მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს
ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

ავად­მყო­ფო­ბის­გან და მძი­მე სე­ნის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არის. ბევ­რის სი­ცო­ცხლე მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ეწი­რე­ბა, თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახერ­ხე­ბენ მის და­მარ­ცხე­ბას.

სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ხმა­მაღ­ლა იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რო­ბენ, მით უმე­ტეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არ­სე­ბო­ბენ. მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა­ზე სა­უ­ბარს არ შე­უ­შინ­და ეკო­ნო­მის­ტი და პო­ლი­ტი­კო­სი გია მა­ი­საშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ტვი­ნის სიმ­სივ­ნე რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ბო­ლო­ოდ და­ა­მარ­ცხა. 2014 წელს მა­ი­საშ­ვილს უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ექი­მებ­მა კვლე­ვე­ბის შემ­დეგ, 2015 წლის 19 მარტს მისი ოპე­რი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. რო­გორც თა­ვად გია მა­ი­საშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" წერ­და: "ად­გი­ლი, სა­დაც 3,5 სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი სიმ­სივ­ნე იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე მო­ხერ­ხე­ბულ ად­გილ­ზე იყო ქი­რურ­გე­ბის­თვის სა­მუ­შა­ოდ და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ იქნა სრუ­ლად მოკ­ვე­თი­ლი". გია მა­ი­საშ­ვილ­მა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი თურ­ქეთ­ში გა­ი­ა­რა და ავად­მყო­ფო­ბის დროს იქორ­წი­ნა კი­დეც. გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და და ეს იმე­დი გა­უ­მარ­თლდა კი­დეც. დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა პო­ლი­ტი­კა­ში "ლი­დერ­თა სკო­ლის" დამ­ფუ­ძე­ბე­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი ლე­ი­კე­მი­ით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს 28 წლის ასაკ­ში და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი. იმ პე­რი­ოდ­ში მას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა.

რო­გორც კოტე კუბ­ლაშ­ვილ­მა "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" გა­ნა­ცხა­და, სამ­კურ­ნა­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვი­და, რად­გან იმ ხა­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­ი­კე­მი­ის­გან გან­კურ­ნე­ბის ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა იყო. "ჩემ­ზე მე­ტად ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ნიც­დიდ­ნენ... როცა გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვე­დი, მა­შინ გა­ვი­გე, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლია ლე­ი­კე­მი­ის­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლან ადა­მი­ა­ნე­ბი. ამან გა­ცი­ლე­ბით მეტი სტი­მუ­ლი მომ­ცა. დო­ნო­რი უნდა მოგ­ვე­ძებ­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დო­ნო­რის მო­ძებ­ნაა. ძი­რი­თა­დად მას ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის ეძე­ბენ, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც არ­ცერ­თი დედ­მა­მიშ­ვი­ლი არ გა­მომ­დგა­რა დო­ნო­რად", - ამ­ბობს კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი.

კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი იღ­ბლი­ა­ნი გა­მოდ­გა - მის ძმას, პარ­ლა­მენ­ტარ პავ­ლე კუბ­ლაშ­ვილს "100%-ით აღ­მო­აჩ­ნდა ის რა­ღაც, რაც სა­ჭი­რო იყო გა­და­სა­ნერ­გად. ეს ჩემ ძმას უფრო მე­ტად უხა­რო­და", - იხ­სე­ნებს კუბ­ლაშ­ვი­ლი.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არას­დროს სა­უბ­რობს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ქა­ლაქ­ში სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზე, რომ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოსს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა აქვს. ამ­ბობ­დნენ, რომ მას C ჰე­პა­ტი­ტი ჰქონ­და, რო­მელ­საც დიდი ხნის მან­ძილ­ზე ებ­რძო­და და და­ა­მარ­ცხა. რო­გორც ამ­ბობ­დნენ, მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ევ­რო­პის ერთ-ერთ წამ­ყვან კლი­ნი­კა­ში გა­ი­ა­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე, ის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პა­რე­ზი­დან. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი, მას გა­რეგ­ნო­ბა შე­სამ­ჩე­ვად ჰქონ­და შეც­ვლი­ლი. ერთი წლის წინ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კამ­პა­ნი­ას "ერ­თად და­ვა­მარ­ცხოთ C ჰე­პა­ტი­ტი", მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნიც შე­უ­ერ­თდა. მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო, თა­ნა­პარ­ტი­ელ­მა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა წარ­წე­რით: "მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი უერ­თდე­ბა აქ­ცი­ას "ერ­თად და­ვა­მარ­ცხოთ C ჰე­პა­ტი­ტი". მას თა­ვად აქვს ეს და­ა­ვა­დე­ბა", - წერ­და ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

ავადმყოფობისგან და მძიმე სენისგან დაზღვეული არავინ არის. ბევრის სიცოცხლე მძიმე დაავადებას ეწირება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ მის დამარცხებას.

საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ, მით უმეტეს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ. მძიმე დაავადებაზე საუბარს არ შეუშინდა ეკონომისტი და პოლიტიკოსი გია მაისაშვილი, რომელმაც ტვინის სიმსივნე რამდენიმე თვის წინ საბოლოოდ დაამარცხა. 2014 წელს მაისაშვილს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა კვლევების შემდეგ, 2015 წლის 19 მარტს მისი ოპერირების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც თავად გია მაისაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერდა: "ადგილი, სადაც 3,5 სანტიმეტრიანი სიმსივნე იყო მოთავსებული, ყველაზე მოხერხებულ ადგილზე იყო ქირურგებისთვის სამუშაოდ და წარმატებული ოპერაციის შემდეგ იქნა სრულად მოკვეთილი". გია მაისაშვილმა მკურნალობის კურსი თურქეთში გაიარა და ავადმყოფობის დროს იქორწინა კიდეც. გადარჩენის იმედი თავიდანვე ჰქონდა და ეს იმედი გაუმართლდა კიდეც. დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში "ლიდერთა სკოლის" დამფუძებელი, ჯერჯერობით უცნობია.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ლეიკემიით იყო დაავადებული. უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს 28 წლის ასაკში დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი. იმ პერიოდში მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

როგორც კოტე კუბლაშვილმა "ნანუკას შოუში" განაცხადა, სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა, რადგან იმ ხანებში საქართველოში ლეიკემიისგან განკურნების ნაკლები შემთხვევა იყო. "ჩემზე მეტად ჩემი ოჯახის წევრები განიცდიდნენ... როცა გერმანიაში ჩავედი, მაშინ გავიგე, რომ რამდენიმე წელია ლეიკემიისგან განკურნებულან ადამიანები. ამან გაცილებით მეტი სტიმული მომცა. დონორი უნდა მოგვეძებნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე რთული დონორის მოძებნაა. ძირითადად მას ოჯახის წევრებს შორის ეძებენ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც არცერთი დედმამიშვილი არ გამომდგარა დონორად", - ამბობს კოტე კუბლაშვილი.

კოტე კუბლაშვილი იღბლიანი გამოდგა - მის ძმას, პარლამენტარ პავლე კუბლაშვილს "100%-ით აღმოაჩნდა ის რაღაც, რაც საჭირო იყო გადასანერგად. ეს ჩემ ძმას უფრო მეტად უხაროდა", - იხსენებს კუბლაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასდროს საუბრობს, თუმცა რამდენიმე წლის წინ, ქალაქში საუბრობდნენ იმაზე, რომ ქართველ პოლიტიკოსს მძიმე დაავადება აქვს. ამბობდნენ, რომ მას C ჰეპატიტი ჰქონდა, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა და დაამარცხა. როგორც ამბობდნენ, მიხეილ მაჭავარიანმა მკურნალობის კურსი ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გაიარა. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე, ის გაუჩინარებული იყო პოლიტიკური ასპარეზიდან. დაბრუნების შემდეგ კი, მას გარეგნობა შესამჩევად ჰქონდა შეცვლილი. ერთი წლის წინ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კამპანიას "ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი", მიხეილ მაჭავარიანიც შეუერთდა. მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, თანაპარტიელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე განათავსა წარწერით: "მიხეილ მაჭავარიანი უერთდება აქციას "ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი". მას თავად აქვს ეს დაავადება", - წერდა ჭიაბერაშვილი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია