ე­დი­ნე­ბა. ქა­ლაქ­ში ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის, ჩე­ხუ­რი ენის სა­წყის დო­ნე­ზე შეს­წავ­ლა მა­ინც მო­გი­წევთ.

კო-ტონ­საი, კამ­ბო­ჯა

ეს გახ­ლავთ პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლი კამ­ბო­ჯის სამ­ხრე­თით. ჯუნ­გლე­ბი­სა და სა­ნა­პი­რო­ე­ბის ნამ­დვი­ლი სა­მო­თხე. აქ თით­ქმის არა­ვინ ცხოვ­რობს, თუკი მე­თევ­ზე­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ოჯახს არ ჩავ­თვლით. ასე რომ, შე­სა­ფე­რი­სი ბუნ­გა­ლოს მო­ძებ­ნა სა­სა­ცი­ლო ფა­სად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. კუნ­ძულ­ზე შე­გიძ­ლი­ათ და­ის­ვე­ნოთ და გა­მო­იკ­ვლი­ოთ ჯუნ­გლებ­ში მდე­ბა­რე გა­მოქ­ვა­ბუ­ლი. სულ რა­ღაც 5 დო­ლა­რად მე­თევ­ზე­ე­ბი თქვენს თვალ­წინ მო­ამ­ზა­დე­ბენ ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ კერ­ძებს. კო-ტონ­სა­ის ნაკ­ლი გახ­ლავთ ის, რომ ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ნა­პი­რო­ე­ბის კუნ­ძუ­ლი, სა­დაც ქოლ­გის ქვეშ შე­გიძ­ლია ნე­ტა­რე­ბას მი­ე­ცე მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ნა­პი­როს ხან­და­ხან უპატ­რო­ნო ძაღ­ლე­ბი და ტყის სხვა ბი­ნა­დარ­ნი სტუმ­რო­ბენ. თუმ­ცა, მხო­ლოდ აქ შე­იგ­რძნობთ სრუ­ლად, რა შორს ხართ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­გან.

გუ­ა­ნაჰუ­ა­ტო, მექ­სი­კა

შუა მექ­სი­კა­ში მდე­ბა­რე­ობს ქა­ლა­ქი გუ­ა­ნაჰუ­ტო. კარგ ბი­ნას აქ 150-200 დო­ლა­რად იქი­რა­ვებთ, კა­თხა ლუდი ბა­რებ­ში 1 დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი ღირს, კი­ნო­თე­ატ­რის ბი­ლე­თი კი - 3$. ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ მწე­რალ­მა რეი ბრედ­ბე­რიმ მო­თხრო­ბა­ში "შემ­დე­გი რიგ­ში" აღ­წე­რა. ასე­ვე, აქ ტარ­დე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის ცნო­ბი­ლი ფეს­ტი­ვა­ლი ჩერ­ვან­ტი­ნო, რო­მელ­საც სა­ხე­ლი სერ­ვან­ტე­სის პა­ტივ­სა­ცე­მუ­ლოდ ეწო­და.

მარ­გა­ლი­ტის კუნ­ძუ­ლე­ბი, პა­ნა­მა

პა­ნა­მის მა­ტე­რი­კუ­ლი ნა­წი­ლი­დან და­სავ­ლე­თით 30 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით წყნარ ოკე­ა­ნე­ში გა­დაშ­ლი­ლია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არ­ქი­პე­ლა­გი. ერთ დროს აქ მარ­გა­ლიტს აუ­რა­ცხე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მო­ი­პო­ვებ­დნენ. იყო დრო, რო­დე­საც კუნ­ძულ­ზე ყვე­ლა­ზე ძლე­ვა­მო­სი­ლი მე­კობ­რე­ე­ბი ემა­ლე­ბოდ­ნენ მთავ­რო­ბას. დღეს ეს გახ­ლავთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ვა­ნე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის. პა­ტა­რა სახ­ლის ქი­რა­ო­ბა სა­ნა­პი­რო­ზე 300$ ღირს. მარ­გა­ლი­ტის კუნ­ძუ­ლე­ბი იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია იმის­თვის, რომ სამ­ყა­როს მოს­წყდეთ.

სხვა­თა შო­რის, სწო­რედ აქ არის გა­და­ღე­ბუ­ლი რე­ა­ლი­თი-შოუ "დარ­ჩე ცო­ცხა­ლის" სამი სე­ზო­ნი. ასე რომ, პე­ი­ზა­ჟე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ეს ად­გი­ლი დე­და­მი­წა­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი გახ­ლავთ.

აგონ­დას სა­ნა­პი­რო­ე­ბი, გოა, ინ­დო­ე­თი

გოას სა­ნა­პი­რო­ე­ბის სამ­ხრე­თი ნა­წი­ლი - ად­გი­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ სპი­ლო­თი პირ­და­პირ სა­ნა­პი­რო­ზე ისე­ირ­ნოთ. ბოთ­ლი ღვი­ნო აქ ნა­ხე­ვა­რი დო­ლა­რი ღირს, თმას 0,6$-ად შეგჭრი­ან, სა­ცხოვ­რე­ბელს კი თვე­ში 120 დო­ლა­რად იქი­რა­ვებთ. გოას ეს ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ უკაც­რი­ე­ლია, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ტუ­რის­ტე­ბით ისე არ არი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი, რო­გორც ინ­დო­ე­თის და­ნარ­ჩე­ნი სა­ნა­პი­რო­ე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი. აგონ­და სავ­სეა უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ტაძ­რი­თა და ად­გი­ლე­ბით, სა­დაც იო­გით და­კავ­დე­ბით.

ვე­ლი­კო ტირ­ნო­ვო, ბულ­გა­რე­თი

ეს ად­გი­ლი ბულ­გა­რე­თის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, მდი­ნა­რე ვე­ლი­კო ტირ­ნო­ვოს ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს. ეს გახ­ლავთ შავი ზღვის სა­ნა­პი­როს სა­უ­კე­თე­სო რი­ვი­ე­რა. აქ ისე­თი­ვე სი­ლა­მა­ზეა, რო­გო­რიც საფ­რან­გეთ­ში, მაგ­რამ ფა­სებ­ში დიდი გან­სხვა­ვე­ბაა, მო­სახ­ლე­ო­ბა კი მხო­ლოდ 200 ადა­მი­ა­ნი. ამ ქა­ლაქს არა­ერ­თი იმ­პე­რი­ის აღ­მავ­ლო­ბა და და­ცე­მა უნა­ხავს.

ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა ვე­ლი­კო ტირ­ნო­ვო­ში 200 დო­ლა­რი ღირს. ერ­თა­დერ­თი ნაკ­ლი კი, შე­და­რე­ბით გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გახ­ლავთ.

ჰო კოკ-ბიჩი, ვი­ეტ­ნა­მი

ვი­ეტ­ნა­მის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი სა­ნა­პი­რო ცნო­ბი­ლია იმით, რომ აქ 11 ათას ჰექ­ტარ­ზე ტრო­პი­კუ­ლი ტყეა გა­და­ჭი­მუ­ლი. და­ი­ვინ­გი­სა და წყალ­ქვე­შა ნა­დი­რო­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ჰო კოკ-ბიჩი აზი­ა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია: აქ უზარ­მა­ზა­რი ბა­რი­ე­რუ­ლი რიფი გა­დის და იგი ტუ­რის­ტე­ბის­გან უქმე დღე­ებ­შიც კი თა­ვი­სუ­ფა­ლია.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლის მო­ძებ­ნა აქ თვე­ში 150-200 დო­ლა­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა, იყა­ვით მზად, რომ მო­გი­წევთ ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტში ცხოვ­რე­ბა, ისი­ნი სა­ნა­პი­რო ად­გი­ლებს თქვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რე­ბენ.

კსა­მილ ბიჩი, ალ­ბა­ნე­თი

ალ­ბა­ნე­თის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბა კსა­მილ ბიჩი წყნა­რი ცხოვ­რე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია. მის გვერ­დით პა­ტა­რა ქა­ლა­ქი და ეროვ­ნუ­ლი პარ­კი მდე­ბა­რე­ობს. კლი­მა­ტი - ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის, ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბი - მან­და­რი­ნე­ბი და ზე­ი­თუ­ნის ზეთი. მე­ზო­ბე­ლი სა­ბერ­ძნე­თის, იტა­ლი­ი­სა და ხორ­ვა­ტი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქ ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით ია­ფია: ბოთ­ლი ლუდი 90 ცენ­ტი, ხოლო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თვე­ში 100-120$ ღირს.

მი­ირ­თვით ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი (თევ­ზის 30-მდე სა­ხე­ო­ბა, კერ­ძე­ბის ფასი კა­ფე­ებ­ში სა­შუ­ა­ლოდ 6$), და­ლი­ეთ ია­ფი­ა­ნი ღვი­ნო (ბოთ­ლი - 6$), ისე­ირ­ნეთ კა­ტა­მა­რა­ნებ­ზე და იმე­დოვ­ნეთ, რომ 5 წლის შემ­დეგ აქ ტუ­რის­ტე­ბი აღარ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან.

ლას-ტრან­კა­სი, ჩილე

აქ სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში მთის სა­უ­კე­თე­სო ფერ­დო­ბე­ბი მდე­ბა­რე­ობს. სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტით და­კა­ვე­ბა წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ბი­ნის ქი­რა­ო­ბა მხო­ლოდ 300$ ღირს. მდი­და­რი ტუ­რის­ტე­ბი მთის ფერ­დო­ბებ­ზე ცხოვ­რო­ბენ, ვე­ლუ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი კი მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში. არის ერთი პრობ­ლე­მა: აქ მუ­დამ ზამ­თა­რია, მაგ­რამ ვი­ღა­ცას ხომ ისიც უყ­ვარს?

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

10 ზღაპრული ადგილი, სადაც ახალ ცხოვრებას წარმოუდგენლად იაფად დაიწყებთ

10 ზღაპრული ადგილი, სადაც ახალ ცხოვრებას წარმოუდგენლად იაფად დაიწყებთ

ცხოვრებისთვის იდეალური ადგილები, როგორც წესი, იქ მდებარეობს, სადაც მას ნაკლებად ელიან. თუ თქვენი სამსახურის წყალობით უკვე გაქვთ გარკვეული დანაზოგი, გსურთ ყველაფრის რადიკალურად შეცვლა და სადმე მშვიდ, ლამაზ და რაც ყველაზე მთავარია, იაფ ქვეყანაში გადაბარგება, გთავაზობთ, გაეცნოთ მსოფლიოს ზღაპრული ადგილების ათეულს, სადაც მყუდრო გარემოში დაისვენებთ...

ავარუა, კუკის კუნძულები

ეს კუნძულები ფორმალურად ახალი ზელანდიის ნაწილია, მაგრამ ამ არქიპელაგიდან 2008 კილომეტრში მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით. ადგილობრივი ტროპიკული სანაპიროები მალდივისა და სეიშელისას არ ჩამოუვარდება სილამაზით, საცხოვრებლის ქირაობა კი თვეში 130 დოლარად არის შესაძლებელი.

ადგილობრივი მოსახლეობა პოლინეზიელი აბორიგენები გახლავთ და ისინი სულაც არ არიან ტურისტებით განებივრებული. წელიწადში კუნძულებს 100 ათას უცხოელზე მეტი არ სტუმრობს. შედარებისთვის: ჰავაი წელიწადში 8 მილიონამდე ტურისტს იზიდავს. რისი გაკეთება შეიძლება აქ? დააკვირდე ვეშაპებს, იარო ლაშქრობებში, დატკბე ულამაზესი პეიზაჟებით. არსებობს ერთი "მაგრამ": უცხოელებს არ აქვთ უფლება, შეიძინონ უძრავი ქონება, მაგრამ შეუძლიათ აიღონ იჯარით 60 წლის ვადით. კუნძულის სრულფასოვანი მოქალაქეობის მისაღებად, უნდა იცხოვროთ აქ რამდენიმე წელიწადი და მიიღოთ მთავრობისგან სპეციალური ნებართვა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ჩესკი-კრუმლოვი, ჩეხეთის რესპუბლიკა

ეს ზღაპრული ქალაქი ჩეხეთის პროვინცია ბოჰემიაში მდებარეობს. მთლიანი ქალაქი ერთ უზარმაზარ შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეს ჰგავს. აქ რეგულარულად ტარდება რენესანსის ეპოქის მსგავსი ბაზრობები, ასევე, ვარდების შეუდარებელი ფესტივალი. ქალაქის რესტორნებში სადილი 2 პერსონაზე 20 დოლარი დაგიჯდებათ, ბინის დაქირავება კი 400 დოლარი თვეში. რაფტინგის მოყვარულთათვის ჩესკი-კრუმლოვში მდინარე ვლტავა მიედინება. ქალაქში ნორმალური ცხოვრებისთვის, ჩეხური ენის საწყის დონეზე შესწავლა მაინც მოგიწევთ.

კო-ტონსაი, კამბოჯა

ეს გახლავთ პატარა კუნძული კამბოჯის სამხრეთით. ჯუნგლებისა და სანაპიროების ნამდვილი სამოთხე. აქ თითქმის არავინ ცხოვრობს, თუკი მეთევზეების რამდენიმე ოჯახს არ ჩავთვლით. ასე რომ, შესაფერისი ბუნგალოს მოძებნა სასაცილო ფასად არის შესაძლებელი. კუნძულზე შეგიძლიათ დაისვენოთ და გამოიკვლიოთ ჯუნგლებში მდებარე გამოქვაბული. სულ რაღაც 5 დოლარად მეთევზეები თქვენს თვალწინ მოამზადებენ ზღვის პროდუქტების არაჩვეულებრივ კერძებს. კო-ტონსაის ნაკლი გახლავთ ის, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სანაპიროების კუნძული, სადაც ქოლგის ქვეშ შეგიძლია ნეტარებას მიეცე მთელი დღის განმავლობაში. სანაპიროს ხანდახან უპატრონო ძაღლები და ტყის სხვა ბინადარნი სტუმრობენ. თუმცა, მხოლოდ აქ შეიგრძნობთ სრულად, რა შორს ხართ ცივილიზაციისგან.

გუანაჰუატო, მექსიკა

შუა მექსიკაში მდებარეობს ქალაქი გუანაჰუტო. კარგ ბინას აქ 150-200 დოლარად იქირავებთ, კათხა ლუდი ბარებში 1 დოლარზე ნაკლები ღირს, კინოთეატრის ბილეთი კი - 3$. ქალაქში ცხოვრების გამოცდილების შესახებ მწერალმა რეი ბრედბერიმ მოთხრობაში "შემდეგი რიგში" აღწერა. ასევე, აქ ტარდება ხელოვნების ცნობილი ფესტივალი ჩერვანტინო, რომელსაც სახელი სერვანტესის პატივსაცემულოდ ეწოდა.

მარგალიტის კუნძულები, პანამა

პანამის მატერიკული ნაწილიდან დასავლეთით 30 კილომეტრის მოშორებით წყნარ ოკეანეში გადაშლილია არაჩვეულებრივი არქიპელაგი. ერთ დროს აქ მარგალიტს აურაცხელი რაოდენობით მოიპოვებდნენ. იყო დრო, როდესაც კუნძულზე ყველაზე ძლევამოსილი მეკობრეები ემალებოდნენ მთავრობას. დღეს ეს გახლავთ შესანიშნავი სავანე ადგილობრივებისთვის. პატარა სახლის ქირაობა სანაპიროზე 300$ ღირს. მარგალიტის კუნძულები იდეალური ადგილია იმისთვის, რომ სამყაროს მოსწყდეთ.

სხვათა შორის, სწორედ აქ არის გადაღებული რეალითი-შოუ "დარჩე ცოცხალის" სამი სეზონი. ასე რომ, პეიზაჟების თვალსაზრისით, ეს ადგილი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გახლავთ.

აგონდას სანაპიროები, გოა, ინდოეთი

გოას სანაპიროების სამხრეთი ნაწილი - ადგილი, სადაც შეგიძლიათ სპილოთი პირდაპირ სანაპიროზე ისეირნოთ. ბოთლი ღვინო აქ ნახევარი დოლარი ღირს, თმას 0,6$-ად შეგჭრიან, საცხოვრებელს კი თვეში 120 დოლარად იქირავებთ. გოას ეს ნაწილი საკმაოდ უკაცრიელია, ადგილობრივები ტურისტებით ისე არ არიან განებივრებული, როგორც ინდოეთის დანარჩენი სანაპიროების მცხოვრებლები. აგონდა სავსეა უამრავი საინტერესო ტაძრითა და ადგილებით, სადაც იოგით დაკავდებით.

ველიკო ტირნოვო, ბულგარეთი

ეს ადგილი ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ველიკო ტირნოვოს ხეობაში მდებარეობს. ეს გახლავთ შავი ზღვის სანაპიროს საუკეთესო რივიერა. აქ ისეთივე სილამაზეა, როგორიც საფრანგეთში, მაგრამ ფასებში დიდი განსხვავებაა, მოსახლეობა კი მხოლოდ 200 ადამიანი. ამ ქალაქს არაერთი იმპერიის აღმავლობა და დაცემა უნახავს.

ბინის დაქირავება ველიკო ტირნოვოში 200 დოლარი ღირს. ერთადერთი ნაკლი კი, შედარებით განუვითარებელი ინფრასტრუქტურა გახლავთ.

ჰო კოკ-ბიჩი, ვიეტნამი

ვიეტნამის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო ცნობილია იმით, რომ აქ 11 ათას ჰექტარზე ტროპიკული ტყეა გადაჭიმული. დაივინგისა და წყალქვეშა ნადირობის მოყვარულთათვის ჰო კოკ-ბიჩი აზიაში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია: აქ უზარმაზარი ბარიერული რიფი გადის და იგი ტურისტებისგან უქმე დღეებშიც კი თავისუფალია.

საცხოვრებელის მოძებნა აქ თვეში 150-200 დოლარად არის შესაძლებელი. თუმცა, იყავით მზად, რომ მოგიწევთ ადგილობრივებთან მჭიდრო კონტაქტში ცხოვრება, ისინი სანაპირო ადგილებს თქვენთან ერთად გაიზიარებენ.

კსამილ ბიჩი, ალბანეთი

ალბანეთის სამხრეთით მდებარე დასახლება კსამილ ბიჩი წყნარი ცხოვრებისთვის იდეალური ადგილია. მის გვერდით პატარა ქალაქი და ეროვნული პარკი მდებარეობს. კლიმატი - ხმელთაშუაზღვის, ადგილობრივი პროდუქტები - მანდარინები და ზეითუნის ზეთი. მეზობელი საბერძნეთის, იტალიისა და ხორვატიისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი გაცილებით იაფია: ბოთლი ლუდი 90 ცენტი, ხოლო საცხოვრებელი თვეში 100-120$ ღირს.

მიირთვით ზღვის პროდუქტები (თევზის 30-მდე სახეობა, კერძების ფასი კაფეებში საშუალოდ 6$), დალიეთ იაფიანი ღვინო (ბოთლი - 6$), ისეირნეთ კატამარანებზე და იმედოვნეთ, რომ 5 წლის შემდეგ აქ ტურისტები აღარ გამოჩნდებიან.

ლას-ტრანკასი, ჩილე

აქ სამხრეთ ამერიკაში მთის საუკეთესო ფერდობები მდებარეობს. სათხილამურო სპორტით დაკავება წელიწადის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. ბინის ქირაობა მხოლოდ 300$ ღირს. მდიდარი ტურისტები მთის ფერდობებზე ცხოვრობენ, ველური თავგადასავლების მოყვარულები კი მიმდებარე სოფლებში. არის ერთი პრობლემა: აქ მუდამ ზამთარია, მაგრამ ვიღაცას ხომ ისიც უყვარს?

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს