მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის განცხადება "მასტერას" საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით
პროკურატურის განცხადება "მასტერას" საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი, კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის, იგი­ვე "მას­ტე­რას" სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცახ­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის, ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე, იგი­ვე "მას­ტე­რა", ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს.

"გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის მი­მართ, რო­მე­ლიც თავს არი­დებ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს და და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და ქვეყ­ნის ფარ­გლე­ბი, ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მისი და­კა­ვე­ბი­სა და ექ­სტრა­დი­რე­ბის მო­თხოვ­ნით, მი­მარ­თა ნი­დერ­ლან­დე­ბის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს და ძებ­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­კი­თხის და­დე­ბი­თად გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და მათ­თან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნის შე­დე­გად, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­სა­მარ­თლომ და­საშ­ვე­ბად ცნო გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ექ­სტრა­დი­რე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამ­ჯე­რად საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხილ­ვა გაგ­რძელ­დე­ბა მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2005 წლი­დან გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე იკა­ვებ­და შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ო­რე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბით და­ი­ნიშ­ნა სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად.

გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძეს ბრა­ლად ედე­ბა 2006 წლის 12 იან­ვარს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­თან და­ვით ახა­ლა­ი­ას­თან და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, "ნავ­თლუ­ღის" ავ­ტო­სად­გურ­ში სამი ახალ­გაზ­რდის, შოთა გორ­გა­ძის, მა­რად არ­თმე­ლა­ძი­სა და რო­მან სურ­მა­ნი­ძის წი­ნას­წარ და­გეგ­მილ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლის "ა" და "თ" პუნ­ქტე­ბი­თა და 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა, ხოლო ამ და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლი სხვა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ უკვე დამ­დგა­რია გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი", -ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე: სა­ქარ­თვე­ლო­ში გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის, იგი­ვე "მას­ტე­რას" ექ­სტრა­დი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

პროკურატურის განცხადება "მასტერას" საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით

პროკურატურის განცხადება "მასტერას" საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით

მთავარი პროკურატურა ინტერპოლის მიერ ძებნილი, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცახდებაშია აღნიშნული, განზრახ მკვლელობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ბრალდებული გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა", ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ჩამოიყვანეს.

"გიორგი დგებუაძის მიმართ, რომელიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებს და დატოვებული ჰქონდა ქვეყნის ფარგლები, ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა. ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ, მისი დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით, მიმართა ნიდერლანდების კომპეტენტურ ორგანოებს და ძებნილი ბრალდებულის საქართველოში ექსტრადირების საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით აქტიურად თანამშრომლობდა მათთან.

პროკურატურის მოთხოვნის შედეგად, ნიდერლანდების სასამართლომ დასაშვებად ცნო გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადიცია. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებული ექსტრადირებულ იქნა საქართველოში და ამჯერად საქმის სასამართლოში განხილვა გაგრძელდება მისი მონაწილეობით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2005 წლიდან გიორგი დგებუაძე იკავებდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ბრძანებით დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსად.

გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, "ნავთლუღის" ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა" და "თ" პუნქტებითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რასთან დაკავშირებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, ხოლო ამ დანაშაულში ჩართული სხვა თანამონაწილეების მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი", -ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: საქართველოში გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია განხორციელდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ