ნადეჟდა სავჩენკოს 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ საბრალდებო ვერდიქტის გამოცხადება ამ წუთებში დაასრულა. სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.
სასამართლომ საბრალდებო აქტი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ვერდიქტის გამოცხადების დროს სავჩენკო უკრაინულ სიმღერას მღეროდა.
სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს.