პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში საპატრულო პოლიცია კონტროლს ამკაცრებს - შსს-ს საგანგებო განცხადება
საქართველოში საპატრულო პოლიცია კონტროლს ამკაცრებს - შსს-ს საგანგებო განცხადება

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ად­გი­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­კონ­ტრო­ლებს, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ბელ­გი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ამ­კაც­რა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი ქვეყ­ნის სა­ზღვრებ­სა და აე­რო­პორ­ტებ­ში, ასე­ვე, სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ყვე­ლა ობი­ექ­ტზე.

"შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია რო­გორც ქვეყ­ნის პე­რი­მეტრზე მდე­ბა­რე, ისე მის მთელ სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ი­ყე­ნებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის უფრო მა­ღა­ლი დო­ნის ზო­მებს.

არ­სე­ბუ­ლი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ტა­ჟი.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გარ­და, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­კონ­ტრო­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ად­გი­ლებს, მოვ­ლე­ნა­თა შე­საძ­ლო ექ­სტრე­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით.

სა­კონ­ტრო­ლო-გამ­ტა­რი პუნ­ქტე­ბის მუ­შა­ო­ბა აე­რო­პორ­ტებ­ში, სახ­მე­ლე­თო და სა­ზღვაო სა­ზღვრებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის სრუ­ლი და ეფექ­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვი­სა და სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა სრულ მზად­ყოფ­ნა­შია. შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლებს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის ე.წ. მწვა­ნე ზოლს.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კვლა­ვაც აგ­რძე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას, რომ და­იც­ვას ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

საქართველოში საპატრულო პოლიცია კონტროლს ამკაცრებს - შსს-ს საგანგებო განცხადება

საქართველოში საპატრულო პოლიცია კონტროლს ამკაცრებს - შსს-ს საგანგებო განცხადება

საპატრულო პოლიცია მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ადგილებს მაქსიმალურად გააკონტროლებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე.

"შსს-ს საპატრულო პოლიცია როგორც ქვეყნის პერიმეტრზე მდებარე, ისე მის მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე გამოიყენებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო მაღალი დონის ზომებს.

არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები. პირად შემადგენლობას ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად გააკონტროლებს მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ადგილებს, მოვლენათა შესაძლო ექსტრემალური განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

საკონტროლო-გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც აგრძელებს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, რომ დაიცვას ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ