პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ სთხოვდა მოქალაქეს 50 000 დოლარს სუს-ის უფროსის მოადგილის სახელით - თაღლითობის ფაქტზე 2 პირია დაკავებული
ვინ სთხოვდა მოქალაქეს 50 000 დოლარს სუს-ის უფროსის მოადგილის სახელით - თაღლითობის ფაქტზე 2 პირია დაკავებული

ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის სა­ხე­ლით ჩა­დე­ნი­ლი თაღ­ლი­თო­ბის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა.

რო­გორც სუს-ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. "სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ჯგუ­ფუ­რად თაღ­ლი­თო­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჯე­მალ დუ­ა­ძე და გო­გი­ტა დე­მეტ­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ჯე­მალ დუ­ა­ძემ გა­და­წყვი­ტა მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ბეჟან დ-ს კუთ­ვნილ ფუ­ლად თან­ხას, რა მიზ­ნი­თაც 2015 წლის ზა­ფხულ­ში ბეჟან დ-სთან, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­ხე­ლით, მი­აგ­ზავ­ნა გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნე­ლი პირი, რო­მე­ლიც ბეჟან დ-ს გა­ეც­ნო და­ვით გი­ორ­გა­ძის გვარ-სა­ხე­ლით და გა­ნუ­ცხა­და, რომ მას თით­ქოს­და პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სა­ა­გენ­ტო­ში, მის მი­მართ და­წყე­ბუ­ლი იყო გა­მო­ძი­ე­ბა და საქ­მის მოგ­ვა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ 50 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჯე­მალ დუ­ა­ძე და­ჟი­ნე­ბით ურ­ჩევ­და ბეჟან დ-ს მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის გა­დახ­დას, რო­მე­ლიც მისი გან­მარ­ტე­ბით შემ­ცირ­და 30 000 აშშ დო­ლა­რამ­დე. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით ჯე­მალ დუ­ა­ძე ასე­ვე და­უ­კავ­შირ­და ბეჟან დ-ს შვი­ლიშ­ვილს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქეს ბექა დ-ს, რო­მელ­საც აუხ­სნა საქ­მის ვი­თა­რე­ბა და სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ მა­საც 30 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა.

იხი­ლეთ ვი­დეო

2016 წლის 20 მარტს ჯე­მალ დუ­ა­ძემ მის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი 30 000 აშშ დო­ლა­რის თით­ქოს­და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მი­სა და სა­კი­თხის სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქეს ბექა დ-ს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და მას­თან შეხ­ვედ­რა მოს­თხო­ვა. თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, ჯე­მალ დუ­ა­ძე და­უ­კავ­შირ­და ნაც­ნობს, თაღ­ლი­თო­ბის­თვის წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ გო­გი­ტა დე­მეტ­რაშ­ვილს, რო­მელ­საც გა­უმ­ხი­ლა თა­ვი­სი ჩა­ნა­ფიქ­რი და ერ­თად და­გეგ­მეს ბექა დ-სთვის მო­ტყუ­ე­ბით, თაღ­ლი­თუ­რი გზით ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის გა­მორ­თმე­ვა. კერ­ძოდ, 2016 წლის 20 მარტს და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ზე ჯე­მალ დუ­ა­ძე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში დახ­ვდა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ჩა­მო­სულ ბექა დ-ს, წა­იყ­ვა­ნა ის ქ. თბი­ლის­ში, ავ­ლაბ­რის მეტ­რო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და შე­ახ­ვედ­რა გო­გი­ტა დე­მეტ­რაშ­ვილს, რო­მელ­საც ჯე­მალ დუ­ა­ძემ წი­ნას­წარ უქი­რა­ვა "მერ­სე­დეს S-კლა­სის" მო­დე­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი. გო­გი­ტა დე­მეტ­რაშ­ვილ­მა ბექა დ-ს თავი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ იო­სებ გო­გაშ­ვი­ლად გა­აც­ნო და დაჰ­პირ­და მისი პა­პის ბეჟან დ-ს მი­მართ თით­ქოს­და წარ­მო­ე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის შე­წყვე­ტას, აგ­რეთ­ვე მო­მა­ვალ­ში ყო­ველ­გვა­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. ამის შემ­დეგ, იმა­ვე დღეს ჯე­მალ დუ­ა­ძემ თით­ქოს­და იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის­თვის გა­და­სა­ცე­მად, ბექა დ-ს ქ. თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინნ"-ში მის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი 30 000 აშშ დო­ლა­რი გა­მო­არ­თვა. ჯე­მალ დუ­ა­ძე და გო­გი­ტა დე­მეტ­რაშ­ვი­ლი მო­თხოვ­ნი­ლი ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის გა­მორ­თმე­ვის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს", - აცხა­დე­ბენ სუს-ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად თაღ­ლი­თო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 180-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­სა და ტექ­სტში აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნეთ. შე­საძ­ლოა და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ­სე­ბობ­დნენ, რომ­ლე­ბიც მათ ამოც­ნო­ბას შეძ­ლე­ბენ", - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

ვინ სთხოვდა მოქალაქეს 50 000 დოლარს სუს-ის უფროსის მოადგილის სახელით - თაღლითობის ფაქტზე 2 პირია დაკავებული

ვინ სთხოვდა მოქალაქეს 50 000 დოლარს სუს-ის უფროსის მოადგილის სახელით - თაღლითობის ფაქტზე 2 პირია დაკავებული

ანტიკორუფციულმა სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახელით ჩადენილი თაღლითობის ფაქტი გამოავლინა.

როგორც სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯემალ დუაძემ გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა საქართველოს მოქალაქე ბეჟან დ-ს კუთვნილ ფულად თანხას, რა მიზნითაც 2015 წლის ზაფხულში ბეჟან დ-სთან, ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით, მიაგზავნა გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომელიც ბეჟან დ-ს გაეცნო დავით გიორგაძის გვარ-სახელით და განუცხადა, რომ მას თითქოსდა პრობლემები ჰქონდა ანტიკორუფციულ სააგენტოში, მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება და საქმის მოგვარების სანაცვლოდ 50 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. პარალელურად, ჯემალ დუაძე დაჟინებით ურჩევდა ბეჟან დ-ს მოთხოვნილი თანხის გადახდას, რომელიც მისი განმარტებით შემცირდა 30 000 აშშ დოლარამდე. აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით ჯემალ დუაძე ასევე დაუკავშირდა ბეჟან დ-ს შვილიშვილს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს, რომელსაც აუხსნა საქმის ვითარება და საკითხის მოგვარების სანაცვლოდ მასაც 30 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

იხილეთ ვიდეო

2016 წლის 20 მარტს ჯემალ დუაძემ მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარის თითქოსდა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებისათვის გადაცემისა და საკითხის საბოლოოდ მოგვარების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს საქართველოში ჩამოსვლა და მასთან შეხვედრა მოსთხოვა. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯემალ დუაძე დაუკავშირდა ნაცნობს, თაღლითობისთვის წარსულში ნასამართლევ გოგიტა დემეტრაშვილს, რომელსაც გაუმხილა თავისი ჩანაფიქრი და ერთად დაგეგმეს ბექა დ-სთვის მოტყუებით, თაღლითური გზით ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევა. კერძოდ, 2016 წლის 20 მარტს დაახლოებით 2 საათზე ჯემალ დუაძე ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით, თბილისის აეროპორტში დახვდა რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ბექა დ-ს, წაიყვანა ის ქ. თბილისში, ავლაბრის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და შეახვედრა გოგიტა დემეტრაშვილს, რომელსაც ჯემალ დუაძემ წინასწარ უქირავა "მერსედეს S-კლასის" მოდელის ავტომობილი. გოგიტა დემეტრაშვილმა ბექა დ-ს თავი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ იოსებ გოგაშვილად გააცნო და დაჰპირდა მისი პაპის ბეჟან დ-ს მიმართ თითქოსდა წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, აგრეთვე მომავალში ყოველგვარი პრობლემების მოგვარებას. ამის შემდეგ, იმავე დღეს ჯემალ დუაძემ თითქოსდა იოსებ გოგაშვილისთვის გადასაცემად, ბექა დ-ს ქ. თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარი გამოართვა. ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი მოთხოვნილი ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევის შემდეგ დააკავეს", - აცხადებენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასა და ტექსტში აღნიშნული პირების იდენტიფიცირება მოვახდინეთ. შესაძლოა დაკავებული პირების მიერ სხვა დაზარალებული მოქალაქეები არსებობდნენ, რომლებიც მათ ამოცნობას შეძლებენ", - აღნიშნავენ უწყებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ