მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოში გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია განხორციელდა

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე, იგი­ვე "მას­ტე­რა" სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ჰო­ლან­დი­ი­დან მისი ექ­სტრა­დი­ცია გამ­თე­ნი­ი­სას გან­ხორ­ცი­ელ­და.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს აე­რო­პორ­ტში მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნუ­ცხა­და, დგე­ბუ­ა­ძის ექ­სტრა­დი­ცია მათი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­დან კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის, იგი­ვე "მას­ტე­რას" ექ­სტრა­დი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე ბრალ­დე­ბუ­ლია ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე. მას ბრა­ლად ედე­ბა 2006 წლის 12 იან­ვარს ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი სამი ახალ­გაზ­რდის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ასე­ვე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის მი­მართ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით და­უს­წრებ­ლად შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა.

ის უკვე პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის მი­მართ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით და­უს­წრებ­ლად შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა, მისი მო­თავ­სე­ბა მოხ­და შე­სა­ბა­მის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე ძებ­ნა­ში 2013 წლის 7 მარ­ტი­დან იმ­ყო­ფე­ბა. ის 2014 წლის ივ­ნის­ში ჰო­ლან­დი­ა­ში და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "მას­ტე­რა" თბი­ლის­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს - კუ­დის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე ჰო­ლან­დი­ი­დან ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

საქართველოში გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოში გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია განხორციელდა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადიცია გამთენიისას განხორციელდა.

როგორც ჟურნალისტებს აეროპორტში მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა განუცხადა, დგებუაძის ექსტრადიცია მათი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

"პროკურატურის მოთხოვნით განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადირება საქართველოს ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ გიორგი დგებუაძე ბრალდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ქალაქ თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება", - განაცხადა პროკურორმა.

მისივე ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი დგებუაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული აქვს პატიმრობა.

ის უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროკურატურის წარმომადგენელმა განუცხადა.

"იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი დგებუაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული აქვს პატიმრობა, მისი მოთავსება მოხდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი დგებუაძე ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფება. ის 2014 წლის ივნისში ჰოლანდიაში დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: "მასტერა" თბილისში ჩამოიყვანეს - კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ჰოლანდიიდან ექსტრადირებულია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ