მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პურის გასაიაფებლად ბრძოლა იწყება
პურის გასაიაფებლად ბრძოლა იწყება

რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით პური ყვე­ლა­ზე ძვი­რი სომ­ხეთ­შია, იქ ერთი კი­ლოგ­რა­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2-2,2 ლარს შე­ად­გენს, ყვე­ლა­ზე იაფი კი აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­დაც კი­ლოგ­რა­მი 0,9 ლა­რად იყი­დე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე კი ერთი კი­ლოგ­რა­მი პური 1,7-1,8 ლარი ღირს. მე­ხორ­ბლე­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში პუ­რის გა­ი­ა­ფე­ბის რე­სურ­სი არ­სე­ბობს და ამის არ­გუ­მენ­ტად ფქვილ­ზე შემ­ცი­რე­ბუ­ლი ფასი მოჰ­ყავთ. მე­პუ­რე­ე­ბი კი მე­ხორ­ბლე­ე­ბის პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, პუ­რის გა­ი­ა­ფე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

თბი­ლის­ში 1 კი­ლოგ­რა­მი პური სა­ცა­ლო ქსელ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1,7 ლარი ღირს, ერე­ვან­ში - 2-2,2 ლარი, ბა­ქო­ში 1 კგ პუ­რის ფასი, სა­შუ­ა­ლოდ, 0,9 ლა­რია, კი­ევ­ში კი 1 კგ პუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლარს არ აღე­მა­ტე­ბა, რუ­სეთ­ში 0,96-1 ლარი ღირს, თუმ­ცა მოს­კოვ­ში ფასი 55 რუბლს, და­ახ­ლო­ე­ბით, 1,8 ლარს შე­ად­გენს. აქვე უნდა ით­ქვას, რომ მოს­კოვ­ში პურ­ზე მოქ­მე­დებს ე. წ. სო­ცი­ა­ლუ­რი ტა­რი­ფი, რო­მე­ლიც ფიქ­სი­რე­ბუ­ლია და სა­ბაზ­რო ფას­ზე ბევ­რად ნაკ­ლე­ბია.

რო­გორც ამ ციფ­რე­ბი­დან ჩანს, თბი­ლის­ში პური არც ისე ია­ფია და ქარ­თუ­ლი პუ­რის ფასს მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. უკ­რა­ი­ნა­ში ფა­სის სიმ­ცი­რეს ხორ­ბლის მწარ­მო­ებ­ლუ­რი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი გა­ნა­პი­რო­ბებს, აზერ­ბა­ი­ჯან­ში კი და­ბა­ლი ფაის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პურ­ზე არ მოქ­მე­დებს ე. წ. სო­ცი­ა­ლუ­რი ფასი. მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­ში, ყვე­ლა მთავ­რო­ბა ცდი­ლობს კონ­ტროლ­ქვეშ მო­აქ­ცი­ოს ეს ბაზა, ანუ კრი­ზი­სულ მო­მენ­ტებ­ში გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რათა პუ­რის კრი­ზი­სი თა­ვი­დან აი­ცი­ლოს. მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბობს აგ­რა­რუ­ლი ფონ­დი, რო­მე­ლიც ხორ­ბალს მა­შინ ყი­დუ­ლობს, როცა ის ია­ფია, ფიქ­სი­რე­ბულ ფა­სად აფ­ქვე­ვი­ნებს წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტებს და შემ­დგომ მას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, რამ­დე­ნი­მე ასე­ულ სა­ცხობ­ში ანა­წი­ლებს. რუ­სეთ­ში ამ საქ­მი­ა­ნო­ბით სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დია და­კა­ვე­ბუ­ლი.

თით­ქმის ასე­თი­ვე ტი­პის ფონ­დე­ბი მოქ­მე­დებს სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში, მაგ­რამ სომ­ხეთ­ში პური მა­ინც ძვი­რი ღირს, რისი მი­ზე­ზიც, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, ძვი­რი ენერ­გო­ტა­რი­ფე­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯანს, მი­უ­ხე­და­ვად მა­ნა­თის გა­უ­ფა­სუ­რე­ბი­სა, იქ პური ყვე­ლა­ზე ია­ფია. გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში, სხვა პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად, ფას­მა მო­ი­მა­ტა პურ­ზე, თუმ­ცა მისი გაძ­ვი­რე­ბა მა­ლე­ვე შე­ჩერ­და. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ეკო­ნო­მი­კი­სა და მრეწ­ვე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, მან აღ­კვე­თა ფქვი­ლის გაძ­ვი­რე­ბა და ამი­სათ­ვის ხორ­ბლის სა­ხელ­მწი­ფო მა­რა­გი და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­რე­ვის წყა­ლო­ბით, მა­ნა­თის ერ­თბა­შად 50%-ით გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პურ­სა და პურპრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მო­ხერ­ხდა.

გაგ­რძე­ლე­ბა

პურის გასაიაფებლად ბრძოლა იწყება

პურის გასაიაფებლად ბრძოლა იწყება

რეგიონის მასშტაბით პური ყველაზე ძვირი სომხეთშია, იქ ერთი კილოგრამის ღირებულება 2-2,2 ლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანში, სადაც კილოგრამი 0,9 ლარად იყიდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ქართულ ბაზარზე კი ერთი კილოგრამი პური 1,7-1,8 ლარი ღირს. მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში პურის გაიაფების რესურსი არსებობს და ამის არგუმენტად ფქვილზე შემცირებული ფასი მოჰყავთ. მეპურეები კი მეხორბლეების პოზიციას არ იზიარებენ და აცხადებენ, პურის გაიაფება შეუძლებელია.

თბილისში 1 კილოგრამი პური საცალო ქსელში დაახლოებით 1,7 ლარი ღირს, ერევანში - 2-2,2 ლარი, ბაქოში 1 კგ პურის ფასი, საშუალოდ, 0,9 ლარია, კიევში კი 1 კგ პურის ღირებულება 1 ლარს არ აღემატება, რუსეთში 0,96-1 ლარი ღირს, თუმცა მოსკოვში ფასი 55 რუბლს, დაახლოებით, 1,8 ლარს შეადგენს. აქვე უნდა ითქვას, რომ მოსკოვში პურზე მოქმედებს ე. წ. სოციალური ტარიფი, რომელიც ფიქსირებულია და საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, თბილისში პური არც ისე იაფია და ქართული პურის ფასს მხოლოდ აზერბაიჯანული და უკრაინული ჩამოუვარდება. უკრაინაში ფასის სიმცირეს ხორბლის მწარმოებლური ქვეყნის სტატუსი განაპირობებს, აზერბაიჯანში კი დაბალი ფაის ხელისუფლების გადაწყვეტილებითაა განპირობებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში, ზემოთჩამოთვლილი ქვეყნებისგან განსხვავებით, პურზე არ მოქმედებს ე. წ. სოციალური ფასი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, ყველა მთავრობა ცდილობს კონტროლქვეშ მოაქციოს ეს ბაზა, ანუ კრიზისულ მომენტებში გარკვეული ტიპის ღონისძიებები განახორციელოს, რათა პურის კრიზისი თავიდან აიცილოს. მაგალითად, უკრაინაში არსებობს აგრარული ფონდი, რომელიც ხორბალს მაშინ ყიდულობს, როცა ის იაფია, ფიქსირებულ ფასად აფქვევინებს წისქვილკომბინატებს და შემდგომ მას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ასეულ საცხობში ანაწილებს. რუსეთში ამ საქმიანობით საინვესტიციო ფონდია დაკავებული.

თითქმის ასეთივე ტიპის ფონდები მოქმედებს სომხეთსა და აზერბაიჯანში, მაგრამ სომხეთში პური მაინც ძვირი ღირს, რისი მიზეზიც, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ძვირი ენერგოტარიფებია.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, მიუხედავად მანათის გაუფასურებისა, იქ პური ყველაზე იაფია. გაუფასურების პირველივე დღეებში, სხვა პროდუქტებთან ერთად, ფასმა მოიმატა პურზე, თუმცა მისი გაძვირება მალევე შეჩერდა. აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროს განცხადებით, მან აღკვეთა ფქვილის გაძვირება და ამისათვის ხორბლის სახელმწიფო მარაგი და სხვადასხვა საშუალება გამოიყენა. ხელისუფლების ჩარევის წყალობით, მანათის ერთბაშად 50%-ით გაუფასურების მიუხედავად, პურსა და პურპროდუქტებზე ფასის შენარჩუნება მოხერხდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია