21 მარტს დნეპროპეტროვსკში ანტიკორუფციული ფორუმი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. ტრიბუნაზე გამოსვლისას გუბერნატორის "სტილისტურმა გადაწყვეტამ" დამსწრე საზოგადოება გააოცა: საქართველოს ექს-პრეზიდენტი წინდაში ჩატანებული შარვლით ავიდა სცენაზე. ასე გამოწყობილმა გახსნა ღონისძიება, მიიღო მონაწილეობა სადისკუსიო ჯგუფის მუშაობაში და მოგვიანებით ფურშეტზეც გამოჩნდა.
იხილეთ სიტყვით გამოსვლის კადრები
მოგვიანებით ფოტო და ვიდეო ერთ-ერთ ადგილობრივ საიტზე zabeba.li-ზე გამოჩნდა. ამავე საიტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დმიტრი იანოვსკიმ კი, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ამ წარწერით განათავსა ფეისბუქის პირად გვერდზე: "მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ქარიზმატულია, მაგრამ აი, შარვალი წინდებში ვერ გამიგია".
ფოტოს კომენტარები მოჰყვა. უკრაინელი ინტერნეტმომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ოდესის გუბერნატორი შეხვედრაზე ველოსიპედით მივიდა და სწორედ ამიტომ არის ასეთ ფორმაში. "...თანაც უჰალსტუხოდაა"; "ალბათ კლიჩკომ ასწავლა", - წერენ კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.