სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში დაგაბრუნებინებენ დაწუნებულ პროდუქციას
რა შემთხვევაში დაგაბრუნებინებენ დაწუნებულ პროდუქციას

სა­ქარ­თვე­ლო მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით კვლავ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი არ არის. ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის დას­კვნის მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნა­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ცი­ის სრულ­ყო­ფი­ლი გა­მოკ­ვლე­ვა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს კი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნის რის­კებს ზრდის, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სას­მე­ლი წყლით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 2,2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში ტყუვ­დე­ბა, იქ­ნე­ბა ეს სურ­სა­თი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და ელექტრო ტექ­ნი­კა, ტან­საც­მე­ლი, კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი თუ სხვა, ამა­ზე "მთე­ლი კვი­რის" მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბიც მე­ტყვე­ლებს.

თე­ო­ნა ჩი­ტიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში ფე­ნო­ვა­ნი ცომი შე­ი­ძი­ნა, სა­დაც დიდი ოდე­ნო­ბით პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ცე­ლო­ფა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

"მას შემ­დეგ, რაც, ცომ­ში ცე­ლოფ­ნის ნაჭ­რე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, უკან მა­ღა­ზი­ა­ში ჩა­ვი­ტა­ნე. მა­ღა­ზია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კომ­პა­ნი­ას აკის­რებ­და და ამის გამო პრო­დუქ­ტის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და. თუმ­ცა სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ პრო­დუქ­ტი გა­მო­მიც­ვა­ლეს", - ამ­ბობს "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას ჩი­ტიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მსგავ­სი რამ შე­ემ­თხვა. ამ­ბობს, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ იცავს.

"ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნი გამ­კაცრ­დე­ბა და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის კონ­ტრო­ლი გა­ორ­მაგ­დე­ბა. ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნის საფრ­თხეს. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა შე­მოწ­მდეს, თო­რემ პურ­შიც კი შემ­ხვედ­რია ქვე­ბი, მაგ­რამ დაჭ­რი­ლი პური უკან ვე­ღარ ჩა­მი­ტა­ნია", - გვი­თხრა ჩი­ტიშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­დუქ­ტებ­ზე კონ­ტროლს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და "მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ჯი" ახო­ცი­ე­ლე­ბენ, თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­სა თუ ბაზ­რო­ბის დახ­ლებ­ზე ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე პრო­დუქ­ტი მა­ინც ხვდე­ბა.

"იმ­პორ­ტი­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლი მხო­ლოდ გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ხის ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე ვრცელ­დე­ბა და მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტებს არ მო­ი­ცავს. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტრო­ლი შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მე­ბის დაც­ვით არ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"მა­გა­ლი­თად, პრო­დუქ­ცი­ა­ზე ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის გეგ­მით გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით არ ხდე­ბა. გარ­და ამი­სა, ნი­მუ­შე­ბი არ მოწ­მდე­ბა. ყვე­ლა იმ პა­რა­მეტრზე, რომ­ლე­იც მო­ნი­ტო­რინ­გის გეგ­მი­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი, ასე­ვე დარ­ღვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და ნი­მუ­შე­ბის გეგ­მით გან­სა­ზღვრულ პა­რა­მეტ­რებ­ზე შე­მოწ­მე­ბი­სა­საც.

სა­ზღვარ­ზე შე­მო­სუ­ლი სა­ქონ­ლის გან­თავ­სე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით არ­სე­ბულ ბა­ზარ­ზე ხდე­ბა, სა­დაც კონ­ტრო­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის შეს­წავ­ლი­სას გა­მოვ­ლინ­და, რომ აუ­დი­ტის პე­რი­ოდ­ში სა­ა­გენ­ტოს არ გა­აჩ­ნდა სრუ­ლი, ზუს­ტი და დრო­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მედ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აუ­დი­ტის პე­რი­ოდ­ში სა­ა­გენ­ტოს არ გა­ნუ­სა­ზღვრავს ბა­ზარ­ზე

მოქ­მე­დი ყვე­ლა ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის რის­კის დონე და შე­სა­ბა­მი­სად, არ ფლობ­და სრულ სუ­რათს შექ­მნი­ლი რის­კე­ბის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის დას­კვნა­ში.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა შემთხვევაში დაგაბრუნებინებენ დაწუნებულ პროდუქციას

რა შემთხვევაში დაგაბრუნებინებენ დაწუნებულ პროდუქციას

საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტების განცხადებით, არსებული კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი არ არის. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული საკვები პროდუქციის სრულყოფილი გამოკვლევა არ ხორციელდება. ეს კი ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების შემოტანის რისკებს ზრდის, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლით გადამდები დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 2,2 მილიონი ადამიანი იღუპება.

საქართველოში მომხმარებელი თითქმის ყველა სფეროში ტყუვდება, იქნება ეს სურსათი, საყოფაცხოვრებო და ელექტრო ტექნიკა, ტანსაცმელი, კოსმეტიკური საშუალებები თუ სხვა, ამაზე "მთელი კვირის" მიერ მოპოვებული ფაქტებიც მეტყველებს.

თეონა ჩიტიშვილმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სუპერმარკეტში ფენოვანი ცომი შეიძინა, სადაც დიდი ოდენობით პოლიეთილენის ცელოფანი აღმოჩნდა.

"მას შემდეგ, რაც, ცომში ცელოფნის ნაჭრები აღმოვაჩინე, უკან მაღაზიაში ჩავიტანე. მაღაზია პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებდა და ამის გამო პროდუქტის დაბრუნებაზე უარს ამბობდა. თუმცა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პროდუქტი გამომიცვალეს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ჩიტიშვილი.

მისივე თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ შეემთხვა. ამბობს, რომ მომხმარებელთა უფლებებს საქართველოში არავინ იცავს.

"ძალიან კარგი იქნება, თუ მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება და საკვები პროდუქტების კონტროლი გაორმაგდება. ფალსიფიცირებული პროდუქტი ჩვენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ყველაფერი კარგად უნდა შემოწმდეს, თორემ პურშიც კი შემხვედრია ქვები, მაგრამ დაჭრილი პური უკან ვეღარ ჩამიტანია", - გვითხრა ჩიტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პროდუქტებზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო და "მომხმარებელი.ჯი" ახოციელებენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სუპერმარკეტებსა თუ ბაზრობის დახლებზე ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტი მაინც ხვდება.

"იმპორტირებულ პროდუქციაზე სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ განსაზღვრული სახის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე ვრცელდება და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს არ მოიცავს. თუმცა, აღნიშნული კონტროლი შესაბამისი ნორმების დაცვით არ მიმდინარეობს.

"მაგალითად, პროდუქციაზე ნიმუშების აღება მონიტორინგის გეგმით განსაზღვრული რაოდენობის მიხედვით არ ხდება. გარდა ამისა, ნიმუშები არ მოწმდება. ყველა იმ პარამეტრზე, რომლეიც მონიტორინგის გეგმითაა განსაზღვრული, ასევე დარღვევები დაფიქსირდა ნიმუშების გეგმით განსაზღვრულ პარამეტრებზე შემოწმებისასაც.

საზღვარზე შემოსული საქონლის განთავსება ქვეყნის შიგნით არსებულ ბაზარზე ხდება, სადაც კონტროლი ინსპექტირებისა და მონიტორინგის საშუალებით ხორციელდება.

"ინსპექტირების პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ აუდიტის პერიოდში სააგენტოს არ გააჩნდა სრული, ზუსტი და დროული ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ ბიზნესოპერატორებთან დაკავშირებით. აუდიტის პერიოდში სააგენტოს არ განუსაზღვრავს ბაზარზე

მოქმედი ყველა ბიზნესოპერატორის რისკის დონე და შესაბამისად, არ ფლობდა სრულ სურათს შექმნილი რისკების შესახებ", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია