Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"46 წლის ვიყავი, როცა იტალიელმა კაცმა მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა"
"46 წლის ვიყავი, როცა იტალიელმა კაცმა მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა"

ქალ­ბა­ტო­ნი ნუნუ გე­ლა­ძე იტა­ლი­ი­დან თბი­ლის­ში ერთი კვი­რით ჩა­მო­ვი­და. ის 8-10 მარტს, თბი­ლის­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი ქა­ლე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე იყო. ემიგ­რან­ტი ქა­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­სა და მათი ღვაწ­ლის და­ფა­სე­ბას ჩვენ­ში რამ­დე­ნი­მე ინი­ცი­ა­ტო­რი ჰყავ­და. კერ­ძოდ: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დი­ას­პო­რე­ბი­სა და კავ­კა­სი­ის სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი, ორ­გა­ნი­ზა­ცია "მე დავ­ბრუნ­დე­ბი" და "დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის ფონ­დი". ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გახ­ლდნენ: თე­მურ ჭკუ­ა­სე­ლი, ინა ასა­ნი­ძე და თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძე. მათი მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნონ ის ემიგ­რან­ტი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რე­თის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბენ და სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სხვა­დას­ხვა გზით ეწე­ვი­ან, უცხო­ეთ­ში მყოფ ქარ­თვე­ლებ­საც ეხ­მა­რე­ბი­ან და მათი სა­ხე­ლი არა­ერთ კე­თილ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს.

ემიგ­რან­ტი ქა­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია 10 მარტს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­ი­მარ­თა. იქ შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 15 ქალ­ბა­ტო­ნის ღვაწ­ლი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ უკეთ შე­ი­ტყო. სამ­შობ­ლოს­გან შორს მყო­ფი მან­დი­ლოს­ნე­ბის­თვის ეს დღე­ე­ბი ერ­თგვა­რი სტი­მუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ისი­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი ჩან­დნენ იმ და­ფა­სე­ბი­თა და წა­ხა­ლი­სე­ბით, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ი­გეგ­მა.

ნუნუ გე­ლა­ძე:

- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა (იღი­მის). დედა რუ­სუ­ლი ენის პე­და­გო­გი იყო, ხოლო მამა აგ­რო­ნო­მი, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ლექ­სებს წერ­და, გრი­შაშ­ვი­ლის პო­ე­ზია ზე­პი­რად იცო­და. მე და მამა ერ­თმა­ნეთს ლექ­სე­ბის ცოდ­ნა­ში ვე­ჯიბ­რე­ბო­დით და ის ყო­ველ­თვის მჯობ­ნი­და. გა­ნათ­ლე­ბით ფი­ლო­ლო­გი ვარ, მთარ­გმნე­ლი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის თარ­გმა­ნის კა­თედ­რა რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მისი პირ­ვე­ლი ნა­კა­დის გა­მოშ­ვე­ბა ვი­ყა­ვი. რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ქარ­თუ­ლად ვთარ­გმნი­დი. უმაღ­ლე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იტა­ლი­უ­რი ენა შე­ვის­წავ­ლე. თარ­გმნი­ლი მაქვს: იტა­ლო კალ­ვი­ნოს, ჯო­ვა­ნი პა­პი­ნის, ვინ­ჩენ­ცო კარ­და­რე­ლის და სხვა ბევ­რი ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რის პრო­ზა და პო­ე­ზია. 46 წლის ვი­ყა­ვი, იტა­ლი­ა­ში რომ გა­ვემ­გზავ­რე. 15 წე­ლია იქ ვცხოვ­რობ და და­ვი­წყე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის თარ­გმნა იტა­ლი­ურ ენა­ზე. ჩემი მი­სია სწო­რედ ეს იყო - ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და პო­ე­ზი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სა­ზღვარ­გა­რეთ.

- რამ გა­მო­იწ­ვია თქვენ­ში იტა­ლი­უ­რი ენით და­ინ­ტე­რე­სე­ბა?

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რო­მე­ლი­მე უცხო ენას და­ვუფ­ლე­ბო­დი. რა­ტომ­ღაც, ინ­გლი­სუ­რი გულ­ზე არ მე­ფო­ნე­ბო­და. პო­ლო­ნუ­რის შეს­წავ­ლით და­ვი­წყე. სომ­ხურ­საც "ვე­პა­რე­ბო­დი". რად­გან ახალ­ცი­ხე­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც ბევ­რი სო­მე­ხი ცხოვ­რობ­და, ეს ენა ხში­რად მეს­მო­და და მეც ვლა­პა­რა­კობ­დი, მაგ­რამ შემ­დეგ გა­და­მა­ვი­წყდა. რაც შე­ე­ხე­ბა იტა­ლი­ურს: ჯერ ჩერ­დან­ცე­ვას "იტა­ლი­უ­რი ენის თვით­შემ­სწავ­ლე­ლი" წიგ­ნი ვი­შო­ვე და ენის სწავ­ლა ასე და­ვი­წყე, მერე შევ­ყე­ვი და შევ­ყე­ვი. სა­ერ­თოდ, იტა­ლი­უ­რი ენი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი იმ ფაქ­ტმაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ჩემს ოჯახ­ში ყო­ველ­თვის ის­მო­და ვერ­დის მუ­სი­კა. დე­დას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და კლა­სი­კა და გან­სა­კუთ­რე­ბით - იტა­ლი­უ­რი. ბა­ი­რო­ნი ამ­ბობ­და: ინ­გლი­სე­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, სა­უბ­რის დროს ვი­სი­სი­ნოთ, ვი­ჩიფ­ჩი­ფოთ, მა­შინ, როცა იტა­ლი­ე­ლე­ბი მღე­რი­ა­ნო. ახალ-ახალ მოს­წავ­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რას ბა­ი­რო­ნის სწო­რედ ამ სი­ტყვე­ბით ვი­წყებ. არის ერთი ასე­თი გა­მოთ­ქმაც, - მტერს გერ­მა­ნუ­ლად უნდა ელა­პა­რა­კო, მე­გო­ბარს ფრან­გუ­ლად და შეყ­ვა­რე­ბულს იტა­ლი­უ­რა­დო.

- 15 წლის წინ რა გახ­და სა­ზღვარ­გა­რეთ თქვე­ნი გამ­გზავ­რე­ბის მი­ზე­ზი?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"46 წლის ვიყავი, როცა იტალიელმა კაცმა მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა"

"46 წლის ვიყავი, როცა იტალიელმა კაცმა მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა"

ქალბატონი ნუნუ გელაძე იტალიიდან თბილისში ერთი კვირით ჩამოვიდა. ის 8-10 მარტს, თბილისში წარმატებული ემიგრანტი ქალებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ერთ-ერთი მონაწილე იყო. ემიგრანტი ქალების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და მათი ღვაწლის დაფასებას ჩვენში რამდენიმე ინიციატორი ჰყავდა. კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დიასპორებისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ორგანიზაცია "მე დავბრუნდები" და "დემოგრაფიული აღორძინების ფონდი". ღონისძიებების ორგანიზატორები გახლდნენ: თემურ ჭკუასელი, ინა ასანიძე და თამარ ჩიბურდანიძე. მათი მიზანია საზოგადოებას გააცნონ ის ემიგრანტი ქალები, რომლებიც საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობენ და საქართველოს პოპულარიზაციას სხვადასხვა გზით ეწევიან, უცხოეთში მყოფ ქართველებსაც ეხმარებიან და მათი სახელი არაერთ კეთილ საქმეში ფიგურირებს.

ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონია 10 მარტს, რუსთაველის თეატრში გაიმართა. იქ შეკრებილმა საზოგადოებამ 15 ქალბატონის ღვაწლისა და საქმიანობის შესახებ უკეთ შეიტყო. სამშობლოსგან შორს მყოფი მანდილოსნებისთვის ეს დღეები ერთგვარი სტიმული აღმოჩნდა. ისინი ბედნიერები ჩანდნენ იმ დაფასებითა და წახალისებით, რომელიც აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა.

ნუნუ გელაძე:

- საკუთარ თავზე ლაპარაკი მეუხერხულება (იღიმის). დედა რუსული ენის პედაგოგი იყო, ხოლო მამა აგრონომი, რომელიც არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა, გრიშაშვილის პოეზია ზეპირად იცოდა. მე და მამა ერთმანეთს ლექსების ცოდნაში ვეჯიბრებოდით და ის ყოველთვის მჯობნიდა. განათლებით ფილოლოგი ვარ, მთარგმნელი. უნივერსიტეტის თარგმანის კათედრა რომ ჩამოყალიბდა, მისი პირველი ნაკადის გამოშვება ვიყავი. რუსულ ლიტერატურას ქართულად ვთარგმნიდი. უმაღლესის დასრულების შემდეგ იტალიური ენა შევისწავლე. თარგმნილი მაქვს: იტალო კალვინოს, ჯოვანი პაპინის, ვინჩენცო კარდარელის და სხვა ბევრი ცნობილი ავტორის პროზა და პოეზია. 46 წლის ვიყავი, იტალიაში რომ გავემგზავრე. 15 წელია იქ ვცხოვრობ და დავიწყე ქართველი ავტორების თარგმნა იტალიურ ენაზე. ჩემი მისია სწორედ ეს იყო - ქართული კულტურის, ლიტერატურისა და პოეზიის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.

- რამ გამოიწვია თქვენში იტალიური ენით დაინტერესება?

- უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, ყოველთვის მინდოდა, რომელიმე უცხო ენას დავუფლებოდი. რატომღაც, ინგლისური გულზე არ მეფონებოდა. პოლონურის შესწავლით დავიწყე. სომხურსაც "ვეპარებოდი". რადგან ახალციხეში გავიზარდე, სადაც ბევრი სომეხი ცხოვრობდა, ეს ენა ხშირად მესმოდა და მეც ვლაპარაკობდი, მაგრამ შემდეგ გადამავიწყდა. რაც შეეხება იტალიურს: ჯერ ჩერდანცევას "იტალიური ენის თვითშემსწავლელი" წიგნი ვიშოვე და ენის სწავლა ასე დავიწყე, მერე შევყევი და შევყევი. საერთოდ, იტალიური ენისადმი სიყვარული იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ჩემს ოჯახში ყოველთვის ისმოდა ვერდის მუსიკა. დედას ძალიან უყვარდა კლასიკა და განსაკუთრებით - იტალიური. ბაირონი ამბობდა: ინგლისელები იძულებულები ვართ, საუბრის დროს ვისისინოთ, ვიჩიფჩიფოთ, მაშინ, როცა იტალიელები მღერიანო. ახალ-ახალ მოსწავლეებთან შეხვედრას ბაირონის სწორედ ამ სიტყვებით ვიწყებ. არის ერთი ასეთი გამოთქმაც, - მტერს გერმანულად უნდა ელაპარაკო, მეგობარს ფრანგულად და შეყვარებულს იტალიურადო.

- 15 წლის წინ რა გახდა საზღვარგარეთ თქვენი გამგზავრების მიზეზი?

განაგრძეთ კითხვა

"არასწორი და ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ბათუმში კარვების გახსნაზე... შეცდომების აღიარება არ გვიჭირს" - იმნაძე

ფოთში საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

თბილისის 104 საბავშვო ბაღი, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, დაიხურება