Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასტერა" ბრალს არ აღიარებს: "იტყვის იმას, რაც სინამდვილეში იყო"
"მასტერა" ბრალს არ აღიარებს: "იტყვის იმას, რაც სინამდვილეში იყო"

კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის, იგი­ვე "მას­ტე­რას" ად­ვო­კა­ტის ირაკ­ლი გრძე­ლიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რებს და თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. რო­გორც ად­ვო­კატ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, დგე­ბუ­ა­ძეს­თან მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი მცი­რე ხნით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მათ შო­რის მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი გა­სა­უბ­რე­ბა შედ­გა.

"გაც­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რა გვქონ­და, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თი­ა­ნი სა­უ­ბა­რი. ის ბრალს არ აღი­ა­რებს. რაც არ ჩა­უ­დე­ნია რა უნდა აღი­ა­როს? ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას ნამ­დვი­ლად აპი­რებს და იტყვის იმას, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო. ყვე­ლა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში გა­მარ­თლდა გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე და ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბა­შიც გა­მარ­თლდე­ბა. ის ამ ეტაპ­ზე რა­ი­მე სა­ხის ზე­წო­ლა­ზე არ სა­უბ­რობს, არც პო­ლი­ტი­კურ­ზე და არც სხვა სა­ხის ზე­წო­ლა­ზე", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ირაკ­ლი გრძე­ლიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ბრა­ლად 2006 წლის 12 იან­ვარს ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი 3 ახალ­გაზ­რდის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ედე­ბა.

გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე, იგი­ვე "მას­ტე­რა" სა­ქარ­თვე­ლო­ში წუ­ხელ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ჰო­ლან­დი­ი­დან მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ არის "მას­ტე­რა" - გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მასტერა" ბრალს არ აღიარებს: "იტყვის იმას, რაც სინამდვილეში იყო"

"მასტერა" ბრალს არ აღიარებს: "იტყვის იმას, რაც სინამდვილეში იყო"

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ადვოკატის ირაკლი გრძელიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დგებუაძესთან მისი ინტერესების დამცველები მცირე ხნით იმყოფებოდნენ და მათ შორის მხოლოდ ზედაპირული გასაუბრება შედგა.

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა, დაახლოებით 15 წუთიანი საუბარი. ის ბრალს არ აღიარებს. რაც არ ჩაუდენია რა უნდა აღიაროს? ჩვენების მიცემას ნამდვილად აპირებს და იტყვის იმას, რაც სინამდვილეში იყო. ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა გიორგი დგებუაძე და ეჭვიც არ მეპარება, რომ აღნიშნულ ბრალდებაშიც გამართლდება. ის ამ ეტაპზე რაიმე სახის ზეწოლაზე არ საუბრობს, არც პოლიტიკურზე და არც სხვა სახის ზეწოლაზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი გრძელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი 3 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა ედება.

გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში წუხელ ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადირება მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

წაიკითხეთ: ვინ არის "მასტერა" - გახმაურებული დანაშაულები, რომელიც გიორგი დგებუაძის სახელს უკავშირდება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ