სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მე გამიმართლა... ძალიან მძიმეა იმ წუთების გახსენება“ - ქეთევან ქარდავა ბელგიელმა სამართალდამცველებმა დაკითხეს
„მე გამიმართლა... ძალიან მძიმეა იმ წუთების გახსენება“ - ქეთევან ქარდავა ბელგიელმა სამართალდამცველებმა დაკითხეს

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი ქე­თე­ვან ქარ­და­ვა, რო­მე­ლიც ბრი­უ­სე­ლის ზა­ვენ­ტე­მის აე­რო­პორ­ტში მომ­ხდარ ორ­მაგ აფეთ­ქე­ბას შე­ეს­წრო, ბელ­გი­ელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უკვე და­კი­თხეს.

მისი თქმით, პო­ლი­ცი­ას აინ­ტე­რე­სებ­და, სად იმ­ყო­ფე­ბო­და აფეთ­ქე­ბის მო­მენ­ტში და რა სა­ეჭ­ვო შე­ნიშ­ნა აე­რო­პორ­ტში.

"სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა სა­ე­ვა­კუ­ა­ციო დარ­ბაზ­ში მო­მა­კი­თხეს და მი­თხრეს, რომ მათ­თვის ჩვე­ნე­ბა უნდა მი­მე­ცა. მთხო­ვეს მი­მე­თი­თე­ბი­ნა, სად და­ვი­ნა­ხე სა­ეჭ­ვო შავი ნივ­თი. რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მი­თხრეს, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი თუ რამ­დე­ნი კა­მი­კა­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და აფეთ­ქე­ბის მო­მენ­ტში აე­რო­პორ­ტში. მათ აღ­ნიშ­ნეს, რომ საფრ­თხე მოხ­სნი­ლი არ არის და ამი­ტომ გამ­კაც­რე­ბუ­ლია კონ­ტრო­ლი. რო­გორც გი­თხა­რით, ჩემი და­კი­თხვა აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. არც ერთ მგზავრს, რო­მე­ლიც 08:00 სა­ა­თი­დან აე­რო­პორ­ტში იმ­ყო­ფე­ბო­და არ მის­ცეს უფ­ლე­ბა, რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ტე­რი­ტო­რია. მე გა­მი­მარ­თლ, ვთხო­ვე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს გა­მომ­ყო­ლო­და ცენ­ტრამ­დე და სწო­რედ მათ მო­მიყ­ვა­ნეს აქამ­დე", - ამ­ბობს ქარ­და­ვა.

ჟურ­ნა­ლის­ტმა "მო­ამ­ბის" პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვი­სას მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა.

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა სა­უ­ბა­რი და გახ­სე­ნე­ბა იმ წუ­თე­ბის, რო­მე­ლიც მე გან­ვი­ცა­დე ბრი­უ­სე­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­ცულ აე­რო­პორ­ტად არის მიჩ­ნე­უ­ლი. აე­რო­პორ­ტში პა­რი­ზის ტე­რაქ­ტე­ბის შემ­დეგ დაც­ვა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იყო და პატ­რუ­ლი­რებ­და პო­ლი­ცი­ის და­მა­ტე­ბი­თი და­ნა­ყო­ფე­ბი. დღეს, რო­დე­საც მე მი­ვე­დი აე­რო­პორ­ტში, მათი რა­ო­დე­ნობ­და გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო. ეს არა­ვის გაკ­ვირ­ვე­ბია. პირ­ველ რიგ­ში ჩვენ გა­ვიხ­სე­ნეთ აბ­დეს­ლა­მის და­კა­ვე­ბა და მუ­ქა­რა, რომ ის ტე­რაქ­ტე­ბის მო­წყო­ბას ბრი­უ­სელ­შიც აპი­რებ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 08:00 სა­ა­თის­თვის ბი­ლე­თე­ბის ოფის­თან ვი­ყა­ვი, ხელ­მარ­ცხნივ და­ვი­ნა­ხე შავი ნივ­თი. მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა... თუმ­ცა გარ­შე­მო პო­ლი­ცია იყო და ვი­ფიქ­რე, რამე სა­ეჭ­ვო რომ ყო­ფი­ლი­ყო, ისი­ნი მი­აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას. 2 წუთ­ში მოხ­და უძ­ლი­ე­რე­სი აფეთ­ქე­ბა, კვამ­ლით და­ი­ფა­რა ტე­რი­ტო­რია, აღა­რა­ფე­რი ჩან­და. აე­რო­პორ­ტში შუ­შის არის, ნამ­სხვრე­ვე­ბი ცვი­ო­და და ამი­ტომ მი­ი­ღო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა ამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა. რო­გორც კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი, გა­და­ვი­ღე ფო­ტო­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ქარ­და­ვამ.

ასე­ვე იხი­ლეთ: რა ხდე­ბა ამ წუ­თებ­ში ბრი­უ­სე­ლის აე­რო­პორ­ტში - ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ფო­ტო­ე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან

ბრი­უ­სე­ლის აე­რო­პორ­ტში ორი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

„მე გამიმართლა... ძალიან მძიმეა იმ წუთების გახსენება“ - ქეთევან ქარდავა ბელგიელმა სამართალდამცველებმა დაკითხეს

„მე გამიმართლა... ძალიან მძიმეა იმ წუთების გახსენება“ - ქეთევან ქარდავა ბელგიელმა სამართალდამცველებმა დაკითხეს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რომელიც ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში მომხდარ ორმაგ აფეთქებას შეესწრო, ბელგიელმა სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.

მისი თქმით, პოლიციას აინტერესებდა, სად იმყოფებოდა აფეთქების მომენტში და რა საეჭვო შენიშნა აეროპორტში.

"სამართალდამცავმა ორგანოებმა საევაკუაციო დარბაზში მომაკითხეს და მითხრეს, რომ მათთვის ჩვენება უნდა მიმეცა. მთხოვეს მიმეთითებინა, სად დავინახე საეჭვო შავი ნივთი. როგორც სამართალდამცველებმა მითხრეს, მიმდინარეობს გამოძიება და არ არის დადასტურებული თუ რამდენი კამიკაძე იმყოფებოდა აფეთქების მომენტში აეროპორტში. მათ აღნიშნეს, რომ საფრთხე მოხსნილი არ არის და ამიტომ გამკაცრებულია კონტროლი. როგორც გითხარით, ჩემი დაკითხვა აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა. არც ერთ მგზავრს, რომელიც 08:00 საათიდან აეროპორტში იმყოფებოდა არ მისცეს უფლება, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. მე გამიმართლ, ვთხოვე პოლიციის თანამშრომელს გამომყოლოდა ცენტრამდე და სწორედ მათ მომიყვანეს აქამდე", - ამბობს ქარდავა.

ჟურნალისტმა "მოამბის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას მომხდარის დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

"ჩემთვის ძალიან მძიმეა საუბარი და გახსენება იმ წუთების, რომელიც მე განვიცადე ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ აეროპორტად არის მიჩნეული. აეროპორტში პარიზის ტერაქტების შემდეგ დაცვა გაძლიერებული იყო და პატრულირებდა პოლიციის დამატებითი დანაყოფები. დღეს, როდესაც მე მივედი აეროპორტში, მათი რაოდენობდა გაცილებით მეტი იყო. ეს არავის გაკვირვებია. პირველ რიგში ჩვენ გავიხსენეთ აბდესლამის დაკავება და მუქარა, რომ ის ტერაქტების მოწყობას ბრიუსელშიც აპირებდა. დაახლოებით 08:00 საათისთვის ბილეთების ოფისთან ვიყავი, ხელმარცხნივ დავინახე შავი ნივთი. მივაქციე ყურადღება... თუმცა გარშემო პოლიცია იყო და ვიფიქრე, რამე საეჭვო რომ ყოფილიყო, ისინი მიაქცევდნენ ყურადღებას. 2 წუთში მოხდა უძლიერესი აფეთქება, კვამლით დაიფარა ტერიტორია, აღარაფერი ჩანდა. აეროპორტში შუშის არის, ნამსხვრევები ცვიოდა და ამიტომ მიიღო სხეულის დაზიანება ამდენმა ადამიანმა. როგორც კი აღმოვაჩინე, რომ ცოცხალი ვიყავი, გადავიღე ფოტოები", - განაცხადა ქარდავამ.

ასევე იხილეთ: რა ხდება ამ წუთებში ბრიუსელის აეროპორტში - ქართველი ჟურნალისტის ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ბრიუსელის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია