პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხდება ადამიანებზე პირადი ინფორმაციის ფარულად შეგროვება - სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები
როგორ ხდება ადამიანებზე პირადი ინფორმაციის ფარულად შეგროვება - სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები

გახ­სოვ­დეთ, რომ კედ­ლებ­საც აქვს ყუ­რე­ბი. ბოლო 60-70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის წყა­ლო­ბით, ამ ცნო­ბილ­მა გა­მოთ­ქმამ პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა თუ პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის, კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზე სა­ჭი­რო ცნო­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის უწყე­ბე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ათას­გვარ მე­თოდს მი­მარ­თა­ვენ.

ჯა­შუ­შის პრო­ფე­სია ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და. ოდით­გან­ვე ფა­რა­ო­ნე­ბი, იმ­პე­რა­ტო­რე­ბი, მე­ფე­ე­ბი პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტსა თუ მათ­თვის მი­უ­ღე­ბელ ადა­მი­ან­ზე სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის­თვის ჯა­შუ­შებს იყე­ნებ­დნენ. სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის შექ­მნამ­დე, ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი იყო. ჯა­შუ­ში "ობი­ექტს" მის­თვის შე­უმ­ჩნევ­ლად უთ­ვალ­თვა­ლებ­და. სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი გა­სამ­რჯე­ლოს სა­ნაც­ვლოდ, მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას პატ­რონს აწო­დებ­და.

კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის - ტე­ლეგ­რა­ფის გა­მო­გო­ნე­ბის შემ­დეგ, ჯა­შუ­შე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ფარ­თოვ­და. გაგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თვის "გზის გა­დაჭ­რის" შემ­თხვე­ვა­ში, თვალ­თვა­ლის ობი­ექ­ტის შე­სა­ხებ სა­ჭი­რო ცნო­ბე­ბის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. ტე­ლე­ფო­ნის ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბამ, ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნა-ჩა­წე­რა კი­დევ უფრო გა­ა­მარ­ტი­ვა.

სსრკ-ში ხალ­ხის მა­სებ­ზე კონ­ტროლს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბო­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, სტა­ლი­ნის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბით, რა­დი­ო­დაზ­ვერ­ვის და და­შიფ­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნის­თვის სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რის შექ­მნა და­ი­წყო. ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის პი­რო­ბებ­ში, საქ­მის მსვლე­ლო­ბა სტა­ლინს პი­რად კონ­ტროლ­ზე ყავ­და აყ­ვა­ნი­ლი. ამ საქ­მე­ში "კა-გე-ბე" ისე და­ხე­ლოვ­ნდა, რომ მოს­კოვ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში, ელ­ჩის კა­ბი­ნეტ­ში გა­მარ­თულ სა­უბ­რებს 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უპ­რობ­ლე­მოდ უს­მენ­და.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 1970-80-იან წლებ­ში მოს­მე­ნებ­მა ფარ­თო მას­შტა­ბი მი­ი­ღეს. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში, ამ საქ­მით სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­დუმ­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი. სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნებ­თან ერ­თად თან­და­თან ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის ტექ­ნი­კაც და­ი­ნერ­გა. ის "ობი­ექ­ტის" შე­სა­ხებ გა­ცი­ლე­ბით უფრო სრულ­ყო­ფი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და. გა­და­უ­ღებ ფა­რუ­ლად ვინ­მე პო­ლი­ტი­კოსს, მო­მა­ვალ კონ­გრეს­მენს, სე­ნა­ტორს ან სუ­ლაც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს, რო­გორ კავ­დე­ბა ის სექ­სით საყ­ვა­რელ­თან ან მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალ­თან და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ჩა­ნა­წერს მის­სა­ვე წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნებ. ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­მო­უქ­ვეყ­ნებ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ ოპო­ნენტს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კის შეც­ვლას ან სუ­ლაც არ­ჩევ­ნე­ბი­დან სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნას მო­თხო­ვენ.

მე­თო­დი ბინ­ძუ­რია, მაგ­რამ ვინ თქვა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში სი­სუფ­თა­ვე სუ­ფევს? ამე­რი­კუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი უს­მენ­დნენ მარ­ტინ ლუ­თერ კინგს, რო­მე­ლიც ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს კბი­ლე­ბით იცავ­და. ის­ტო­რი­ას უო­ტერ­გე­ი­ტის სკან­და­ლიც ახ­სოვს, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენტ ნიქ­სო­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­ი­წი­რა. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 4 თვით ადრე, რო­მელ­შიც რეს­პუბ­ლი­კე­ლი ნიქ­სო­ნი მე­ო­რე ვა­დით იყ­რი­და კენ­ჭს, დე­მოკ­რა­ტე­ბის კან­დი­და­ტის ჯორჯ მაკ­ჰო­ვერ­ნის ოფის­ში პო­ლი­ცი­ამ მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რის და­მონ­ტა­ჟე­ბი­სას 5 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა.

მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბამ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს (და არა მხო­ლოდ მათ) მი­ყუ­რა­დე­ბის საქ­მე გა­უ­მარ­ტი­ვა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო იტო­ვებს უფ­ლე­ბას, აკონ­ტრო­ლოს თქვე­ნი პი­რა­დი ფოს­ტა, ტე­ლე­ფო­ნით გაგ­ზავ­ნი­ლი მე­სი­ჯე­ბი, ჩა­თე­ბი. 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის შემ­დეგ, აშშ-ის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ეროვ­ნუ­ლი უსფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს (NSA), შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბის გა­რე­შე ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტე­ბის, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის, ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და ინ­ტერ­ნეტ აქ­ტი­ვო­ბის კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბა მის­ცა. სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ას Stellar Wind-ი ეწო­და.

გა­ზეთ Washington Post-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2010 წლის შემ­დეგ Stellar Wind-ის აქ­ტი­ვო­ბა გა­ი­ზარ­და. ყო­ველ­დღი­უ­რად NSA-ს მიერ ჩა­წე­რი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის და წა­კი­თხუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის რი­ცხვმა 1,7 მლრდ-ს მი­აღ­წია.

სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სწო­რად მუ­შა­ო­ბა­ზე ქვეყ­ნის უსაფრ­თო­ხე­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლი:

- ნე­ბის­მი­ერ პი­როვ­ნე­ბა­ზე არ­სე­ბობს ორი სა­ხის ინფრ­მა­ცია, რო­მე­ლიც მო­ი­პო­ვე­ბა ღია და და­ხუ­რუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან. სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ორი­ვე წყა­როს იყე­ნე­ბენ. ღია წყა­როა სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, სამ­სა­ხურ­დი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და სხვ. ხოლო და­ხუ­რუ­ლია ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა (რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს სან­ქცი­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნოს მიერ), რაც გუ­ლის­ხმობს ფა­რულ მოს­მე­ნას, თვალ­თვალს, აგენ­ტუ­რის შეგზვა­ნა პი­როვ­ნე­ბას­თან და სხვ.

- თუ არ­სე­ბობს მა­გა­ლი­თე­ბი, როცა მი­ყუ­რა­დე­ბა არ იყო სან­ქცი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა­ღა ამ თვალ­თა­ვა­ლით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე იქნა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი?

- დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში, თუ მსგავ­სი მოხ­და ან და­კა­ვე­ბი­სას იყო რა­ი­მე პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი ნორ­მის დარ­ღვე­ვა ადა­მი­ანს ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან. შე­საძ­ლოა ადა­მი­ან­ზე რამ­დე­ნი­მე წელი მი­დი­ო­დეს თვალ­თვა­ლი, ჩარ­თუ­ლი იყოს აგენ­ტუ­რა და ა.შ. მაგ­რამ ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს სან­ქცი­რე­ბუ­ლი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მას ძალა არ აქვს. სხვა­თა­შო­რის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს არ­ცთუ ისე ცოტა იყო მა­გა­ლი­თი, რო­დე­საც ადა­მი­ანს აკა­ვებ­დნენ და მას­ზე არა­ვი­თა­რი სამ­ხი­ლი არ ჰქონ­დათ. მაგ. სი­მონ კი­ლა­ძის საქ­მე, სა­დაც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ იყო არც სე­რი­ო­ზუ­ლი და არც საკ­მა­რი­სი,რომ ეს ადა­მი­ა­ნი ჯა­შუ­შო­ბა­ში დაგ­ვე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა; ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას საქ­მე, ოპე­რა­ცია "ენ­ვე­რი", ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე და სხვ. არ­ცერთ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ იყო საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. თუ მოხ­დე­ბა ამ საქ­მე­ებ­ზე სა­ი­დუმ­ლო გრი­ფის მოხ­სნა, ვნა­ხავთ რომ ესე­ნი იყო თეთ­რი ძა­ფით შე­კე­რი­ლი საქ­მე.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად, შან­ტა­ჟის რა მე­თო­დებს მი­მარ­თა­ვენ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი?

- საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, საბ­ჭო­თა მო­ქალ­ქე­ე­ბის მი­მართ იძუ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი უფრო ხის­ტი იყო და მარ­ტი­ვი. ადა­მი­ა­ნებს აში­ნებ­დნენ სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნით, ოჯა­ხის წევ­რე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­ით, ლიკ­ვი­და­ცი­ით (თუმ­ცა ეს უფრო 30-იან წლებ­ში იყო) და სხვ. გარ­და ამი­სა, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, ადა­მი­ა­ნი უცხო­ეთ­ში გა­სუ­ლი­ყო და მას სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი არ ჰქო­ნო­და უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თან და ხში­რად მათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეც ითან­ხმებ­დნენ. იმა­ვე საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში უცხო­ლებ­ზე შან­ტა­ჟის მე­თო­დე­ბი იყო ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ასე­ვე იყო კომ­პრო­მა­ტი­რე­ბა (ძი­რი­თა­დად ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მით). ალ­ბათ გსმე­ნი­ათ ე.წ. "კემ­ბრი­ჯის ხუ­თე­უ­ლი". ისი­ნი იყ­ვნენ ბრი­ტა­ნე­ლი მზვე­რა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ბრი­ტა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ობ­დნენ და სწო­რედ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის კომ­პრო­მე­ტა­ცი­ით მოხ­და მათი გა­და­ბი­რე­ბა საბ­ჭო­თა დაზ­ვერ­ვის მიერ.

- რა ფორ­მით ხდე­ბო­და მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რის და­მონ­ტა­ჟე­ბა და ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი?

- ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად უფრო ად­ვი­ლი ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის მოს­მე­ნა და მი­ყუ­რა­დე­ბა. ადრე თუ ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფო­ნებს უს­მენ­დნენ, დღეს უკვე მო­ბი­ლურ­ზე ხდე­ბა მოს­მე­ნა, რაც გა­ცი­ლე­ბით იო­ლია და პლი­უს ამას, ამით შე­საძ­ლე­ბე­ლია პი­როვ­ნე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის დად­გე­ნა. აქ­ტი­უ­რად ხდე­ბო­და ე.წ. "ჟუ­ჩო­კე­ბის" და­ყე­ნე­ბა ოთა­ხებ­ში და ამის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­უბ­რის ჩა­წე­რა. ასე­ვე ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ სას­ტუმ­რო­ებ­ში, იმ ოთა­ხებ­ში სა­დაც უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ჩერ­დე­ბოდ­ნენ იდ­გმე­ბო­და ჩამ­წე­რი აპა­რა­ტუ­რე­ბი. დღეს ისეა ტექ­ნი­კა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ მუ­შა­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით იო­ლია. სპეც­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა 300-400 მეტ­რი­და­ნაც კი მო­ახ­დი­ნოს სათ­ვალ­თვა­ლოს ობი­ექ­ტის ჩა­წე­რა და მი­ყუ­რა­დე­ბა.

თუ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­ი­სურ­ვეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ თქვენს შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფერს შე­ი­ტყო­ბენ. შე­იძ­ლე­ბა იკი­თხოთ, ვის რაში სჭირ­დე­ბა ჩემ­ნა­ი­რი რი­გი­თი მოკ­ვდა­ვი, რო­დე­საც სათ­ვალ­თვა­ლოდ გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ობი­ექ­ტე­ბი - ძლი­ერ­ნი ამა ქვეყ­ნი­სა­ნი არ­სე­ბო­ბენ? პა­სუ­ხი ამ კი­თხვა­ზე არ არ­სე­ბობს. მაგ­რამ იცო­დეთ, რომ თუ ასე­თი სა­ჭი­რო­ე­ბა შე­იქ­მნა, თქვე­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი, მო­ბი­ლუ­რით გაგ­ზავ­ნი­ლი მე­სი­ჯე­ბი, მი­მო­წე­რა Facebook-ში, Messenger-ში, Viber-ში, Skype-სა თუ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა ელექტრო­ნულ სა­შუ­ა­ლე­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც პი­რა­დი ფოს­ტა, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტი გახ­დე­ბა.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

როგორ ხდება ადამიანებზე პირადი ინფორმაციის ფარულად შეგროვება - სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები

როგორ ხდება ადამიანებზე პირადი ინფორმაციის ფარულად შეგროვება - სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები

გახსოვდეთ, რომ კედლებსაც აქვს ყურები. ბოლო 60-70 წლის განმავლობაში ტექნიკური პროგრესის წყალობით, ამ ცნობილმა გამოთქმამ პირდაპირი მნიშვნელობა შეიძინა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა თუ პირადი ანგარიშსწორებისთვის, კონკრეტულ ადამიანზე საჭირო ცნობების მოპოვებისთვის უწყებები და სპეციალური ორგანიზაციები ათასგვარ მეთოდს მიმართავენ.

ჯაშუშის პროფესია ყოველთვის არსებობდა. ოდითგანვე ფარაონები, იმპერატორები, მეფეები პოლიტიკურ ოპონენტსა თუ მათთვის მიუღებელ ადამიანზე საჭირო ინფორმაციის შეგროვებისთვის ჯაშუშებს იყენებდნენ. სხვადასხვა ტექნიკური საშუალების შექმნამდე, ინფორმაციის შეგროვების მთავარი საშუალება ადამიანი იყო. ჯაშუში "ობიექტს" მისთვის შეუმჩნევლად უთვალთვალებდა. საინტერესო ამბების მოსმენის შემდეგ, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, მიღებულ ინფორმაციას პატრონს აწოდებდა.

კავშირგაბმულობის პირველი საშუალების - ტელეგრაფის გამოგონების შემდეგ, ჯაშუშების შესაძლებლობები გაფართოვდა. გაგზავნილი შეტყობინებისთვის "გზის გადაჭრის" შემთხვევაში, თვალთვალის ობიექტის შესახებ საჭირო ცნობების მიღება შეიძლებოდა. ტელეფონის ფართო გავრცელებამ, ადამიანის პირადი საუბრების მოსმენა-ჩაწერა კიდევ უფრო გაამარტივა.

სსრკ-ში ხალხის მასებზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სტალინის უშუალო მითითებით, რადიოდაზვერვის და დაშიფრული სატელეფონო საუბრების მოსმენისთვის საჭირო აპარატურის შექმნა დაიწყო. ტოტალური კონტროლის პირობებში, საქმის მსვლელობა სტალინს პირად კონტროლზე ყავდა აყვანილი. ამ საქმეში "კა-გე-ბე" ისე დახელოვნდა, რომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოში, ელჩის კაბინეტში გამართულ საუბრებს 7 წლის განმავლობაში უპრობლემოდ უსმენდა.

გასული საუკუნის 1970-80-იან წლებში მოსმენებმა ფართო მასშტაბი მიიღეს. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში, ამ საქმით სპეციალური საიდუმლო განყოფილებები იყვნენ დაკავებულნი. სატელეფონო მოსმენებთან ერთად თანდათან ვიდეოთვალთვალის ტექნიკაც დაინერგა. ის "ობიექტის" შესახებ გაცილებით უფრო სრულყოფილი და საინტერესო ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლეოდა. გადაუღებ ფარულად ვინმე პოლიტიკოსს, მომავალ კონგრესმენს, სენატორს ან სულაც პრეზიდენტობის კანდიდატს, როგორ კავდება ის სექსით საყვარელთან ან მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან და გარკვეული დროის შემდეგ ჩანაწერს მისსავე წინააღმდეგ გამოიყენებ. ვიდეომასალის გამოუქვეყნებლობის სანაცვლოდ ოპონენტს საკუთარი პოლიტიკის შეცვლას ან სულაც არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას მოთხოვენ.

მეთოდი ბინძურია, მაგრამ ვინ თქვა, რომ პოლიტიკაში სისუფთავე სუფევს? ამერიკული სპეცსამსახურები უსმენდნენ მარტინ ლუთერ კინგს, რომელიც ფერადკანიანების უფლებებს კბილებით იცავდა. ისტორიას უოტერგეიტის სკანდალიც ახსოვს, რომელმაც პრეზიდენტ ნიქსონის თანამდებობა შეიწირა. არჩევნებამდე 4 თვით ადრე, რომელშიც რესპუბლიკელი ნიქსონი მეორე ვადით იყრიდა კენჭს, დემოკრატების კანდიდატის ჯორჯ მაკჰოვერნის ოფისში პოლიციამ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისას 5 ადამიანი დააკავა.

მობილური ტელეფონების ფართო გავრცელებამ სპეცსამსახურებს (და არა მხოლოდ მათ) მიყურადების საქმე გაუმარტივა. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, აკონტროლოს თქვენი პირადი ფოსტა, ტელეფონით გაგზავნილი მესიჯები, ჩათები. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ეროვნული უსფრთხოების სააგენტოს (NSA), შესაბამისი სანქციების გარეშე ამერიკის მოქალაქეების ელექტრონული ფოსტების, სატელეფონო საუბრების, ფინანსური ოპერაციებისა და ინტერნეტ აქტივობის კონტროლის უფლება მისცა. საიდუმლო ოპერაციას Stellar Wind-ი ეწოდა.

გაზეთ Washington Post-ის ინფორმაციით, 2010 წლის შემდეგ Stellar Wind-ის აქტივობა გაიზარდა. ყოველდღიურად NSA-ს მიერ ჩაწერილი სატელეფონო საუბრების და წაკითხული ელექტრონული შეტყობინებების რიცხვმა 1,7 მლრდ-ს მიაღწია.

სპეცსამსახურების სწორად მუშაობაზე ქვეყნის უსაფრთოხებაა დამოკიდებული.

სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის ხელმძღვანელი, ბესიკ ალადაშვილი:

- ნებისმიერ პიროვნებაზე არსებობს ორი სახის ინფრმაცია, რომელიც მოიპოვება ღია და დახურული წყაროებიდან. სპეცსამსახურები ორივე წყაროს იყენებენ. ღია წყაროა სოციალური აქტივობა, სამსახურდიან ინფორმაციის მოძიება, სოციალური ქსელი და სხვ. ხოლო დახურულია ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედება (რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული შესაბამისი ორგანოს მიერ), რაც გულისხმობს ფარულ მოსმენას, თვალთვალს, აგენტურის შეგზვანა პიროვნებასთან და სხვ.

- თუ არსებობს მაგალითები, როცა მიყურადება არ იყო სანქცირებული, თუმცაღა ამ თვალთავალით მნიშვნელოვანი საქმე იქნა გამოძიებული?

- დემოკრატიულ ქვეყნებში, თუ მსგავსი მოხდა ან დაკავებისას იყო რაიმე პროცესუალური ნორმის დარღვევა ადამიანს ათავისუფლებენ სასამართლო დარბაზიდან. შესაძლოა ადამიანზე რამდენიმე წელი მიდიოდეს თვალთვალი, ჩართული იყოს აგენტურა და ა.შ. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული, სხვა შემთხვევაში მას ძალა არ აქვს. სხვათაშორის, ”ნაციონალური მოძრაობის” დროს არცთუ ისე ცოტა იყო მაგალითი, როდესაც ადამიანს აკავებდნენ და მასზე არავითარი სამხილი არ ჰქონდათ. მაგ. სიმონ კილაძის საქმე, სადაც მტკიცებულებები არ იყო არც სერიოზული და არც საკმარისი,რომ ეს ადამიანი ჯაშუშობაში დაგვედანაშაულებინა; ვახტანგ მაისაიას საქმე, ოპერაცია ”ენვერი”, ფოტოგრაფების საქმე და სხვ. არცერთ ამ შემთხვევაში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები. თუ მოხდება ამ საქმეებზე საიდუმლო გრიფის მოხსნა, ვნახავთ რომ ესენი იყო თეთრი ძაფით შეკერილი საქმე.

- ყველაზე ხშირად, შანტაჟის რა მეთოდებს მიმართავენ სპეცსამსახურები?

- საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა მოქალქეების მიმართ იძულების მეთოდები უფრო ხისტი იყო და მარტივი. ადამიანებს აშინებდნენ სამსახურიდან დათხოვნით, ოჯახის წევრების დისკრიმინაციით, ლიკვიდაციით (თუმცა ეს უფრო 30-იან წლებში იყო) და სხვ. გარდა ამისა, გამორიცხული იყო, ადამიანი უცხოეთში გასულიყო და მას სერიოზული საუბარი არ ჰქონოდა უშიშროების თანამშრომელთან და ხშირად მათ თანამშრომლობაზეც ითანხმებდნენ. იმავე საბჭოთა კავშირში უცხოლებზე შანტაჟის მეთოდები იყო ფინანსური დაინტერესება, ასევე იყო კომპრომატირება (ძირითადად ჰომოსექსუალიზმით). ალბათ გსმენიათ ე.წ. ”კემბრიჯის ხუთეული”. ისინი იყვნენ ბრიტანელი მზვერავები, რომლებიც ბრიტანეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ და სწორედ ჰომოსექსუალიზმის კომპრომეტაციით მოხდა მათი გადაბირება საბჭოთა დაზვერვის მიერ.

- რა ფორმით ხდებოდა მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება და ფარული თვალთვალი?

- ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად უფრო ადვილი ხდება ადამიანის მოსმენა და მიყურადება. ადრე თუ ქალაქის ტელეფონებს უსმენდნენ, დღეს უკვე მობილურზე ხდება მოსმენა, რაც გაცილებით იოლია და პლიუს ამას, ამით შესაძლებელია პიროვნების ადგილმდებარეობის დადგენა. აქტიურად ხდებოდა ე.წ. ”ჟუჩოკების” დაყენება ოთახებში და ამის საშუალებით საუბრის ჩაწერა. ასევე ყველაზე ცნობილ სასტუმროებში, იმ ოთახებში სადაც უცხოელი სტუმრები ჩერდებოდნენ იდგმებოდა ჩამწერი აპარატურები. დღეს ისეა ტექნიკა განვითარებული, რომ მუშაობა გაცილებით იოლია. სპეცსამსახურის თანამშრომელს აქვს საშუალება 300-400 მეტრიდანაც კი მოახდინოს სათვალთვალოს ობიექტის ჩაწერა და მიყურადება.

თუ სპეცსამსახურებმა მოისურვეს, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს შესახებ ყველაფერს შეიტყობენ. შეიძლება იკითხოთ, ვის რაში სჭირდება ჩემნაირი რიგითი მოკვდავი, როდესაც სათვალთვალოდ გაცილებით უფრო საინტერესო ობიექტები - ძლიერნი ამა ქვეყნისანი არსებობენ? პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. მაგრამ იცოდეთ, რომ თუ ასეთი საჭიროება შეიქმნა, თქვენი სატელეფონო საუბრები, მობილურით გაგზავნილი მესიჯები, მიმოწერა Facebook-ში, Messenger-ში, Viber-ში, Skype-სა თუ კომუნიკაციის სხვა ელექტრონულ საშუალებაში, ისევე როგორც პირადი ფოსტა, სპეცსამსახურების ყურადღების ობიექტი გახდება.

ნუკრი მგელაძე

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყოფილიყო ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად" - როგორ შეაფასა, ლევან რატიანმა კომაში ჩავარდნილი ექთნის მდგომარეობა კონსილიუმის შემდეგ

როგორია 27 წლის ექთნის მდგომარეობა - ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი საუნივერსიტეტო კლინიკიდან