შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21-დან 27 მარტის ჩათვლით სარემონტო სამუშაოების გამო, მტკვირის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
"შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, 21 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით, მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოძრაობა შეიზღუდება და ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: მძღოლები, რომლებსაც სურთ ორთაჭალჰესიდან ნ. ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გადაადგილება, მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბით ვერ ისრაგებლებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოძრაობა ორთაჭალჰესიდან მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელონ ან იალბუზის ქუჩის გავლით ქეთევან წამებულის გამზირზე იმოძრაონ", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.