ადამიანთა ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ონლაინ რეჟიმში ვითარდება. ბოლო დროს გვესმის, რომ ციფრული ტექნოლოგიები საეკლესიო ცხოვრებაშიც შეიჭრა. არაერთხელ გაგვიგონია, რომ ადამიანები აღსარებას სოციალური ქსელით აბარებენ, დალოცვასა და კურთხევას კი მესიჯით იღებენ. რამდენად შესაძლებელია ეს, სად გადის ზღვარი მოძღვრისა და მრევლის "ცოცხალ" თუ ვირტუალურ ურთიერთობებს შორის?
ამ და კიდევ სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- მოძღვრისთვის გასაზიარებელი სათქმელი ტექსტის სახით რომ ჩამოვაყალიბოთ და ფოსტით გავუგზავნოთ, მისაღებია?
- თუ ღიაობა პრობლემას არ ქმნის და ადამიანი უცხოეთში ცხოვრობს, შესაძლებელია მოძღვარს კითხვებით მიმართოს და შესაბამისი რჩევები მიიღოს. აღსარება კი იმ ქალაქში ჩააბაროს მართლმადიდებელ მღვდელს, სადაც იმყოფება. შესაძლოა ერთი მოძღვარი გვყავდეს, ვისგანაც ვსაზრდოობთ და აღსარება ჩავაბაროთ იმ სასულიერო პირს, სადაც ახლოა ჩვენი საცხოვრებელი.
- რამდენად შესაძლებელია დალოცვა და კურთხევა ელექტრონული საშუალებებით?
- დალოცვა, ქადაგება და ჭეშმარიტი სიტყვის მიწოდება ნებისმიერი საშუალებით შესაძლებელი და აუცილებელიცაა.
- რამდენად შესაძლებელია აღსარების სოციალური ქსელით, ელექტრონული ფოსტით თუ სატელეფონო მესიჯით ჩაბარება?
- ტექნოლოგიის განვითარებას ეკლესია მიესალმება და თავადაც ერგება საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ არსებობს ზღვარდადებულობა ისეთ საკითხებში რასაც "საიდუმლოება" ეწოდება.
განაგრძეთ კითხვა