პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მრევლს არ ექნება საშუალება მოვიდნენ და მოილოცონ" - სამების ტაძარი დროებით დაიკეტა
"მრევლს არ ექნება საშუალება მოვიდნენ და მოილოცონ" - სამების ტაძარი დროებით დაიკეტა

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი მრევ­ლის­თვის მო­სა­ლო­ცად დრო­ე­ბით და­ი­კე­ტა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მე­ბის ლავ­რის არ­ქი­მან­დრიტ­მა იო­ა­ნე მჭედ­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, სა­მე­ბის ლავ­რის ბე­რე­ბი­სათ­ვის მო­ნას­ტრის ტი­პი­კო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსა­ხუ­რე­ბა რომ არ შე­ჩერ­დეს, წირ­ვა-ლოც­ვა სა­მე­ბის ლავ­რის ოთხ მცი­რე ტა­ძარ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

არ­ქი­მან­დრი­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, სა­ვა­რა­უ­დოდ, შა­ბათ-კვი­რას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დეს და უნე­ტა­რე­სი, ილია II საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ას სი­ონ­ში აღავ­ლენს.

"მრევლს არ ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ვიდ­ნენ და მო­ი­ლო­ცონ სა­მე­ბის ტა­ძა­რი. სა­ვა­რა­უ­დოდ, შა­ბათ-კვი­რას უწ­მინ­დე­სი სი­ონ­ში იქ­ნე­ბა. სა­მე­ბა­ში წირ­ვა არ ჩა­ტარ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მამა იო­ა­ნემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს, არ­ქი­მან­დრი­ტის გან­ცხა­დე­ბით, ხან­ძრის მას­შტა­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ექ­სპერ­ტე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­ზე­ზით ხან­ძრის გა­ჩე­ნას გა­მო­რი­ცხა­ვენ. მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ სა­მე­ბის სტამ­ბის სა­წყობ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლი ჯერ დათ­ვლი­ლი არ არის. ხან­ძრის შე­დე­გად სტამ­ბის სა­წყობ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ეკ­ლე­სიო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­იწ­ვა.

"ფარ­თო­ბი საკ­მა­ოდ დი­დია. 1200 კვ. მეტრ ფარ­თო­ბია დამ­წვა­რი, მაგ­რამ 20 ათას კვ.მ ფარ­თო­ბია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ზუს­ტად ახლა ექ­სპერ­ტე­ბი სწავ­ლო­ბენ და ელექტრო­ე­ნერ­გია თით­ქმის უკვე გა­მო­ი­რი­ცხე­ბა. ანუ, ვე­რა­ფერს ვერ ვი­ტყვით, ხე­ლოვ­ნუ­რად მოხ­და თუ არა ხან­ძა­რი. ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს ვერ და­ვაბ­რა­ლებთ, მაგ­რამ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე რა­საც სა­უბ­რობ­დნენ, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია", - დას­ძი­ნა არ­ქი­მან­დრიტ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო| ახა­ლი კად­რე­ბი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან - სა­სუ­ლი­ე­რი პი­რე­ბი ხან­ძრის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რო­ბენ

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რა ხდე­ბა სა­მე­ბა­ში ძლი­ე­რი ხან­ძრის შემ­დეგ - პრე­მი­ე­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გებს ად­გილ­ზე გა­ეც­ნო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"მრევლს არ ექნება საშუალება მოვიდნენ და მოილოცონ" - სამების ტაძარი დროებით დაიკეტა

"მრევლს არ ექნება საშუალება მოვიდნენ და მოილოცონ" - სამების ტაძარი დროებით დაიკეტა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი მრევლისთვის მოსალოცად დროებით დაიკეტა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამების ლავრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, სამების ლავრის ბერებისათვის მონასტრის ტიპიკონიდან გამომდინარე, მსახურება რომ არ შეჩერდეს, წირვა-ლოცვა სამების ლავრის ოთხ მცირე ტაძარში ჩატარდება.

არქიმანდრიტის თქმით, აღნიშნულის გამო, სავარაუდოდ, შაბათ-კვირას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდეს და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას სიონში აღავლენს.

"მრევლს არ ექნება საშუალება მოვიდნენ და მოილოცონ სამების ტაძარი. სავარაუდოდ, შაბათ-კვირას უწმინდესი სიონში იქნება. სამებაში წირვა არ ჩატარდება", - აღნიშნა მამა იოანემ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, არქიმანდრიტის განცხადებით, ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე ექსპერტები ელექტროენერგიის მიზეზით ხანძრის გაჩენას გამორიცხავენ. მისივე თქმით, გუშინ სამების სტამბის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. ხანძრის შედეგად სტამბის საწყობში განთავსებული ძალიან დიდი რაოდენობით საეკლესიო ლიტერატურა დაიწვა.

"ფართობი საკმაოდ დიდია. 1200 კვ. მეტრ ფართობია დამწვარი, მაგრამ 20 ათას კვ.მ ფართობია დაზიანებული. ზუსტად ახლა ექსპერტები სწავლობენ და ელექტროენერგია თითქმის უკვე გამოირიცხება. ანუ, ვერაფერს ვერ ვიტყვით, ხელოვნურად მოხდა თუ არა ხანძარი. ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ელექტროენერგიაზე რასაც საუბრობდნენ, ეს გამორიცხულია", - დასძინა არქიმანდრიტმა.

ნახეთ ვიდეო| ახალი კადრები სამების საკათედრო ტაძრიდან - სასულიერი პირები ხანძრის მიზეზებზე საუბრობენ

ასევე წაიკითხეთ: რა ხდება სამებაში ძლიერი ხანძრის შემდეგ - პრემიერი შემთხვევის შედეგებს ადგილზე გაეცნო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია