პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მოხატული და მოჩითული სოფელი მსოფლიოში - მის შესახებ ჯერ არ გაგიგონიათ!
ყველაზე მოხატული და მოჩითული სოფელი მსოფლიოში - მის შესახებ ჯერ არ გაგიგონიათ!

ამ მყუდ­რო და მშვი­დი სოფ­ლის მშვე­ნე­ბა ბევ­რს აო­ცებს. ზა­ლი­პიე ზღაპ­რუ­ლი, მარ­თლა ხე­ლით მო­ხა­ტუ­ლი სო­ფე­ლია პო­ლო­ნეთ­ში. ამ სოფ­ლის სა­ნა­ხა­ვად უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი ჩა­დის. მისი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა და მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა აქა­ურ სახ­ლებ­ში იმა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე მოს­წონთ და აინ­ტე­რე­სებთ ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ებ­სა თუ უბ­რა­ლო დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს.

აქ სახ­ლე­ბი ულა­მა­ზე­სად არის მო­ხა­ტუ­ლი, დე­კო­რა­ტი­უ­ლად გა­ფორ­მე­ბუ­ლი, გა­რე­და­ნაც და შიგ­ნი­და­ნაც. ზა­ლი­პი­უ­რი ხატ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა სა­ყო­ველ­თა­ოდ არის ცნო­ბი­ლი. აქ სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლაც კი არ­სე­ბობს, სა­დაც ასე­თი სტი­ლის ხატ­ვას ას­წავ­ლი­ან ამ და მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას.

ზა­ლი­პი­ე­ში 20-მდე დე­კო­რა­ტი­უ­ლად მო­ხა­ტუ­ლი სახ­ლი და სხვა სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტია. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს დე­კო­რა­ტი­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი შიგ­ნით სახ­ლშიც გრძელ­დე­ბა და უფრო მე­ტიც, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თებ­საც კი მო­ი­ცავს.

სახ­ლე­ბის დე­კო­რა­ტი­უ­ლად გა­ფორ­მე­ბის იდეა დი­ას­ხლი­სებს ეკუთ­ვნით, რო­მელ­თაც სურ­დათ, რომ თეთ­რი ფე­რის სადა სახ­ლე­ბი რა­მით გა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნათ. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს იყო უბ­რა­ლო ფი­გუ­რე­ბი, მარ­ტი­ვი ორ­ნა­მენ­ტე­ბი, შემ­დეგ კი თან­და­თან უფრო დახ­ვე­წილ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბად გა­და­იქ­ცა.

თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ღე­ბა­ვე­ბიც მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი იყო, იყე­ნებ­დნენ ყვე­ლა­ფერს, რითი მო­ხატ­ვაც კი იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, იქ­ნე­ბო­და ეს ნა­ცა­რი, ინა თუ სხვა რამ, ფუნ­ჯებს არ­ყის ხის­გან ამ­ზა­დებ­დნენ.

ნა­ხა­ტი ძი­რი­თა­დად იყო ყვა­ვი­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ფორ­მა კი­დევ უფრო და­იხ­ვე­წა და და­ე­მა­ტა უამ­რა­ვი ფერი. უც­ვლე­ლი დარ­ჩა მხო­ლოდ მხატ­ვრის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხედ­ვა, არა­ვი­თა­რი წი­ნას­წა­რი ჩა­ნა­ხა­ტი თუ მო­ნა­ხა­ზი არ არ­სე­ბობ­და, ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად იხა­ტე­ბო­და.

ასე­თი სტი­ლით ხატ­ვის ტრა­დი­ცი­ას სა­ფუძ­ვე­ლი მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­ე­ყა­რა და დღემ­დე ვი­თარ­დე­ბა.

ზა­ლი­პი­ე­ში არ­სე­ბობს ფერმ­წერ­თა სკო­ლა, რო­მელ­საც მრა­ვა­ლი მხატ­ვა­რი სტუმ­რობს ხოლ­მე, აქ ტარ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ლექ­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც ატა­რე­ბენ არა მარ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რნი, არა­მედ მოწ­ვე­უ­ლი მხატ­ვრე­ბიც.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ყველაზე მოხატული და მოჩითული სოფელი მსოფლიოში - მის შესახებ ჯერ არ გაგიგონიათ!

ყველაზე მოხატული და მოჩითული სოფელი მსოფლიოში - მის შესახებ ჯერ არ გაგიგონიათ!

ამ მყუდრო და მშვიდი სოფლის მშვენება ბევრს აოცებს. ზალიპიე ზღაპრული, მართლა ხელით მოხატული სოფელია პოლონეთში. ამ სოფლის სანახავად უამრავი ტურისტი ჩადის. მისი თავისებურება და მთავარი ღირსება აქაურ სახლებში იმალება, რომელიც ასე მოსწონთ და აინტერესებთ ხელოვნებათმცოდნეებსა თუ უბრალო დამთვალიერებელს.

აქ სახლები ულამაზესად არის მოხატული, დეკორატიულად გაფორმებული, გარედანაც და შიგნიდანაც. ზალიპიური ხატვის ხელოვნება საყოველთაოდ არის ცნობილი. აქ სპეციალური სკოლაც კი არსებობს, სადაც ასეთი სტილის ხატვას ასწავლიან ამ და მეზობელი სოფლის მოსახლეობას.

ზალიპიეში 20-მდე დეკორატიულად მოხატული სახლი და სხვა სამეურნეო დანიშნულების ობიექტია. ხშირ შემთხვევაში ეს დეკორატიული ორნამენტები შიგნით სახლშიც გრძელდება და უფრო მეტიც, საყოფაცხოვრებო ნივთებსაც კი მოიცავს.

სახლების დეკორატიულად გაფორმების იდეა დიასხლისებს ეკუთვნით, რომელთაც სურდათ, რომ თეთრი ფერის სადა სახლები რამით გაეხალისებინათ. თავდაპირველად ეს იყო უბრალო ფიგურები, მარტივი ორნამენტები, შემდეგ კი თანდათან უფრო დახვეწილ ხელოვნების ნიმუშებად გადაიქცა.

თავდაპირველად საღებავებიც მხოლოდ ბუნებრივი იყო, იყენებდნენ ყველაფერს, რითი მოხატვაც კი იყო შესაძლებელი, იქნებოდა ეს ნაცარი, ინა თუ სხვა რამ, ფუნჯებს არყის ხისგან ამზადებდნენ.

ნახატი ძირითადად იყო ყვავილი, მოგვიანებით ეს ფორმა კიდევ უფრო დაიხვეწა და დაემატა უამრავი ფერი. უცვლელი დარჩა მხოლოდ მხატვრის შემოქმედებითი ხედვა, არავითარი წინასწარი ჩანახატი თუ მონახაზი არ არსებობდა, ყველაფერი სპონტანურად იხატებოდა.

ასეთი სტილით ხატვის ტრადიციას საფუძველი მეცხრამეტე საუკუნეში ჩაეყარა და დღემდე ვითარდება.

ზალიპიეში არსებობს ფერმწერთა სკოლა, რომელსაც მრავალი მხატვარი სტუმრობს ხოლმე, აქ ტარდება სპეციალური ლექციები, რომელსაც ატარებენ არა მარტო ადგილობრივი მკვიდრნი, არამედ მოწვეული მხატვრებიც.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს