პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ
დღეს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს 40 სე­ბას­ტი­ა­ნე­ლი მო­წა­მის ხსე­ნე­ბას აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში პირ­ველ­შე­წი­რუ­ლის ლი­ტურ­გია შეს­რულ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია II მო­წა­მე­თა ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, აბა­ნო­თუ­ბან­ში არ­სე­ბულ წმინ­და 40 სე­ბას­ტი­ა­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში 12:00 სა­ათ­ზე მიბ­რძან­დე­ბა და პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დის.

წმინ­და 40 სე­ბას­ტი­ა­ნე­ლი სე­ბას­ტი­ის ტბა­ში ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბის­თვის 320 წელს ეწა­მა. ისი­ნი კა­ბა­დო­კი­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნი მე­ომ­რე­ბი იყ­ვნენ და სე­ბას­ტი­ა­ში მსა­ხუ­რობ­დნენ. წმინ­და­ნებ­მა ერთ-ერთ წარ­მარ­თულ დღე­სას­წა­ულ­ზე კერ­პე­ბის­თვის მსხვერ­პლშე­წირ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. მო­წა­მე­ე­ბი ერთი დღით სე­ბას­ტი­ის გა­ყი­ნულ ტბა­ში ამ­ყო­ფეს.

ერთ-ერ­თმა წა­მე­ბას ვერ გა­უძ­ლო და წყლი­დან ამო­სუ­ლი ნა­პირ­ზე მოკ­ვდა. მის ნაც­ვლად ტბა­ში იქ მყო­ფი და­რა­ჯი ჩა­ვი­და, რო­მე­ლიც მო­წა­მე­თა თავ­ზე გვირ­ვი­ნებს ხე­დავ­და. გა­ყინ­ვას უვ­ნე­ბე­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი მე­ო­რე დღეს ხმლე­ბით აკუ­წეს.

სა­ეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მით, VIII სა­უ­კუ­ნე­ში თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან არ­სე­ბობ­და ორ­მო­ცი სე­ბას­ტი­ე­ლი მო­წა­მის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, სა­დაც 786 წლის 6 იან­ვარს, არა­ბებ­მა გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის გამო წმინ­და აბო თბი­ლელს თავი მოკ­ვე­თეს.

აბა­ნო­თუ­ბან­ში წმინ­და ორ­მო­ცი წა­მე­ბუ­ლი სე­ბას­ტი­ა­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 2002 წელს და­ი­წყო. კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ეკ­ლე­სია მო­ნას­ტრად 2009 წლის გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე აკურ­თხა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დღეს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

დღეს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში პირველშეწირულის ლიტურგია შესრულდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, აბანოთუბანში არსებულ წმინდა 40 სებასტიანელის სახელობის ტაძარში 12:00 საათზე მიბრძანდება და პარაკლისს გადაიხდის.

წმინდა 40 სებასტიანელი სებასტიის ტბაში ქრისტეს სარწმუნოებისთვის 320 წელს ეწამა. ისინი კაბადოკიელი ქრისტიანი მეომრები იყვნენ და სებასტიაში მსახურობდნენ. წმინდანებმა ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისთვის მსხვერპლშეწირვაზე უარი განაცხადეს. მოწამეები ერთი დღით სებასტიის გაყინულ ტბაში ამყოფეს.

ერთ-ერთმა წამებას ვერ გაუძლო და წყლიდან ამოსული ნაპირზე მოკვდა. მის ნაცვლად ტბაში იქ მყოფი დარაჯი ჩავიდა, რომელიც მოწამეთა თავზე გვირვინებს ხედავდა. გაყინვას უვნებელად გადარჩენილები მეორე დღეს ხმლებით აკუწეს.

საეკლესიო გადმოცემით, VIII საუკუნეში თბილისში, მეტეხის ხიდთან არსებობდა ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარი, სადაც 786 წლის 6 იანვარს, არაბებმა გაქრისტიანების გამო წმინდა აბო თბილელს თავი მოკვეთეს.

აბანოთუბანში წმინდა ორმოცი წამებული სებასტიანელის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო. კათოლიკოს-პატრიარქმა ეკლესია მონასტრად 2009 წლის გიორგობის დღესასწაულზე აკურთხა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია