მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი - მაკა ასა­თი­ა­ნი და გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე შე­თან­ხმდნენ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასა­თი­ა­ნი და გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­წო­დე­ბა "მა­ესტრო" და ლოგო ეკ­რან­ზე დაბ­რუნ­დე­ბა, ასე­ვე მხა­რე­ე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე შე­წყვე­ტენ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს, ერ­თობ­ლი­ვად მოხ­დე­ბა ტოპ მე­ნე­ჯმენ­ტის ფორ­მი­რე­ბა და ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, გარ­და ამი­სა მო­ლა­პა­რა­კე­ბის პე­რი­ოდ­ში დრო­ე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბად და­ი­ნიშ­ნე­ბი­ან ორი­ვე მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"მი­უ­ხე­და­ვად რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა, "მა­ესტროს" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი შევ­თან­ხმდით შემ­დეგ სა­კი­თხებ­ზე:

1. ლოგო და სა­ხე­ლი და­უბ­რუნ­დეს ეთერს;

2. მხა­რე­ებ­მა შე­წყვი­ტონ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე;

3. მო­ლა­პა­რა­კე­ბის პე­რი­ოდ­ში ვი­წყებთ კონ­სულ­ტა­ცი­ას ტოპ მე­ნე­ჯმენ­ტის ერ­თობ­ლი­ვად ფორ­მი­რე­ბა­ზე;

4. უმოკ­ლეს ვა­და­ში მოხ­დეს მიმ­დი­ნა­რე ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა;

5. მო­ლა­პა­რა­კე­ბის პე­რი­ოდ­ში დრო­ე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბად და­ი­ნიშ­ნოს ორი­ვე მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ყო­ფი­ლი ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი- თე­მურ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ფი­ნან­სუ­რი კონ­სულ­ტან­ტი- ზვი­ად ზუ­ბი­აშ­ვი­ლი.

იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩიხ­ში არ შევა და ყვე­ლა მხა­რე გა­მო­ი­ჩენს სურ­ვილს და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ და­ვას არ გა­დაჰ­ყვეს ტე­ლე­ვი­ზია და რაც მთა­ვა­რია თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ უწყვეტ მა­უ­წყებ­ლო­ბას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლები - მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. ამასთან დაკავშირებით ასათიანი და გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

შეთანხმების მიხედვით, სახელწოდება "მაესტრო" და ლოგო ეკრანზე დაბრუნდება, ასევე მხარეები მოლაპარაკებების დასრულებამდე შეწყვეტენ საჯარო განცხადებებს, ერთობლივად მოხდება ტოპ მენეჯმენტის ფორმირება და ფინანსური ვალდებულების უზრუნველყოფა, გარდა ამისა მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნებიან ორივე მხარის წარმომადგენლები.

"მიუხედავად რამდენიმეთვიანი დაპირისპირებისა, "მაესტროს" დამფუძნებლები შევთანხმდით შემდეგ საკითხებზე:

1. ლოგო და სახელი დაუბრუნდეს ეთერს;

2. მხარეებმა შეწყვიტონ საჯარო განცხადებების გაკეთება მოლაპარაკების დასრულებამდე;

3. მოლაპარაკების პერიოდში ვიწყებთ კონსულტაციას ტოპ მენეჯმენტის ერთობლივად ფორმირებაზე;

4. უმოკლეს ვადაში მოხდეს მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა;

5. მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნოს ორივე მხარის წარმომადგენელი, ყოფილი ფინანსური დირექტორი- თემურ გაჩეჩილაძე და გია გაჩეჩილაძის ფინანსური კონსულტანტი- ზვიად ზუბიაშვილი.

იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩიხში არ შევა და ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და კეთილგონიერებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავას არ გადაჰყვეს ტელევიზია და რაც მთავარია თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უწყვეტ მაუწყებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები