პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი შეშინებული ვიყავი, კაი ხანი ქალს არ გავკარებივარ" - მიშა მესხი სქემაზე, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ
"ისეთი შეშინებული ვიყავი, კაი ხანი ქალს არ გავკარებივარ" - მიშა მესხი სქემაზე, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ

პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მიშა მეს­ხი, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ სოფო ბე­დი­ას მე­უღ­ლეა, გა­ზეთ "პრა­იმ­ტა­იმ­თან" იმ სქე­მა­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლი­თაც ძა­ლოვ­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა ხდე­ბო­და. მან ის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა (2012 წლის მარ­ტი-მა­ი­სი), როცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­უ­რი წევ­რი იყო და სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და ეს ყვე­ლა­ფე­რი:

"მა­შინ პარ­ტი­ის ახალ­გაზ­რდულ ფრთა­ში გო­გო­ნებს აგ­ზავ­ნიდ­ნენ, ვი­თომ პარ­ტი­ის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ინ­ფორ­მა­ცი­ებს აგ­რო­ვებ­დნენ ჩვენ­ზე. არ მი­ფიქ­რია, რომ ვინ­მეს ჩემი ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­და­ღე­ბა უნ­დო­და. ვფიქ­რობ­დი იმას, რომ გო­გო­ნა მო­მიგ­ზავ­ნეს იმის­თვის, რომ პარ­ტი­ის ამ­ბე­ბი გა­მომ­ტყუ­ოს-მეთ­ქი. პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე პო­ლი­ტი­კა­ზე ჩა­მო­ვუგ­დე სი­ტყვა. არ ამ­ყვა, არც შე­იმ­ჩნია, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო. კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი კი ჰყავ­დათ...

...მი­ვე­დი მი­სა­მარ­თზე. მე­გო­ბარ­თან ერ­თად იყო. წას­ვლა რომ და­ვა­პი­რე, იყა­ვიო, მთხო­ვა. ფან­ჯა­რა­ში გა­და­ვი­ხე­დე. ორი "ბე-ემ-ვეს" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი იდგა სა­დარ­ბა­ზოს­თან და­ბუ­რუ­ლი მი­ნე­ბით. ჩემი მე­გო­ბა­რი მე­ლო­დე­ბა დაბ­ლა, გა­ვუშ­ვებ, თან "კოკა-კო­ლას" მო­ვი­ტან და მო­ვალ-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი. გვაქვს ყვე­ლა­ფე­რი, გვაქ­ვსო, მე­უბ­ნე­ბო­და. ლიფ­ტამ­დე გა­მომ­ყვა, მოდი-მო­დის ძა­ხი­ლით. ლიფ­ტში მე­ო­რე სარ­თულ­ზე გა­მო­ვე­დი და უკა­ნა სა­დარ­ბა­ზო­დან გა­ვე­დი. ეს მან­ქა­ნე­ბიც და­იძ­რნენ. ორი­ვეს ერ­თნა­ი­რი სე­რია ჰქონ­და. ამ გო­გომ რომ და­მი­რე­კა, მა­ღა­ზი­ა­ში ვარ-თქო ვუ­თხა­რი. ეს მან­ქა­ნე­ბიც მა­ღა­ზი­ას­თან მო­ვიდ­ნენ. მოკ­ლედ, შევ­ძე­ლი იქი­დან გა­მოქ­ცე­ვა. მო­ვე­დი ოფის­ში და მოვ­ყე­ვი ეს ამ­ბა­ვი ბი­ჭებ­თან. ერთ-ერ­თმა გა­მიყ­ვა­ნა (სა­ხელ­სა და გვარს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, სა­ჩხე­რე­ლია ის ბიჭი) და ასე­თი რამ მი­თხრა, მაგ მი­სა­მარ­თზე მეც ვი­ყა­ვი, მაგ გო­გოს­თა­ნო.

მოკ­ლედ, შეხ­ვედ­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ტი­პებს ჩა­უს­ვამთ ეს ბიჭი მან­ქა­ნა­ში, სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე წა­უყ­ვა­ნი­ათ და ნო­უთ­ბუქ­ში აყუ­რე­ბი­ნეს თა­ვი­სი ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ამ გო­გოს­თან. ამ ბიჭს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და და და­ე­მუქრნენ, გა­გი­სა­ჯა­რო­ებთ ამ ვი­დე­ო­სო. თუ არ მო­ეშ­ვე­ბი მაგ "ოც­ნე­ბა­ში" სი­ა­რულს და მაგ ხალ­ხს (კონ­კრე­ტუ­ლად ჩემ­ზე უთხრეს), ცუ­დად და­ამ­თავ­რებ ცხოვ­რე­ბას, მა­გათ ყვე­ლას მალე ცი­ხე­ში გა­ნა­ხებ­თო. მა­შინ არც სა­სა­მარ­თლო არ­სე­ბობ­და და არც პო­ლი­ცია. ყვე­ლა ბერ­კე­ტი მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და ხელ­ში... შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ეს გო­გო­ნა ადრე და­ჭე­რი­ლი იყო ფაქ­ტზე, რომ ცი­ხე­ში შეყ­ვა­რე­ბულს ნარ­კო­ტი­კი შე­უგ­ზავ­ნა. ამათ მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი ამ ფორ­მით გა­მო­ეს­ყი­და და ასე ამუ­შა­ვებ­დნენ. ამის მერე ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, კაი ხანი ქალს აღარ გავ­კა­რე­ბი­ვარ (იცი­ნის), მერე ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე მა­ინც და­მი­ჭი­რეს.

...კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, მე არაფ­რის არ მე­ში­ნია, მე მა­შინ თა­ვი­სუ­ფა­ლი კაცი ვი­ყა­ვი, სექ­სი არ მქო­ნია მა­მა­კაც­თან, ცხო­ველ­თან და თუ ქალ­თან გა­ვი­ა­რე, ამის გამო ვერც ვე­რა­ვინ და­მა­ჯა­რი­მებს, ვერც და­მი­ჭერს და ვერც ვე­რა­ფერს მომ­თხოვს".

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"ისეთი შეშინებული ვიყავი, კაი ხანი ქალს არ გავკარებივარ" - მიშა მესხი სქემაზე, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ

"ისეთი შეშინებული ვიყავი, კაი ხანი ქალს არ გავკარებივარ" - მიშა მესხი სქემაზე, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მიშა მესხი, რომელიც მომღერალ სოფო ბედიას მეუღლეა, გაზეთ "პრაიმტაიმთან" იმ სქემაზე საუბრობს, რომლითაც ძალოვნების გარკვეული ჯგუფი ხელმძღვანელობდა და ფარული ჩანაწერების მოპოვება ხდებოდა. მან ის პერიოდი გაიხსენა (2012 წლის მარტი-მაისი), როცა "ქართული ოცნების" აქტიური წევრი იყო და საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი:

"მაშინ პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში გოგონებს აგზავნიდნენ, ვითომ პარტიის საგულშემატკივროდ, სინამდვილეში ინფორმაციებს აგროვებდნენ ჩვენზე. არ მიფიქრია, რომ ვინმეს ჩემი ინტიმური ცხოვრების გადაღება უნდოდა. ვფიქრობდი იმას, რომ გოგონა მომიგზავნეს იმისთვის, რომ პარტიის ამბები გამომტყუოს-მეთქი. პირველივე შეხვედრაზე პოლიტიკაზე ჩამოვუგდე სიტყვა. არ ამყვა, არც შეიმჩნია, რომ დაინტერესებული იყო. კარგი მსახიობები კი ჰყავდათ...

...მივედი მისამართზე. მეგობართან ერთად იყო. წასვლა რომ დავაპირე, იყავიო, მთხოვა. ფანჯარაში გადავიხედე. ორი "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი იდგა სადარბაზოსთან დაბურული მინებით. ჩემი მეგობარი მელოდება დაბლა, გავუშვებ, თან "კოკა-კოლას" მოვიტან და მოვალ-მეთქი, ვუთხარი. გვაქვს ყველაფერი, გვაქვსო, მეუბნებოდა. ლიფტამდე გამომყვა, მოდი-მოდის ძახილით. ლიფტში მეორე სართულზე გამოვედი და უკანა სადარბაზოდან გავედი. ეს მანქანებიც დაიძრნენ. ორივეს ერთნაირი სერია ჰქონდა. ამ გოგომ რომ დამირეკა, მაღაზიაში ვარ-თქო ვუთხარი. ეს მანქანებიც მაღაზიასთან მოვიდნენ. მოკლედ, შევძელი იქიდან გამოქცევა. მოვედი ოფისში და მოვყევი ეს ამბავი ბიჭებთან. ერთ-ერთმა გამიყვანა (სახელსა და გვარს არ დავასახელებ, საჩხერელია ის ბიჭი) და ასეთი რამ მითხრა, მაგ მისამართზე მეც ვიყავი, მაგ გოგოსთანო.

მოკლედ, შეხვედრიდან რამდენიმე დღეში კონსტიტუციური უსაფრთხოების ტიპებს ჩაუსვამთ ეს ბიჭი მანქანაში, სასაფლაოებზე წაუყვანიათ და ნოუთბუქში აყურებინეს თავისი ინტიმური ურთიერთობა ამ გოგოსთან. ამ ბიჭს შეყვარებული ჰყავდა და დაემუქრნენ, გაგისაჯაროებთ ამ ვიდეოსო. თუ არ მოეშვები მაგ "ოცნებაში" სიარულს და მაგ ხალხს (კონკრეტულად ჩემზე უთხრეს), ცუდად დაამთავრებ ცხოვრებას, მაგათ ყველას მალე ციხეში განახებთო. მაშინ არც სასამართლო არსებობდა და არც პოლიცია. ყველა ბერკეტი მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა ხელში... შემდეგ გაირკვა, რომ ეს გოგონა ადრე დაჭერილი იყო ფაქტზე, რომ ციხეში შეყვარებულს ნარკოტიკი შეუგზავნა. ამათ მისცეს საშუალება, დანაშაული ამ ფორმით გამოესყიდა და ასე ამუშავებდნენ. ამის მერე ისეთი შეშინებული ვიყავი, კაი ხანი ქალს აღარ გავკარებივარ (იცინის), მერე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე მაინც დამიჭირეს.

...კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არაფრის არ მეშინია, მე მაშინ თავისუფალი კაცი ვიყავი, სექსი არ მქონია მამაკაცთან, ცხოველთან და თუ ქალთან გავიარე, ამის გამო ვერც ვერავინ დამაჯარიმებს, ვერც დამიჭერს და ვერც ვერაფერს მომთხოვს".

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია