საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვალის არევის ბევრი მეთოდი არსებობს..." - რა რჩევას აძლევს ცნობილი ჰაკერი ვასილ ჯამალაშვილი ძალოვან უწყებებს
"კვალის არევის ბევრი მეთოდი არსებობს..." - რა რჩევას აძლევს ცნობილი ჰაკერი ვასილ ჯამალაშვილი ძალოვან უწყებებს

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის შემ­სწავ­ლე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი FBI-ის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის შვილ­მა, წარ­სულ­ში ცნო­ბილ­მა ჰა­კერ­მა ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვილ­მა, ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი მის­გან ვე­რა­ნა­ირ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს ვერ მი­ი­ღებ­და. "მა­მას სხვა ოჯა­ხი ჰყავს და ჩვენ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთი-ორ­ჯერ შევ­ხვდი. მისი და­კა­ვე­ბის ამ­ბა­ვიც ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გე. მამა ჩემ­გან ვე­რა­ნა­ირ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს ვერ მი­ი­ღებ­და. ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვა­ცხა­დებ, თა­ვის დრო­ზე ვირუ­სის შექ­მნის გამო მე­დე­ბო­და ბრა­ლი და არა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­და­ღე­ბა-გავ­რცე­ლე­ბის­თვის. ჩემი შექ­მნი­ლი ვირუ­სი კი რა­საც აკე­თებ­და ყვე­ლამ იცის", - გა­ნა­ცხა­და ჯა­მა­ლაშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ შექ­მნა 18 წლის ჰა­კერ­მა ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვილ­მა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ვირუ­სი, რომ­ლი­თაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უს­მენ­დნენ

მისი თქმით, მა­მა­მისს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სფე­როს­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს. "შსს-ს უმოქ­მე­დო­ბა­ში ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, ისი­ნი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის გას­ვლის­თა­ნა­ვე ბლო­კა­ვენ კად­რებს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ცოტა ადა­მი­ან­მა ნა­ხოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის შემ­სწავ­ლე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი FBI-ის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი­ან. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მი­მარ­თეს კი­დეც, მაგ­რამ პრო­ცე­დუ­რე­ბი დიდ ბი­უ­როკ­რა­ტი­ას შე­ი­ცავს. FBI-ის შე­უძ­ლია youtube-ის IP მი­სა­მარ­თის გა­გე­ბა, თუმ­ცა ეს დამ­ნა­შა­ვის დად­გე­ნას არ ნიშ­ნავს. შე­იძ­ლე­ბა სხვა ქვეყ­ნის ვთქვათ, ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე­დან აიტ­ვირ­თა, რაც გა­მო­ძი­ე­ბას გა­არ­თუ­ლებს. გარ­და ამი­სა, კვა­ლის არე­ვის ბევ­რი მე­თო­დი არ­სე­ბობს. ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დია IP მი­სა­მარ­თის შეც­ვლა. ასე, რომ რთუ­ლია ამ საქ­მის გახ­სნა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, დამ­ნა­შა­ვის დად­გე­ნა მა­ინც არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო| ჰა­კე­რი ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვის შემ­დეგ პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს | 16-03-2016

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 21 მარ­ტის ნო­მერ­ში ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"კვალის არევის ბევრი მეთოდი არსებობს..." - რა რჩევას აძლევს ცნობილი ჰაკერი ვასილ ჯამალაშვილი ძალოვან უწყებებს

"კვალის არევის ბევრი მეთოდი არსებობს..." - რა რჩევას აძლევს ცნობილი ჰაკერი ვასილ ჯამალაშვილი ძალოვან უწყებებს

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კიბერდანაშაულის შემსწავლელი განყოფილება, ამ საქმის გამოძიება ძალიან რთულია და საქართველოს ძალოვანი უწყებები FBI-ის გარეშე ვერაფერს გახდებიან, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილმა, წარსულში ცნობილმა ჰაკერმა ვასილ ჯამალაშვილმა, ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ ჯამალაშვილი მისგან ვერანაირ ვიდეოჩანაწერს ვერ მიიღებდა. "მამას სხვა ოჯახი ჰყავს და ჩვენ ახლო ურთიერთობა არ გვაქვს. წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი-ორჯერ შევხვდი. მისი დაკავების ამბავიც ტელევიზიით გავიგე. მამა ჩემგან ვერანაირ ვიდეოჩანაწერს ვერ მიიღებდა. ყველას გასაგონად ვაცხადებ, თავის დროზე ვირუსის შექმნის გამო მედებოდა ბრალი და არა ფარული ჩანაწერების გადაღება-გავრცელებისთვის. ჩემი შექმნილი ვირუსი კი რასაც აკეთებდა ყველამ იცის", - განაცხადა ჯამალაშვილმა.

წაიკითხეთ: როგორ შექმნა 18 წლის ჰაკერმა ვასილ ჯამალაშვილმა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც "ქართულ ოცნებას" უსმენდნენ

მისი თქმით, მამამისს კიბერუსაფრთხოების სფეროსთან არავითარი კავშირი არ აქვს. "შსს-ს უმოქმედობაში ვერ დავადანაშაულებ, ისინი ვიდეომასალების გასვლისთანავე ბლოკავენ კადრებს, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანმა ნახოს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კიბერდანაშაულის შემსწავლელი განყოფილება, ამ საქმის გამოძიება ძალიან რთულია და საქართველოს ძალოვანი უწყებები FBI-ის გარეშე ვერაფერს გახდებიან. რამდენადაც ვიცი, მიმართეს კიდეც, მაგრამ პროცედურები დიდ ბიუროკრატიას შეიცავს. FBI-ის შეუძლია youtube-ის IP მისამართის გაგება, თუმცა ეს დამნაშავის დადგენას არ ნიშნავს. შეიძლება სხვა ქვეყნის ვთქვათ, ინტერნეტკაფედან აიტვირთა, რაც გამოძიებას გაართულებს. გარდა ამისა, კვალის არევის ბევრი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია IP მისამართის შეცვლა. ასე, რომ რთულია ამ საქმის გახსნა, თუმცა ვფიქრობ, დამნაშავის დადგენა მაინც არ გაუჭირდებათ", - განაცხადა ვასილ ჯამალაშვილმა.

ნახეთ ვიდეო| ჰაკერი ვასილ ჯამალაშვილი პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს | 16-03-2016

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 21 მარტის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ